რეზო აზიზ მიქელაძე

ცოდვის ჩამდენთა მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები

ცოდვა, შუამდგომლობა, შაფაათი, ისლამი
ცოდვის ჩამდენთა მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები
1. შუამდგომლობა (შეფა’ეთი)
ჩვენი მეზჰების თანახმად, შუამდგომლობა ჭეშმარიტებაა, თუმცა ამას მუ’თეზილე უარყოფს. „ეჰლი სუნნეთის“ თანახმად, უზენაესი ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს, როგორც პირდაპირი, ასევე შუამავლებისა და კეთილისმქმენლთა მეშვეობით. მუ’თეზილეს თანახმად კი, როგორც არ არსებობს მიტევება, ასევე შუამდგომლობასაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.
ამ თემის ირგვლივ მტკიცებულება შემდეგი აიათებია: ,,..აპატიე მათ და ითხოვე მათთვის მიტევება…” (3/159) ,, … და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისთვის და მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისთვის… “(47/19). როგორც ვხედავთ ეს აიათები შუამდგომლობას ბრძანებს. ასევე, უზენაესი ალლაჰი შემდეგ აიათში გვამცნობს: ,,უკვე არ არგებთ მათ შუამადგომლობა შუამდგომელთა.” (74/48) აშკარად გაცხადებულია, რომ ურწმუნოთ არ არგებთ არავისი შუამადგომლობა ანუ შუამდგომლობას მორწმუნეთათვის რაიმე სარგებელი, რომ არ გააჩნდეს, მაშინ ეს აიათი ურწმუნოთათვის არ იქნებოდა დადგენილი. „მეშჰური“ ჰადისის თანახმად, შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ჩემი შუამდგომლობა ჩემი თემიდან იმათთვის არის განკუთვნილი, რომელნიც დიდ ცოდვებს სჩადიან“ (ებუ დაბუდი, სუნენი 2/537). ეს ჰადისი „თევათურთან ახლოს „მეშჰურის“ გატეგორიაშია, რომლის უარყოფაც ბიდ’ათია.
2. „ქუფრისა და შირქის“ (უარყოფისა და თანაზიარის დადგენა) მიტევება, ლოგიკურად არის თუ არა შესაძლებელი?
ჩვენი სწავლულების (გამჩენი იყოს მათი კმაყოფილი) თანახმად, ეს არ არის დასაშვები. თუმცა ეშარის თანახმად, ეს შესაძლებელია. ასევე, მათი შეხედულების თანახმად, მორწმუნეთა სამარადჟამოდ ჯოჯოხეთში, ხოლო ურწმუნოთა სამოთხეში განწესება, შესაძლებელია, თუმცა ჩვენი მეზჰების თანახმად, ასეთი რამ ღვთიურ სამართალს ეწინააღმდეგება.
ჩვენი მეზჰების შეხედულება არის ჭეშმარიტი, ვინაიდან სიბრძნისეული განსჯა სიკეთის მქნელისა და სიავის ჩამდენისა ერთმანეთისგან გარჩევას საჭიროებს, რამეთუ დიადი ალლაჰი ბრძანებს: ,,განა შეიძლება სხვა რამ იყოს სიკეთის საზღაური, თუ არა სიკეთე?!“ (55/60). ასევე ბრძანებს: ,,სიავის საზღაური მისი ტოლფასი სიავეა…“ (42/40). ,,ნუთუ ჰგონიათ, რომელთაც ჩაიდინეს სიავენი, რომ დავადგენთ მათ იმათ მსგავსად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მათი სიცოცხლე და სიკვდილი თანასწორი იქნება? და რა საზიზღარია მათი განაჩენი!“ (45/21) ,,განა ჩვენ დავადგენთ მუსლიმებს ცოდვილთა დარად? რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?“ (68/35-36).
მათურიდი სწავლულების თანახმად, ურწმუნოებასა და სხვა ცოდვას შორის განსხვავება შემდეგია: ურწმუნოების შედეგი დანაშაულია, მისი დანაშაულად არმიჩნევა და აკრძალულის დაშვებულად მიჩნევა კი – წარმოუდგენელი. აქ მთავარი შემდეგია: უარმყოფელს თავისი ურწმუნოების ჭეშმარიტებისა და მადლის სჯერა, ამიტომ მისი ჩადენილი ცოდვების-დანაშაულის მიტევებისთვის შეთხოვნა დაუშვებელია. ამიტომ, ამ შემთხვევაში მიტევების შუამდგომლობა სიბრძნისეული განსჯისგან ძალიან შორსაა, რამეთუ ურწმუნოება სხვა ცოდვებისგან განსხვავებით მუდმივი რწმენაა და აქედან გამომდინარე, მარადიულ სასჯელს იმსახურებს.
3. დიდი და პატარა ცოდვის განმარტება:
ზოგიერთები თვლიან, რომ „ყველაფერი, რასაც ადამიანი ღვთის ბრძანების საპირისპიროდ აკეთებს, დიდი ცოდვაა“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეხედულება ღვთის ბრძანებასთან მიმართებაში წინააღმდეგობაში მოდის, ვინაიდან უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ,,…მასში არ არის გამოტოვებული არც მცირე, არც დიდი – ყველაფერი აღნუსხულია…“ (18/49). ზოგიც დასძენენ, რომ დიდ ცოდვად ითვლება ის, რომელსაც ადამიანი სისტემატურად ჩადის, ხოლო პატარა ცოდვად ის, რომელსაც ინანიებს.
ამ თემის ირგვლივ პასუხი არის შემდეგი: დიდი და პატარა (ცოდვა) ზედსართავი სახელებია, რომელთა დამოუკიდებლად განსაზღვრა შეუძლებელია, თუნდაც სიკეთის შემთხვევაში, როცა ნებისმიერ ცოდვას შევადარებთ მასზე დიდს, მაშინ იგი რა თქმა უნდა პატარაა, ხოლო, როცა მასზე პატარას ვადრით, მაშინ დიდია. თუმცა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტური ცოდვა ურწმუნოებაა. არ არსებობს მასზე დიდი ცოდვა და მასთან მიმართებაში სხვა ყველა ცოდვა პატარაა. გამჩენის ბრძანებაც ხომ ამას გვამცნობს: ,,თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს (დიდი), რაც გეკრძალებათ, მოგიტევებთ ჩვენ თქვენს ცოდვებს (პატარა)…“ (4/31) ანუ თუკი ადამიანი ურწმუნოებას გაეცლება, მაშინ მას, სხვა დანარჩენი ცოდვებიც მიეტევება, რასაც შემდგომ აიათში ვკითხულობთ: ,,უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც“. პირველ აიათში ცოდვის მრავლობით ფორმაში მოხსენიების საბაბი ის ხალხია, რომელთა შესახებ ზემოევლინა აიათი, რომელიც არაბული ენისთვის არ არის უცხო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა „ყირაათის“ მიხედვით, მხოლობითად იკითხება. ამ „ყირაათის“ შესაბამისად პრობლემა ისეც აღმოფხვრილია. უზენაესმა ალლაჰმა უკეთ უწყის.

Comment here