დიადი ღმერთი წმინდა ყურანში შემდეგნაირად ბრძანებს: და ამგვარად
დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო-ზომიერ) თემად, რათა მოწმენი იყოთ
ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ. 2/143
დღეისათვის ისლამის თემის უამრავი პრობლემის ძირითადი საბაბი ყურანში
ნაბრძანები „ზომიერი თემის“ თვისების დაკარგვაა. ისლამში ზომიერება
რაღაცის შუა ნაწილს ხოლო ზედმეტობა და ნაკლოვანება მის კიდეებს ნიშნავს.
უფრო ცხადად, რომ ვთქვათ ზედმეტობა იმაზე მეტის გაკეთებაა, ვიდრე
საჭიროებს. ხოლო ნაკლოვანება უფრო ცოტას გაკეთება ვიდრე საჭიროა. თუმცა
ზომიერება იმდენის გაკეთებაა რამდენსაც მოითხოვს. მაშ, ე.წ. დავადების
სწორი დიაგნოზი უნდა დაისვას, რათა მკურნალობას დაექვემდებაროს.
ვინაიდან ეს სენი განკურნებას ექვემდებარება, რამეთუ დიადი ღმერთი
ბრძანებს: უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ ყურანი და უეჭველად, ჩვენ
დამცველნი ვართ მისი. 15/9 ეს რელიგია ამ სამყაროში უზენაესი ღმერთის მიერ
ზემოვლინებული ბოლო და უკანასქნელი რელიგიაა, რომელიც ქვეყნიერების
ჟამის დადგომამდე ძალაში იქნება.
თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ
ა) კერპთაყვანისცემლობა ზედმეტობაა, ათეიზმი ნაკლოვანება, მონოთეიზმი კი
ზომიერებაა.
ბ) გონებაზე თაყვანისცემა ზედემეტობაა, გონების ეშმაკისეულთან შერწყმა და
ანარქიული ზემოქმედების მოხდენა ნაკლოვანება, ხოლო გონებისა და ვაჰის
(ყურანის) ორ განუყოფელ ნაწილად მიჩნევა ზომიერებაა.
გ) წმ. შუამავალის (ს.ა.ს.) გაღმერთება და მასზე თაყვანისცემა ზედმეტობა, წმ.
შუამავალის ჩვევლებრივ ადამიანად მიჩნევა ნაკლოვანება, ხოლო დიადი
ღმერთის მიერ მას მინიჭებული ადგილის შეცნობა და სწორად პატივის მიგება
ზომიერებაა.
დ) არსებული ტრადიციების დოგმატიკად მიჩნავა და განუკითხავად
დაჯერება ზედმეტობა, ტრადიციების უარყოფა ნაკლოვანება, ხოლო საზომის
დადგენა არსებული ტრადიციების აღება არ აღების შესახებ და ამის
შესაბამისად მოქცევა ზომიერებაა.
ე) ახალის გაუცხრილავად და საბაჟოზე განუბაჟებლად შემოტანა ზედმეტობა,
ახალის მხოლოდ იმის გამო უარყოფა, რომ ის ახალია ნაკლოვანება, ახალის
გონებისა და ვაჰის შესაბამისად დამუშავება, გამოსადეგის გამოყენება და
გამოუსადეგარის უარყოფა ზომიერებაა.
ვ) მიმდინარეობებზე სრულებით მიტმასნება ზედმეტობა, მიმდინარეობების
სრულებით უარყოფა ნაკლოვანება, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ
შეუძლიათ ე.ი. ცოდნა არ უწყობს ხელს, მიმდინარეობებზე მიყოლა
ზომიერებაა.
ზ) ახალი ღვთისმსახურების გამოგონება ზედმეტობა, არსებული
ღვთისმსახურებების არ შესრულება ნაკლოვანება, ხოლო არსებულის
ჭეშმარიტად შესრულება ზომიერებაა.
თ) ჰადისის სახით გადმოცემული ყველაფრის ზომად აღება ზედმეტობა,
სუნნეთისა და ჰადისის უატყოფა ნაკლოვანება, ხოლო სუნნეთის სრულებით
აღება და ჭეშმარიტისა და ცდომილების გარჩევა და იმის შესაბამისად
მოქმედება ზომიერებაა.
ი) ყველა არამუსლიმის მეგობრად გამოცხადება ზედმეტობა, ყველა
არამუსლიმის მტრად გამოცხადება ნაკლოვანება, ხოლო იმ არამუსლიმების,
რომელნიც არ ებძვიან მუსლიმებს და არ აძევებენ მათი სახლკარიდან
ადამიანურ დონეზე ურთიერთობების დამყარება ზომიერებაა.
კ) ყველაფერზე იჯმა ზედმეტობა, ჭეშმარიტად დადგენილი იჯმის შეცვლის
მცდელობა ნაკლოვანება, ხოლო ჭეშმარიტად დადგენილი იჯმის შესაბამისად
მოქმედება ზომიერებაა.
Comment here