
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ დღეს შუამავალთან ერთი კაცი მივა და ასეთ რამეს ჰკითხავს: „შუამავალო! ისლამის შესახებ ისეთი რამ მასწავლე, რომ სხვა ვინმეზე რაიმე შეკითხვის დასმის საჭიროება აღარ ვიგრძნო“. შუმავალმა ასე უპასუხა: „თქვი, რომ გწამს ღვთისა და ამის შემდეგ იყავ მართალი“. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 413)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ძვირფასი სარწმუნოების, ისლამის მოვლინების მიზანი სათნო ადამიანებისგან შემდგარი იდეალური საზოგადოების შექმნაა. ეს არის ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ყველა არსებას შეუძლია უსაფრთხოდ და მშვიდად იცხოვროს. ამიტომაც ყოვლისშემძლე ღმერთმა გონიერებითა და თავისუფალი ნებით აღჭურვილნი გაგვაჩინა. მან მოგვივლინა წმინდა წიგნები და შუამავლები რომლებიც ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გზამკვლევებს წარმოადგენენ. ჩვენმა ყოვლისშემძლე უფალმა ასევე გვიჩვენა სწორი გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ. ეს გზა არის ჭეშმარიტად გვწამდეს და ვიცხოვროთ სწორი მიმართულებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენა ნიშნავს იყო ჩვენი გამჩენის გულწრფელი მსახური. ეს არის ცხოვრება ჩვენი შუამავლის (ს.ა.ვ) მაგალითის მიხედვით. რწმენა ათავისუფლებს ადამიანებს. ის ყველაზე ჭეშმარიტ გზაზე გვაყენებს. რწმენა ასწავლის ადამიანებს გაჩენის მიზანს და მათ პასუხისმგებლობას. რწმენა ადამიანის იდენტობასა და პიროვნებას განსაზღვრავს.
რწმენის მოთხოვნაა ადამიანმა ამ რწმენის შესაბამისად იცხოვროს. ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც სწამს და როგორც მისი რწმენა მოითხოვს. სწორი მიმართულება ნიშნავს, რომ ადამიანმა ღვთური კანონებისა და შუამავლის მოძღვრების მიხედვით იცხოვროს და ყველა სიტყვასა და საქმეში ამ ხაზს მიჰყვეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ცხოვრების სწორი მიმართულება აღწევს თავის ნამდვილ მიზანს, თუ ის აისახება ჩვენს რწმენაში, ჩვენს ლოცვებში, ჩვენს მორალში, მოკლედ, ჩვენი ცხოვრების ყოველ წამსა და ყველა სფეროში.
ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა შენთან ერთად. და არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ!“ (ჰუდ, 11/112)
ღვთისმსახურების სწორი მიმართულება არის ის, რომ ერთგული ვიყოთ ჩვენი თაყვანისმცემლობის მოვალეობების მიმართ, სანამ სიკვდილი არ მოვა. ჩვენს მიერ შესრულებული ღვთმსახურება გულწრფელი უნდა იყოს და არ უნდა დავუშვათ, რომ თვალთმაქცობა და მოჩვენებითობა შეერიოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე ბრძანებს: „მე საუკეთესო ზნეობის სრულყოფისათვის ვარ მოვლენილი“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 381)
სწორი მიმართლება ზნეობრივ საკითხებში, ეს არის სიყვარული, სათნოება, სიკეთე და შემწყნარებლობა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. არასოდეს მიმართოთ სიცრუეს, მოტყუებას, სისასტიკეს და უსამართლობას. დაუშვებელია ისეთი ქცევა, რომელიც არღვევს ადამიანის და საზოგადოების უფლებებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ჰარამი და ცოდვაა, ხელიდან, ენიდან, სახლიდან, სამუშაოდან და მოკლედ, ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტისგან შორს უნდა განვაგდოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ გვჯერა რწმენის მიმართულების, თაყვანისცემის გულწრფელობისა და იმ საუკეთესო ზნეობისა, რომელიც შუამავალმა გვასწავლა. ჩვენ ძვირფასი შუამავლისგან ვისწავლეთ სიყვარული, პატივისცემა და ძმურად ცხოვრების კულტურა. მან გვასწავლა მშობლებისადმი დამორჩილება, მეუღლის ერთგულება, შვილებისადმი თანაგრძნობით მოპყრობა და მეზობლების უფლებების პატივისცემა. მთელმა კაცობრიობამ მისგან ისწავლა, რომ უპირატესობა ალლაჰის წინაშე მხოლოდ ღვთისმოსაობაშია და რომ ადამიანები თანასწორნი არიან.
რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც ცხოვრობს იმ მიმართულებით, რომელსაც ბრძანებს ჩვენი უფალი და გვასწავლის ჩვენი შუამავალი (ს.ა.ვ)
ხუტბას ბოლოს კი წმინდა ყურანიდან შემდეგ აიათს მოვუსმინოთ:
„უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი[1], არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი“. (აჰქაფ, 46/13)

[1] იწამეს ერთღმერთიანობა და აღასრულეს ყველა ვალდებულება




Comment here