Genelსათაურები

უბედურება, რომელიც ამბობს მოვდივარ,
მოვიდა და კარს მოგვადგა.
ჩვენს მომავალ თაობას ვკარგავთ!
სახელმწიფო, ნუ გძინავს!

ნამდვილი უბედურება ისევ გვიახლოვდება და მე ამის შესახებ წლებია ხმამაღლა ვსაუბრობ. ვწერ საგაზეთო წერილებს, ასევე ვაქვეყნებ სოციალურ მედიაში და ასევე ვსაუბრობ ტელევიზიით.

ზოგი ადამიანი იმასაც კი მაბრალებდა, რომ მე უბედურებას ვდეკლარირებდი, რადგან ჩემს წერილებსა და სატელევიზიო გამოსვლებში, მუდმივად, ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდი. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ასეთია, სანამ უბედურება პირადად მასთან არ მივა, სანამ მის კარზე არ მიაკაკუნებს, მანამდე მისი დანახვა არავის სურს.

 ეს არის უბედურება, რომელიც ადამიანთა მოდგმის გადაშენებას გამოიწვევს!

შემაშფოთებელი სიმართლე ესაა: სანამ უბედურება არ შეეხებათ, ადამიანები გულგრილობას იჩენენ.

ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ უნდა გავიაზროთ პრობლემის სიმწვავე, თვალი გავუსწოროთ საფრთხეს და შესაბამისი ღონისძიებები დავგეგმოთ.

უბედურება, რომელიც გვიახლოვდება და გვემუქრება შემდეგია: ჰომოსექსუალიზმი უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება და ახალგაზრდებსა და ბავშვებს მის მორევში ითრევს. ოჯახები სასოწარკვეთლებას განიცდიან. ოჯახები ფსიქოლოგიურ შოკში არიან. ეს ყველაფერი ერთ-ერთმა მეგობარმა მომიყვა, რომელიც ფსიქიატრია და უკიდურეს შეშფოთებას ვერ მალავდა. 

მისმა მონაყოლმა მეც შოკში ჩამაგდო.
პოსტმოდერნიზმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრადიციული ღირებულებების განადგურებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ხელყოფას იწყებს, რასაც ჩვენი კულტურული იდენტობა ეწირება. ჯერ კიდევ გუშინ, ამ ყველაფრის შესახებ, როგორც თეორიაზე, ისე ვსაუბრობდით, მაგრამ დღეს უკვე ეს ყველაფერი მწარე რეალობაა. სწორედ ეს არის გლობალიზაციის შედეგი. ამავდროულად, ჰომოსექსუალიზმის მსგავს გაუკუღმართებას სოციალურ მედიაში საოცარ რეკლამას უკეთებენ. ამ პროცესში ყველა ჩართულია; ფილმის სექტორი, სერიალის სექტორი, განსაკუთრებით ნეთფლიქსი და ა.შ. ამ მიმართულებით წარმოუდგენელი რესურსები იხარჯება.

ადამიანთა მოდგმა სართხეშია, მეგობრებო!
ამ მიმართულებით მრავალი ორგანიზებული ჯგუფი მუშაობს. ისინი მუშაობენ სკოლებში, სოციალურ მედიაში, სატელევიზიო სექტორში და სხვა.

ამ საქმიანობისთვის შექმნილ ფონდებს უზარმაზარი თანხები ეწირება.

სახელმწიფო ამ ყველაფერს გულგრილად არ უნდა შეხვდეს.

აქ პრობლემა მხოლოდ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები კი არ არიან, არამედ, ამ ყველაფერს ემატება ათეიზმის გავრცელება. აღნიშნული სიტუაციით ყველა ზარალდება, ყველა ოჯახი, მორწმუნე იქნება, კონსერვატიული დამოკიდებულების, სეკულარული თუ სხვა.

მე აშკარად ვაცხადებ!
ჰომოსექსუალური და ათეისტური დაჯგუფებები თავიანთ „მოვალეობებს“ ასრულებენ. სამწუხაროდ, ტრადიციული, მორწმუნე ოჯახები ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ საკმარისად არ ირჯებიან, რათა ამ მოახლოებულ უბედურებას საპირწონე წინააღმდეგობა გაუწიონ.

სამწუხაროდ, ოჯახები საკმარისად არ ზრუნავენ, რომ თავიანთი შვილები გონებრივად, სულიერად და ზნეობრივად განვითარდნენ.

ამ დროს კი მომავალი თაობა ამ გზასაცდენილი დაჯგუფებების ხელში ხვდება და მათი სამყარო ნადგურდება.

ბუნებრივია, სადაც ცეცხლი მოხვდება, იქ წვას იწვევს.

ოჯახები შეშფოთებული არიან. სახელმწიფომ უნდა გამოიღვიძოს!

ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა ერთი წერილი გაგაცნოთ, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა მკითხველმა გამომიგზავნა. ეს მკითხველი პროფესიით მასწავლებელია:

„ბატონო იუსუფ,

სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა და ისე ვიწყებ წერას. მე ვასწავლი ლიცეუმში და შესაბამისად ჩემი მოსწავლეები უკვე ლიცეუმში სწავლობენ. მე მათთვის არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ უფროსი ძმაც ვარ, ყოველშემთხვევაში ამას ვცდილობ. გამომდინარე აქედან, მე მაქვს საშუალება უფრო ახლოდან გავეცნო მათ პრობლემებს. მე დამიკავშირდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახი, რომლებიც ძალიან შეშფოთებული იყვნენ და დახმარება მთხოვეს. ჩემი მოსწავლე, ახალგაზრდა ყმაწვილიც თან მოიყვანეს, რომლის დანახვაზეც ელდა მეცა.  

ჩემი ეს მოსწავლე ვაჟი იყო, მაგრამ გოგონას ტანისამოსი ეცვა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მასთან სასაუბროდ სხვა მოსწავლე, ასევე ვაჟი გამოგვეყენებინა, რადგან გვეგონა, რომ ის უფრო დაეხმარებოდა და უფრო იოლად აუხსნიდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მან ეს უკანასკნელიც აცდუნა და გზას ააცდინა. ჩვენ გაოგნებული დავრჩით. ვერაფრით გავიგე რასთან გვქონდა საქმე. მართალია ადამიანებს სწორ გზაზე ღმერთი ადგენს, მაგრამ მე რომ ვერაფერს ვაკეთებდი ამის გამო სასოწარკვეთილებამ მძლია. ლიცეუმის მოსწავლე ბიჭი გოგოსავით იყო ჩაცმული და გოგოსავით მანერები ჰქონდა. ვიცი, რომ ამგვარი ახალგაზრდები მრავლად არიან და მე მათთან შეხვედრა კიდევ მომიწევს. ისინი აზიური წარმოშობის გზასაცდენილი დაჯგუფების წევრებმა აცდუნეს. ამ ყველაფერს იმიტომ გწერთ, რომ თავს ძალიან უსუსურად და სასოწარკვეთილად ვგრძნობ.

გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. ეს ახალგაზრდები სწორ გზაზე როგორ დავაყენო? ამ ახალგაზრდის ოჯახი უკიდურეს სასოწარკვეთილებას განიცდის. ყოველდღე ტირიან და გაგიჟების პირას არიან მისული. გარდა ამისა, ეს ახალგაზრდა ხვალ ეკლესიაში აპირებს მისვლას და მათთან დალაპარაკებას. სარწმუნოების მიმართ აქვს პრეტენზიები. როგორ უნდა მოვიქცე? გთხოვთ, მირჩიოთ!“

დაუჯერებელია!

ამის გაგონებაზე ადამიანს მეტყველების უნარიც კი ეკარგება!
აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და სახელმწიფოსთან ერთად ფსიქოლოგები, საგანმანათლებლო სისტემა, ოჯახები და არასამთავრობო სექტორიც უნდა ჩაერთოს. ჩვენი ახალგაზრდების დაცვის აუცილებლობა ცალსახაა. საფრთხე, რომელზეც გესაუბრებით ადამიანის შთამომავლობის გაგრძელებას ეხება. ამ პრობლემის წინააღმდეგ ისლამის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადამიანის გონების, სულისა და სხეულის სიჯანსაღისათვის ისლამისეული ღირებულებები და დებულებები ფასდაუდებელი საუნჯეა, შესაბამისად მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა აუცილებელია.

იუსუფ ქაფლანი

12 ივლისი, 2021

Comment here