
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა, და უეჭველად, ალლაჰთანაა დიდი საზღაური!“ (ენფალ, 8/28)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „არცერთ მშობელს შვილისათვის კარგ აღზრდაზე უფრო ძვირფასი არაფერი დაუტოვებია“. (იხ. თირმიზი, „ბირ“ 33)
ძვირფასო მორწმუნენო!
ბავშვები ღვთის მიერ მობარებული ძვირფასი ამანათებია. ისინი ჩვენი ცხოვრების სიხარული და ოჯახში ბედნიერების მომტანი არიან. ბავშვები ჩვენი იმედები და მომავალია. ამიტომაა, რომ ბავშვების ოჯახურ პირობებში აღზრდა, მათ მიმართ სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი შვილები ამ სამყაროს სუფთა ბუნებით ევლინებიან. მათ არსში აქვთ სიმართლე, სულში კი- სიკეთე. ბავშვები მშობლების კვალს მიჰყვებიან, ამიტომ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი შთამომავლობის სუფთა და უმწიკვლო ბუნება. ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, გავიზარდოთ ისინი ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობების გათვალსიწინებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი შუამავალი შვილების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას გვახსენებს და მათთან მოქცევის წესებს გვასწავლის. ჩვენ ისინი ალალი სარჩოთი უნდა გამოვკვებოთ. ვიზრუნოთ მათ ჩაცმასა და უსაფრთხოებაზე. ასევე უნდა ვიზრუნოთ, რომ მათ კარგი განატლება მიიღონ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ღვთის კარგი მსახურები და ქვეყნისთვის კარგი მოქალაქეები იყვნენ. მათი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს რელიგიური და ეროვნული ღირებულებები უნდა წარმოედგენდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვილები ბევრ რამეს მშობლებისგან სწავლობენ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენმა შვილებმა წელს კიდევ ერთი სასწავლო წელი დაასრულეს. უკვე ზაფხულის არდადეგები დაიწყო. მალე საზაფხულო ყურანის სწავლების კურსები დაიწყება. ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, შეისწავლონ ყურანი, რელიგიის საფუძვლები და შუამავლის ცხოვრება. მათ ასევე კარგი შესაძლებლობა ეძლევათ გაიცნონ ახალი მეგობრები და მიეჩვიონ ღვთისმსახურებას.
ძვირფასო მორწმუნენო!
საზაფხულო არდადეგები არ უნდა გადაიქცეს ისეთ პერიოდად, როდესაც ბავშვები დროს მხოლოდ ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ტელეფონთან ატარებენ. ეს უნდა იყოს ხელსაყრელი დრო, როდესაც ბავშვები ყურანის ანბანსა და რელიგიის საფუძლებს შეისწავლიან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პირობები შესაბამისი, რათა ჩვენმა შვილებმა ცოდნა შეიძინონ და სულიერების გზაზე ჯანსაღი საფუძველი შეიქმნან.
ხუტბას დასასრულს კი შუამავლის კიდევ ერთ შეგონებას გთავაზობთ: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ყურანს სწავლობს და ასწავლის“. (იხ. თირმიზი, „ფედაილულ-ყურან“, 15)





Comment here