
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წყალობა, რომელი ჩვენმა ყოვლისშემძლე გამჩენმა მოგვმადლა, არის ოჯახი. ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ვერასოდეს შეიცვლება. ეს არის თავგანწირვის, უანგარო სიყვარულის, თანაგრძნობისა და წყალობის კერა. ჩვენი ოჯახი გვაძლევს ყველაზე დიდ მხარდაჭერას და სანაცვლოდ არაფრერს ითხოვს. ოჯახი გვასწავლის ცხოვრებას. ის ჩვენს გულებში კარგ ზნეობას ამკვიდრებს. ის გვამზადებს მომავლისთვის.
ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახის ორი ძირითადი საფუძვლიდან ერთი დედაა, ხოლო მოერე კი- მამა. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე[1] მათ და ლამაზი[2] სიტყვა უთხარი!“ (ისრა, 17/23)
ძვირფასო მორწმუნენო!
მამა ოჯახის ფარია. ეს არის ურღვევი მთა, რომელზეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ დაცული ვართ მისი ყოფნით ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. მამა არის მეგზური, რომელიც სიმართლეს და ჭეშმარიტებას გვასწავლის. ის არის მასწავლებელი, რომელიც გვეხმარება განვასხვავოთ კარგი ცუდისგან, და სწორი არასწორისგან. ეს არის კეთილგანწყობილი ხელი, რომელიც ყოველი დაცემისას ფეხზე წამოგვაყენებს ხოლმე.

ძვირფასო მორწმუნენო!
მამობა მხოლოდ ოჯახისთვის სარჩოს მოპოვებაზე ზრუნვა არ გახლავთ. მამობა, უპირველეს ყოვლისა, კარგი შვილების აღზრდაა. მამობაა, როდესაც შვილების სასიკეთო მომავლისთვის და მათი სულიერების გადარჩენისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გავიხსენოთ შუამავალი ნოე, რომელიც უარმყოფელ შვილს ბოლომდე მოუწოდებდა, რომ მისთვის დაეჯერებინა და გადარჩენილიყო. (იხ. ჰუდ, 11/42)
მამობაა შუამავალ აბრაამის მსგავსად შვილების სიკეთეზე ზრუნვა და მათი დალოცვა:
„ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!“ (იბრაჰიმ, 14/40)
მამობაა მუდმივი მცდელობა შვილების სწორ გზაზე დაყენებისთვის. ყოველთვის შეხსენება იმისა, რა არის სწორი და რა -არასწორი.
„ჰეი, შვილო ჩემო! აღავლინე ლოცვა, უბრძანე აკეთონ კეთილი, აუკრძალე აუგი და მოითმინე ის, რაც თავს დაგატყდეს. უეჭველად, ეს კატეგორიულად გასაკეთებელი საქმეებია!“ (ლოყმან, 31/17)
მამობა, ჩვენი შუამავალის მსგავსად, ყველგან და ყოველთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენება. შუამავალი ოჯახში უსაზღვრო სიყვარულსა და შემწყნარებლობას ავლენდა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვასწავლის: „მშობლები სამოთხეში შესვლის ერთ-ერთი უმთავრესი კარებია…“ (იხ. თირმიზი, „ბირ“ 3)
ასე რომ, ნუ მოვაკლებთ პატივისცემას მამას, რომელიც დედასავით ჩვენი სამოთხეში შესვლის ერთ-ერთი საშუალებაა. გავახაროთ მშობლები ჩვენი ტკბილი ენით, ღიმილიანი სახით და კარგი საქციელით. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გამჩენის კმაყოფილება დამოკიდებულია მშობლების კმაყოფილებაზე.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩემი ხუტბას დასრულებისას მინდა რაღაც გაგიზიაროთ. ბევრი ჩვენი ძმა მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის სხვა და სხვა მხარეში მიემგზავრება. მოგიწოდებთ, დაიცვათ გზაზე მოძრაობის წესები, გამოიჩინოთ მოთმინება და სიფრთხილე, პატივი სცეთ ერთმანეთის უფლებებსა და დაიცვათ კანონი. საგზაო უსაფრთხოების დაუცველობის გამო ნურც საკუთარ და ნურც სხვის სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩავაგდებთ. არ დაუშვათ, რომ ჩვენი დღესასწაულის სიხარული მწუხარებაში გადაიზარდოს.
დაე, ყოვლისშემძლე ალაჰმა მოგვცეს ყველას შესაძლებლობა, მივაღწიოთ ამ დღესასწაულამდე ჯანმრთელად და დღესასწაულის სიხარული ყველას გავუზიაროთ.

[1] არ დატუქსო, არ დააყვედრო
[2] რბილი სიყვა უთხარი, პატივისცემით მოეპყარი




Comment here