სიტყვები, რომლებიც ღვთის გმობას შეიცავს, სამ კატეგორიად იყოფა:
1. ისთიჰზა – რელიგიის ერთ-ერთი საფუძვლის დაცინვა;
2. ისთიხფაფი – იმ პრინციპების დაკნინება, რომელთა დაჯერებაც აუცილებელია ანუ
რომელსაც „ზარურათი დინიე“ ეწოდება;
3. ისლამის რომელიმე ნორმის აშკარად უარყოფა ან რელიგიური სიწმინდის დაგმობა.
ალლაჰის არსის, თვისებების, შემოქმედების, სახელების, ბრძანებებისა და აკრძალვების
თაობაზე, ხუმრობითაც რომ იყოს, გაცინვითი საუბარი, დამაკნინებელი სიტყვებით
წარმოთქმა ან ღმერთის ლანძღვა, ადამიანს ურწმუნოს გახდის (ფეთავაი ჰინდიე).
აიათში ნაბრძანებია: „და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ
ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის
აიათებს და მის შუამავალს?“ (9/65)
აიათში დაფიქსირებულია, თუგინდ ხუმრობით იყოს წარმოთქმული, ადამიანი,
რომელიც ზემოთ ხსენებულ სამ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ურწმუნო გახდება.
თუმცა, რა თქმა უნდა, რაც ცუდი განზრახვით წარმოითქმის, „არ ახდება ის, ინებებს,
რასაც ალლაჰი“. წარმოთქმასა და დაუდევრობით, ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე
წარმოთქმას შორის, სხვაობა არსებობს.
ქვემოთ გადმოცემული ჰადისიდან ვგებულობთ, რომ უნებლიეთ და შეცდომით
წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც გმობის მნიშვნელობას შეიცავს, ადამიანს
ურწმუნოებამდე არ მიიყვანს: „ალლაჰმა, ჩემს უმმეთს, უნებლიე შეცდომებზე,
დავიწყებასა და იძულებაზე, პასუხისმგებლობა მოუხსნა“. (იბნი მაჯე)
ელფაზი ქუფური – ტერმინები, რომლებიც ადამიანს ურწმუნოებაში ჩააგდებს.
რა არის ქუფური (მკრეხელობა-ურწმუნოება)?
ქუფური – ლექსიკური განმარტებით, „დაფარვას“ ან „წყალობის უარყოფას“ ნიშნავს,
ხოლო, როგორც რელიგიური ტერმინი, იმის არდაჯერებას, რისი დაჯერებაც
აუცილებელია. ამასთან, ეს უკანასკნელი, ისლამის პირობების დაუჯერებლობას ნიშნავს,
რომელიც სამი სახეობისაა:
1. უცოდინრობიდან გამომდინარე მკრეხელობა;
2. სიჯიუტისა და უარყოფის გამო მკრეხელობა;
3. განმსაზღვრელი მკრეხელობა.
1. უცოდინარობიდან გამომდინარე მკრეხელობა, ალლაჰის არსებობისა და თვისებების
არცოდნის მდგომარეობაა.
2. სიჯიუტისა და უარყოფის გამო მკრეხელობა – სიჯიუტისა და უარყოფის გამო,
ალლაჰის არსებობის არდაჯერება.
3. განმსაზღვრელი მკრეხელობა, ქმედება ან სიტყვის წარმოთქმა, რომლებიც ალლაჰსა
და მის შუამავალს დაგმობს. გამომდინარე იქიდან, რომ სარწმუნო საკითხების მიმართ
დაცინვა მოხდა, რაც არ უნდა სწამდეს, ისლამის წრეს აუცილებლად დატოვებს.
ყველა ვერ აცნობიერებს მსგავს მკრეხელობას. ის ტოვებს რელიგიას, მის მიერ ნათქვამი
სიტყვის ან ქმედების გამო, რომელთა მნიშვნელობაც მან არ იცის. უფრო მეტიც,
ადამიანი შეჩვეულია მკრეხელური სიტყვების თავისუფალ საუბარში ხმარებას და მან არ
იცის, რომ მათ იგი ურწმუნოებამდე მიჰყავს, მას კი ჰგონია, რომ რწმენის წრეშია და
ხსნის საშუალებას არ ეძებს. ყოველი მუსლიმის მოვალეობაა იყოს მოკრძალებული და
მცოდნე ამ სახიფათო საკითხში.
სანდო ისლამური ნაწარმოებების მიხედვით, ის სიტუაციები, რომლებიც ადამიანებს
მკრეხელობამდე მიიყვანს, განხილული და დაყოფილია ხუთ კატეგორიად:
1. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, ალლაჰის რწმენის საკითხში, ურწმუნოებამდე
მიჰყავს;
2. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, შუამავლის რწმენის საკითხში, ურწმუნოებამდე
მიჰყავს;
3. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, ყურანის, ლოცვისა და ზიქრის საკითხებში,
ურწმუნოებამდე მიჰყავს;
4. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, რელიგიის საკითხებისადმი ზერელე
დამოკიდებულების გამო, ურწმუნოებამდე მიჰყავს;
5. სხვა გარემოებები, რომლებსაც ადამიანები ურწმუნოებამდე მიჰყავს.
1. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, ალლაჰის რწმენის საკითხში, ურწმუნოებამდე
მიჰყავს.
* უზენაესი ალლაჰის ისეთი დახასიათება, რაც მისთვის შეუფერებელია; ასევე, ალლაჰის
რომელიმე სახელის ან ბრძანების დაცინვა, ისეთი სიტყვების წარმოთქმა, როგორიცაა:
„ალლაჰი გვდევნის“, „ღმერთს სხვა საქმე არ აქვს, რომ მხოლოდ მე მაკონტროლებდეს“,
„მე არ ვიცნობ ღმერთს“, „რა არის ლოცვა?“, „ღმერთიც კი ვერ მხედავს აქ“ და სხვა.
* უარყოს ალლაჰის აღთქმა, რომ ის ადამიანს „სამოთხით დააჯილდოებს“ ან
„ჯოჯოხეთით დასჯის“.
* უაზრო გულისთქმათა აფიშირება, რომ „ღმერთს ჰყავს მოზიარე“ ან იმის თქმა, რომ
„ღმერთს ჰყავს ცოლი, ვაჟი და ქალიშვილი“.
* ალლაჰისთვის უცოდინრობის მიწერა ან იმის თქმა, რომ „ალლაჰს რაღაცის გაკეთება არ
შეუძლია “.
* მიუღებელი სიტყვათწყობა – „ღმერთის ხელი გრძელია“ ან იმის გაფიქრება, რომ მასაც
ისეთივე ხელი აქვს, როგორც ადამიანს. მაგრამ, თუკი ამ გამოთქმაში იგულისხმება
ალლაჰის ძალა, მისი უდიდებულესობის ყველასა და ყველაფერზე მიწვდენა, ეს გმობა
არაა, პირიქით, მისი ყოვლისშემძლეობისა და ძლევამოსილების წარმოჩენაა.
* იმის თქმა: „ღმერთსაც რომ ებრძანებინა, ამა თუ იმ საქმეს არ გავაკეთებდიო“, რაც იმას
ნიშნავს, „მე ვარ ამ ადგილის ღმერთიო“.
* იმის თქმა, რომ „დაშვებულია ალლაჰისთვის ისეთი ნივთების შექმნა, რომლებშიც
სიბრძნე არ არის“.
* ღმერთისთვის ადგილის, სივრცის მინიჭება, ისეთი სიტყვების წარმოთქმა, როგორიცაა:
„ღმერთი მაღლაა“, „ქვემოთ არის“, „ფეხზე დგას“ ან „ტახტზე ზის“.
* როცა ვინმეს გააფრთხილებ – „გეშინოდეს ღმერთის!“ და ბრაზით გიპასუხებს: „არ
მეშინია!“
* უაზრო მტკიცებულების ხმამაღლა წარმოთქმა – „ღმერთიც ვერ გამომგლეჯს ხელიდან!“
* ავადმყოფზე იმის თქმა, რომ „ღმერთმაც დაგივიწყაო“.
* იმის თქმა, რომ „მე ამას ღმერთის ნების გარეშე გავაკეთებო!“
* მეუღლეს რომ უთხრა: „შენ ჩემთვის ღმერთზე ძვირფასი ხარ!“
* თუ ადამიანი წარსულში შესრულებულ საქმეზე იტყვის: „ეს საქმე მე არ გამიკეთებია,
ურწმუნო ვიყო, მე თუ გავაკეთე!“ ვინაიდან ამ ადამიანმა იცის, რომ მან ეს საქმე გააკეთა
და რომ ამ დაპირების გამო, ურწმუნო გახდება, ის თანხმდება ურწმუნოებაზე.
ურწმუნოებაზე თანხმობა კი მკრეხელობაა.
* პრეტენზია იმისა, რომ იცის უხილავი.
* ვიღაცის თაობაზე იმის თქმა, რომ „ღმერთიც კი ვერ უმკლავდება მას და მე როგორ
გავუმკლავდეო?!“
* იმის თქმა, რომ „ღმერთმა, მისდამი წყალობის მიმადლებაში, ხელმომჭირნეობა
გამოიჩინა“.
* რაღაცაზე იმის თქმა, რომ „ღმერთს აღარაფერი აქვს გასაკეთებელი და ამის მსგავს
რაღაცებს ქმნისო“.
* ღარიბმა, რომ თქვას: „ღმერთმა იმას მიმადლა ამდენი სიმდიდრე და მე არა, როგორ
შეიძლება ასეთი სამართალიო?!“
* იმის თქმა, რომ „მე არ შემეხება ჯილდო და სასჯელიო“.
* უპასუხოს ადამიანს, რომელიც ეუბნება: „თუ ალლაჰი ინებებს, შენ შეძლებ ამ საქმის
გაკეთებასო!“ „თუნდაც ალლაჰმა არ ინებოს, მე მაინც გავაკეთებო!“
* მოვალეს რომ უთხრას: „თუ ალლაჰი ჭეშმარიტებითა და სამართლიანად განსჯის იმიერ
სამყაროში, მაშინ მე ჩემს უფლებას შენგან აღვიდგენო“.
* იმის თქმა, რომ მიცვალებულის სული სხვა ადამიანში გადადის ანუ რეინკარნაციის
თეორია დაიჯეროს.
* იმის თქმა, რომ ღვთის სული ვინმეში ჩასახლდა.
* იმის თქმა, რომ „მე აშკარად ვიხილე ალლაჰი“ ან „მე მივიღე პირდაპირი ბრძანებები
ალლაჰისგანო“.
2. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, შუამავლის რწმენის საკითხში, ურწმუნოებამდე
მიჰყავს.
* ზოგიერთი შუამავლის ან ჩვენი შუამავლის უარყოფა.
* შუამავალ მუჰამმედის უკანასკნელი შუამავლობის არდაჯერება.
* იმის თქმა და მტკიცება, რომ თავად შუამავალია.
* მთელი დამაჯერებლობით წარმოთქმა – „ასეთი პიროვნება რომ შუამავალი ყოფილიყო,
არ დავთანხმდებოდიო!“
* ჩვენი შუამავლის ერთ-ერთ სუნნეთის ან ჰადისის დაცინვა. „მუთევათირი“ ჰადისის
უარყოფა. ანდა, დამცინავად ჩალაპარაკება: „ასეთი უკვე ბევრჯერ მოვისმინეთო!“
* შუამავალზე სიგიჟის ან მაგიის მიწერა.
* იმის დაბეჯითებით წარმოთქმა: „არ ვეთანხმები მის აზრს, თუგინდ შუამავლის სიტყვა
იყოსო!“
* როდესაც ეუბნებიან ადამიანს, რომელიც თავის შვილს ან ვიღაცას სცემს: „კარგი, არ
გინდა, ნუ სცემო“ და ის პასუხობს: „მაინც ვცემ, თუგინდ შუამავალი მოვიდეს და
მითხრას არ ვცემო ან ზეციდან ხმა ჩამომესმას `ნუ სცემო!“
* შუამავლის შეურაცხყოფა. ვინც ასე მოიქცევა, განდგომილია და მისი მონანიება არ
მიიღება.
3. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, ყურანის, ლოცვისა და ზიქრის საკითხებში,
ურწმუნოებამდე მიჰყავს.
* ყურანის თუგინდ ერთი აიათის უარყოფა, ყურანის, მეჩეთის ან სხვა რელიგიური
ატრიბუტების დაცინვა, რომლებსაც ჩვენი დარწმუნოება პატივს სცემს და წმინდად
აღიარებს.
* ყურანის კითხვა მუსიკის ფონზე.
* ყურანის ბინძურ ადგილას დადება, მიწაზე დაგდება ან შეურაცხყოფის მიზნით ფეხის
დაბიჯება.
* უარყოფა იმის, რასაც ყურანი ადგენს და აღიარება იმის, რასაც ის კრძალავს.
* ყურანზე აიათების დამატება, ჩანაცვლება ან მოკლება.
* ხუმრობით, საკუთარი სიტყვის ნაცვლად, ყურანის აიათების წარმოთქმა. (მაგალითად,
ადამიანი, რომელიც მოწოდებულია ჯემაღ’ეთით სალოცავად, ამბობს: „მარტო ვილოცავ,
რადგან ალლაჰმა ბრძანა: „ინნეს-სალათე თენჰა“.
* „ზიქრის“ გამასხარავება. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელის, მირთმევის ან რაიმეს
კეთების დროს, რაც აკრძალულია, ალლაჰის სახელით დაწყება, ანუ „ბისმილლას“
წარმოთქმა.
* როდესაც ეუბნებიან – „აღასრულე ლოცვა“ და იტყვის: „მე არ შევასრულებ ლოცვას, მე არ
ვარ ლოცვით დავალებული“ ან „რა არის ლოცვა?“ ასევე, ლოცვის ვალდებულების
უარყოფა.
* როცა სალოცავად იხმობენ და წარმოთქვას: „მე ვილოცებ, მაგრამ, რადგან ალლაჰმა
ქონება შემიმცირა, მის უფლებას მეც დავაკლებ“.
* როცა ეუბნებიან „ილოცე“ და პასუხობს: „ვის შეუძლია ამ ბრძანების ბოლომდე
შესრულება?“ ან „მოითმინე, რამადანის თვე მოვა და ვილოცებ!“ ან „რა მოაქვს ლოცვას
ადამიანისთვის?!“ და სხვა.
* განზრახ ან გაცინვის თვალსაზრისით, ქაღ’ბას მიმართულებით არა და სხვა
მიმართულებით დადგომა.
* ლოცვის განზრახ მცირე განბანვის (აბდესი) გარეშე აღსრულება.
* ეზნის კითხვის გამასხარავება, შეურაცხყოფა.
* რამადანის თვის მოახლოებისას, განცხადება, რომ „მძიმე თვე დადგა!“ ან „პრობლემური
თვე დადგა!“
* განკითხვის დღის, სიკვდილის შემდეგ გაცოცხლების, საფლავში ტანჯვის, სამოთხისა
და ჯოჯოხეთის უარყოფა.
* თამამი განცხადება – „ღმერთმა სამოთხე რომ მომცეს, შენ გარეშე არ ვისურვებდი“, „არ
შევალ სამოთხეში მათთან ერთად“ ან „არ მინდა ღმერთმა სამოთხე მომცეს, ამ საქმის
გამოო“ და სხვა.
* არ აღიარება იმისა, რომ ქრისტიანები და იუდეველები სასჯელს განიცდიან.
* დაუფიქრებელი განცხადება, თითქოს „ლოცვასა და ალალ საქმეებს არავითარი
სარგებელი არ მოაქვს“, „რატომ ვილოცო, არც ქონება მაქვს, არც ცოლი მყავს და არც
შვილები“ ან „ლოცვა თაროზე შემოვდეო“.
4. სიტუაციები, რომლებსაც ადამიანები, რელიგიის საკითხებში, ზერელე
დამოკიდებულებით, ურწმუნოებამდე მიჰყავს.
* სწავლულების დაუფასებლობა ან დაცინვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სწავლულები
არიან.
* სწავლულის სწავლულობიდან გამომდინარე, სიძულვილმა ადამიანი შეიძლება
ურწმუნოებამდე მიიყვანოს.
* „ფაქიჰი“ სწავლულის გაკიცხვა.
* რელიგიური სწავლულის სამოსით შემოსვა, შემაღლებულ ადგილას ასვლა, დადგომა ან
დაჯდომა და გასაცინად რაღაცებზე საუბარი. ასევე იქ მყოფმა ხალხმა, რომ გაცინვის
თვალსაზრისით, რაღაც საკითხებზე ჰკითხონ. სწავლულის ფორმით შემოსილმა
ადამიანმა რომ სხვათა გასართობად ჯოხი აიღოს, ბავშვებს ურტყას და მაყურებელი
აცინოს. ყველა მსგავსი ქმედება არის ისლამისა და ისლამის სწავლულების
დაუფასებლობა.
* რელიგიური სწავლულების ჩაცმა-დახურვის სტილზე გაცინვა; „რა სიმახინჯეაა წვერის
მოშვება, ქუდის დახურვა აან სხვა მიუღებელი სიტყვათწყობები.
* აშკარა განცხადება – „მე არ ვცნობ შარიათს!“, „არაფერი მაკავშირებს შარიათთან!“,
„შარიათი და მსგავსი რამ არ მაკმაყოფილებს და არც მავალდებულებს რამეს!“, „რა
სარგებელი უნდა მოგვიტანოს სწავლულთა საბჭომ?!“ ასევე, ისლამის შესაბამისად,
შარიათის შეურაცხყოფა ან მიღებული რელიგიური ფეთვის გაკრიტიკება.
* „ეს როგორი შარიათია?“ ან „არა, არ მაინტერესებს „ტალაყი-განქორწინება“ – „მალაყი“.
* როცა ორი მოკამათიდან ერთი მეორეს ეუბნება: „წავიდეთ, სწავლულთან ან შარიათის
მცოდნესთან!“ მეორე კი პასუხობს: „მე არ ვცნობ სწავლულსა და შარიათს!“
* როცა ერთი წარმოთქვამს – „მოდი, სწავლულთა მეჯლისში მივიდეთო!“ და მეორე
დაცინვით პასუხობს: „სწავლულები მეუღლეს გაგაშორებენ და ჯოჯოხეთში
მოგათავსებენ, მე არ წამოვალ!“
* სწავლულს რომ მიმართო, გაცინვისა და შეურაცხყოფის მიზნით – „პატარა სწავლულო!“
„შენ, წადი და შენი ნასწავლობა ნაგვის ურნაში მოისროლე!“ და სხვა.
* „რელიგიური სწავლება და რელიგიური მეცნიერებები მხოლოდ ზღაპრებია ან რასაც
სასულიერო პირები ამბობენ, ფუჭი და ამაოა“.
* რელიგიური მეცნიერებების თაობაზე რომ ვთქვა: „რისთვის არის ეს ცოდნა საჭირო? ვის
უნდა გამოადგეს? ჩვენ ფული გვჭირდება!“
5. სხვა გარემოებები, რომლებსაც ადამიანები, ურწმუნოებამდე მიჰყავს.
* თქვა უნებლიეთ: „არ ვიცი, ურწმუნო სამოთხეში წავა თუ ჯოჯოხეთში“.
* როცა ეკითხებიან – „მუსლიმი ხარ თუ არაო და პასუხობს – „არაო!“.
* როცა ეუბნებიან: „ღმერთის გეშინოდეს, არ ქნა ესო“ და პასუხობს: „არ მაინტერესებს,
ამას სასჯელად გავაკეთებო!“
* როცა მიმართავენ – „ო, ურწმუნოო“ და პასუხობს – „დიახო!“
* ურწმუნო ადამიანის განდიდება. თუნდ განდიდებისთვის ურწმუნოზე მისალმება ან
ასეთნაირად მოხმობა: „ჩემო მასწავლებელო, ჩემო მოძღვარო!“
* ჰარამის – ჰალალად და ჰალალის ჰარამად მიღება. ეს დებულება „ჰარამა ლიღ'აინიჰს“
ანუ რისი ჰარამობაც აშკარა მტკიცებულებებით დადასტურებულია. მაგალითად,
როგორიცაა ალკოჰოლური სასმელი, ღორის ხორცის ჭამა, მრუშობა და სხვა.
* სურვილი იმისა, ისეთი რამეები, როგორიცაა ღვინო, მრუშობა, ძალადობა,
უსამართლობა და მკვლელობა, ჰალალი იყოს.
* ადამიანმა, რომელსაც თავს უბედურება დაატყდა, თქვას: „ღმერთო ჩემო, შენ წაიღე
ჩემი ქონება და ჩემი შვილი, რა სასტიკად მომექეცი, ახლა რას ვიზამთ, რა დაგვრჩენია,
რატომ გააკეთე ეს?!“
* ადამიანი, რომელსაც დაავადება გაუმწვავდეს და, თქვას: „ღმერთო ჩემო, მომკალი და
გინდ მუსლიმი ვიყი და გინდ ურწმუნო!“
* როცა ადამიანი ჰარამს მიირთვამს და აღტაცებით წარმოთქვას: „ეს რა კარგი საჭმელია!“.
* სასტიკ და გზასაცდენილ ადამიანს „სამართლიანი“ უწოდოს.
* როცა ადამიანს ურჩევ: „ნუ გაცვლის იმიერ სამყოფელს ამიერში“ და გპასუხობს: „მე არ
შემიძლია, აწმყოს მომავალი ვარჩიოო“.
* როცა ეუბნებიან – „ჭამე ჰალალიო“ და პასუხობს: „მე ჰარამი უფრო მომწონს ან ჰარამი
უკეთესია ჩემთვისო!“
* როცა მევალე მოვალეს ეუბნება: „დამიბრუნე ვალი, არ დაიტოვო იმიერი
სამყაროსთვისო“ და იგი პასუხობს: „შენ, ცოტა კიდევ დამიმატე და იმიერ სამყაროში
გაორმაგებულს დაგიბრუნებო!“
* როცა ეუბნებიან: „ნუ სცოდავ, ამისთვის იმიერ სამყაროში მოგეკითხებაო“ და პასუხობს:
„საიდან მოგდით ეგ ინფორმაცია, განა ვინმე წავიდა და უკან დაბრუნდა?!“
* თქვას: „შენ აქ ქერი მომეცი და მე იქ ხორბალს მოგცემო“.
* თქვას: „უზენაესმა ღმერთმა ეს ადამიანი თავის დროზე ადრე მოკლა“.
* თქვას: „ღეზრაილმა (ა.ს.), ვიღაცის სულის ართმევით, შეცდომა დაუშვაო“.
* თქვას: „რასაც ის მეტყვის ან მიბრძანებს, იმას გავაკეთებ, თუ მეტყვის, რწმენა უარყეო
– უარვყოფ“.
* თქვას: „ეს ჩემზე ურწმუნო“ ან „მინდა ურწმუნო ვიყო“ ან „დროა, ურწმუნო გავხდე“.
* თქვას: „მოღალატე ადამიანს ურწმუნო ადამიანი ჯობს“.
* ურწმუნოების შეხედულებებითა და ქმედებებით აღფრთოვანება, რომლებიც ისლამს
არ შეესაბამება. მათ ცერემონიებში მონაწილეობის მიღება, რომელთაც წმინდად
აღიარებენ და მათზე დამსგავსება.
* მსხვერპლშეწირვა ადამიანზე. ამ გზით დაკლული ცხოველის ხორცი ჰარამია\, მაგრამ
სუნნეთით ცხოველის დაკვლა სტუმარზე გამასპინძლებისთვის შეიძლება.
* მშვენიერი, ურწმუნო გოგონას ნახვისას, სურვილის გაჩენა: „ნეტავ, ურწმუნო
ვყოფილიყავი, რომ შემძლებოდა ამ გოგოს ცოლად შერთვა!“
* თაყვანისცემის მიზნით, ადამიანის წინაშე „სეჯდის“ აღსრულება. ვინც ამის ნებას
მისცემს, ისიც ურწმუნოა.
* ისეთი სიტყვის წარმოთქმა, რომელიც ადამიანს ღვთის გმობამდე მიიყვანს, თუნდაც
ხუმრობით იყოს.
განჩინება და გამოსავალი
განდგომილი ადამიანის ყველა საქმე ბათილი ხდება. მეუღლეც მისთვის ჰარამი ხდება
და ქორწინება უქმდება.
განდგომილმა გადარჩენისთვის შემდეგი უნდა გააკეთოს:
1. უპირველეს ყოვლისა, მან უნდა დათმოს და უარი თქვას მის მიერ ჩადენილ გმობაზე.
2. ამის შემდეგ, მან დაუყოვნებლივ „შეჰადეთი“ უნდა წარმოთქვას.
3. შემდეგ, მან ქორწინება მეუღლესთან უნდა განაახლოს. ეს არის ის, რასაც „თეჯდიდი
იმანს“ და „თეჯდიდი ნიქაჰს“ ვეძახით.
ფიქჰის ყველა სარწმუნო წიგნში, სადაც მოხსენიებულია „ელფაზი ქუფრი“,
რეკომენდებულია შემდეგი ვედრების აღვლენა დილით და საღამოს, რათა
ურწმუნოებისგან თავი დაიცვა:
„ალლაჰუმმე, ინნი ეღ'უუზუ ბიქე მინ ენ უშრიქე ბიქე შეიენ ვე ენე ეღ'ლემუ ვე
ესთეღფირუქე ლიმა ლა ეღ'ლემუ. ინნექე ენთე ღ'ელლამულ-ღუიუბ“.
„ღმერთო ჩემო, უეჭველად, მე შენ შეგეკედლები იმისგან, რომ შეგნებულად, ვინმე
თანაზიარად არ დაგიდგინო! მომიტევე ის, რაც არ ვიცი. უეჭველად, შენ უწყი ყველაფერ
უხილავს!“




Comment here