
ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი 30/21)
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენის მიერ დადგენილი ერთ-ერთ ბრძანება და ამავდროულად შუამავლის ერთ-ერთი სუნნეთი დაქორწინებაა. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ქორწინება ჩემი სუნნეთა. ვინც ჩემი სუნნეთის მიხედვით არ მოიქცევა, ჩემიანი არ არის“. (იხ. იბნ მაჯე, „ნიქაჰ“, 1)
ქორწინება არის წმინდა კონტრაქტი, რომელიც აკისრებს რელიგიურ, იურიდიულ და მორალურ პასუხისმგებლობას როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ქორწინება ღვთის წყალობაა და არა ტვირთი; ეს არ არის განსაცდელი, ეს არის წყალობა. ქორწინება არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ის ამავდროულად გულების, იდეალების, სიხარულისა და მწუხარების გაზიარებაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი გვასწავლის, რომ ქორწინება თვალს არამისგან დაგიცავთ და პატიოსნებას შეგინარჩუნებთ. დიახ, ქორწინება ჯანსაღი საზოგადოების, საიმედო მომავლის გარანტია. მეუღლეები ერთმანეთისთვის სანდო თავშესაფარი ერთმანეთის იმედი არიან. ყურანში ქორწინების შესახებ ვკითხულობთ:
„ნებადართული იქმნა თქვენთვის მარხვის დროს ღამით ცოლებთან თანაცხოვრება, ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ სამოსელი მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ თავს იწვალებდით, ამიტომაც მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. ახლა შეგიძლიათ თანაეცხოვროთ მათ და ეძიოთ, რაც ალლაჰმა დაგიწესათ. (ბაყარა 2/187)

ძვირფასო მორწმუნენო!
ქორწინება დგინდება ქალისა და მამაკაცის ურთიერთშეთანხმებით, მოწმეების თანდასწრებით, რომელიც დასტურდება შესაბამისი აქტით. ქორწინება არის დეკლარაცია იმისა, რომ ორი გული გაერთიანებულია, რომ ისინი არიან ცხოვრების პარტნიორები. საქორწინო კონტრაქტით, მეუღლეები ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ მიიღებენ სიყვარულს, პატივისცემას, ერთგულებას, მოთმინებას, თანაგრძნობას და წყალობას. ისინი აღიარებენ, რომ სიმდიდრესა და სიღარიბეში, სიხარულსა და მწუხარებაში, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იქნებიან.
ძვირფასო მორწმუნენო!
დაქორწინებისას მთავარია მოკრძალება და უბრალოება. ქორწილის პროცესი ზღვარსგადასულობისაგან ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს. დღეს ქორწინებისას გაწეული გადაჭარბებული ხარჯები ოჯახებს გასაჭირში აყენებს. ის ფაქტი, რომ მეუღლეებს ოჯახის შექმნისას ვალი ეკისრებათ, ხელს უშლის მათ სიმშვიდესა და ბედნიერებას. ასე შეიძლება მათი ცხოვრების საუკეთესო დრო მოუსვენრობასა და ფინანსური პრობლემების გამო შფოთვაში გაატარონ. ამის გამო, ზოგიერთი ქორწინება ან დაწყებამდე მთავრდება, ან შეიძლება დროთა განმავლობაში განშორებით დასრულდეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით ვიმოქმედოთ ჩვენი გამჩენის თანხმობისა და ჩვენი შუამავლის სუნნეთის შესაბამისად და ქორწინების ყველა წესი განუხრელად დავიცვათ. ჩვენი ყოველი ქმედება ერთი დიადი მიზნისაკენ უნდა იყოს მიმართული და ეს მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. მოერიდეთ ყველა სახის ჰარამს, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და ღირსებას. მოერიდეთ მავნე დამოკიდებულებებს და ქცევებს, რომლებიც საზოგადოების სიმშვიდეს არღვევენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი ყოველთვის გვხედავს და ყოველი ჯვენი ნაბიჯი მისთვის ცნობილია.





Comment here