
ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ-ერთი უდიდესი წყალობა უშრეტი სიყვარული და მოწყალება, რომელიც უზენაესმა გამჩენმა კაცობრიობას განკითხვის დღემდე უბოძა, წმინდა ყურანია.
წმინდა ყურანი არის ღვთიური სიტყვა, რომელიც ჭეშმარიტებას სიცრუისგან განასხვავებს. ის არავითარ შემთხვევაში არ არის უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვა.[1] ყურანი სიტყვათა შორის საუკეთესო და ყველაზე წმინდაა. ის არის სწორი გზის სათავე და განკურნების წყარო. წმინდა ყურანი არის მოწყალე გამჩენის მახარობელი, რომელიც კაცობრიობას ჭეშმარიტების, სიკეთის, სამართლიანობის, მშვიდობისა და სიყვარულისკენ მიმართავს. როგორც აიათშია ნაბრძანები:
إِنَّ هَٰذَا ٱلۡقُرۡءَانَ يَهۡدِي لِلَّتِي هِيَ أَقۡوَمُ وَيُبَشِّرُ ٱلۡمُؤۡمِنِينَ ٱلَّذِينَ يَعۡمَلُونَ ٱلصَّـٰلِحَٰتِ أَنَّ لَهُمۡ أَجۡرٗا كَبِيرٗا
“უეჭველად, აი ეს, ყურანი, დაადგენს ყველაზე სწორი გზისკენ და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც კეთილ საქმეებს აკეთებენ, სწორედ რომ მათთვისაა დიადი საზღაური!“[2]
ძვირფასო მორწმუნეებო!
წმინდა ყურანი სამყაროსადმი წყალობად ფადგენილი ღვთის მაცნის (ს.ა.ს.) ყველაზე დიდი სასწაულია. მისი არც ერთი ასოც კი არ შეცვლილა და არასოდეს შეიცვლება. უზენაესი გამჩენი ამ ჭეშმარიტებას ასე გვამცნობს:
„უეჭველად, ჩვენ მოვავლინეთ ყურანი და უთუოდ ჩვენვე დავიცავთ მას.“[3]
ყურანი არ არის ადამიანის მიერ შექმნილი; იგი ალლაჰის სიტყვაა. ის ისეთი აღმატებული წიგნია, რომლის მსგავსის – თუნდაც ერთი სურის ან ერთი აიათის – შექმნაც კი შეუძლებელია. ყურანი არის გზამკვლევი, რომელიც განამტკიცებს ჩვენს კავშირს უზენაეს გამჩენთან და აწესრიგებს ჩვენს ურთიერთობებს სამყაროსთან.

ძვირფასო მუსლიმებო!
ისინი, ვინც ყურანის წინამძღოლობას მიჰყვებიან, გზას არასოდეს დაკარგავენ. ოჯახები, რომლებიც მისი პრინციპებით ცხოვრობენ, სიმშვიდეს ჰპოვებენ. საზოგადოებები, რომლებიც მის ზნეობას ითავისებენ, უსაფრთხოდ იცხოვრებენ. ერები, რომლებიც მის სამართლიანობას იზიარებენ, გაძლიერდებიან. ხოლო ისინი, ვინც თავის ცხოვრებაში ადგილს არ უთმობენ წმინდა ყურანს, არ იცავენ მის მცნებებსა და აკრძალვებს და მის აიათებს მასხრად იგდებენ, მხოლოდ საკუთარ თავს აყენებენ დამამცირებელ მდგომარეობაში. უზენაესი გამჩენის გაფრთხილება ამ საკითხთან დაკავშირევით სრულიად ნათელია:
ذَٰلِكَ هُدَى ٱللَّهِ يَهۡدِي بِهِۦ مَن يَشَآءُۚ وَمَن يُضۡلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِنۡ
“სწორედ ესაა ჭეშმარიტი ცნობარი ალლაჰის, ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებეს ვისაც. ხოლო იმას, ვისაც გზააბნევაში ჩააგდებს ალლაჰი, დაე, არ არს მისთვის ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი!“[4]
ძცირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი სახელმწიფოს, სამშობლოს, ერისა და ერთიანობის შენარჩუნების გზა ჩვენი ფასეულობების გაფრთხილებაზე გადის. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ფასეულობებში შედის წმინდა ყურანი, შუამავლის სუნნეთი, ასევე ჩვენი ადათ-წესები და კულტურა, რომელთა კანონიერების საფუძველიც ჩვენი რელიგიაა. ბედნიერების გზაც სწორედ ამ ფასეულობების შესწავლასა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანაშია.
ხუტბას კი ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით დავასრულებ:
„უეჭველად, ეს ყურანი ალლაჰის საჩუქარია თქვენთვის…“[5]
[1] ტარიყი, 86/13,14.
[2] ისრა, 17/9.
[3] ჰიჯრა, 15/9.
[4] ზუმერი, 39/23.
[5] დარიმი, ფედაილულ-ყურანი, 1.





Comment here