სათაურებიხუტბა

შუამავალი და ბავშვები

ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

ქონება და შვილები მშვენებაა მიწიერი ცხოვრების, მაგრამ წარუვალი სიქველენი უკეთეს საზღაურიანია შენი ღმერთის წინაშე და მათზე ჯობს იმედის დამყარება!  (ქეჰფ 18/46)

ძვირფასო მორწმუნენო!
ბავშვი, ღვთის მიერ ბოძებული წყალობათაგან ყველაზე საყვარელია. ის ჩვენი ოჯახების ყველაზე უცოდველი სტუმარია, რომელსაც ოჯახში სიხარული და ბარაქა შემოაქვს. ბავშვი ჩვენი თვალის სინათლეა, რომელიც შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების წიგნი მუდმივად ღია დარჩეს და სიკეთის წყარომ მუდმივად იდინოს. ბავშვი ჩვენზე მობარებული ძვირფასი ამანათია და ასევე მისი ყოფნა ან  არ არყოფნა ჩვენთვის ღვთიური გამოცდაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ბავშვებთან ურთიერთობისას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზამკვლევი და მაგალითი სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალია. მას ყველაზე მეტად უყვარდა ბავშვები. მისი გული ყველაზე მეტად ბავშვებისთვის იყო გახსნილი. ის ბავშვებს ხშირად ეფერებოდა და მათ მიმართ სიყვარულს გამოხატავდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ბავშვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამ დამოკიდებულებას ყოველთვის გამოხატავდა. ის ბავშვებს ყოველთვის აგრძნობინებდა მათ მნიშვნელობას. ის ხშირად ატარებდა დროს ბავშვებთან და პატივისცემას მათგან იწყებდა. ბავშვებთან მიახლოებისას ყოველთვის ესალმებოდა და მათ ამბავს კითხულობდა. შუამავალი ხშირად ეთამაშებოდა ბავშვებს და ეხუმრებოდა კიდეც. როდესაც ნახავდა, რომ რომელიმე ბავშვი მოწყენილი იყო, შუამავალი მაშინვე ანუგეშებდა და იმედს აძლევდა. შუამავალი ბავშვების მიმართ მიმტევებელი იყო. ნებისმიერი შეცდომის დროს ყურადღებით მოუსმენდა და მნიშვნელოვან რჩევა-დარიგებებს აძლევდა. შუამავალი განსაკუთრებული ყურადღებით ობლებს ეკიდებოდა. ობლების მიმართ ცუდად მოპყრობას კატეგორიულად კრძალავდა. შუამავლის მთელი მცდელობა იქითკენ იყო მიმართული, რომ ბავშვები მორწმუნე პიროვნებებად და ღირსეულ ადამინებად აღზრდილიყვნენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს კაცობრიობა შუამავლის უბადლო სამაგალითოებას ყველაზე მეტად ყველაზე მეტად საჭიროებს. შუამავალი ბრძანებს: „ვერცერთი მამა თავის შვილს კარგ აღზრდაზე უკეთეს მემკვიდრეობას ვერ დაუტოვებს“. (იხ. თირმიზი, „ბირ“ 33; იბნ ჰანბელი, 4 77)

დღეს ამ შეგონებას დიდი მნიშვნელობის მინიჭება სჭირდება. ჩვენი სიტყვით, ქცევითა და ცხოვრების სტილით ბავშვებისთვის სამაგალითონი უნდა ვიყოთ. ისინი რწმენითა და პასუხისმგებლობით აღსავსენი უნდა აღიზარდონ. მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კვალდაკვალ მათ სულიერ მოთხოვნილებებზეც არანაკლებ უნდა ვზრუნავდეთ. მათდამი გამოჩენილი სიყვარული, მზრუნველობა და მათზე მიცემული ზნეობრივი ღირებულებები, სამომავლოდ საუკეთესო ინვესტიციაა, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიო ცხოვრებისათვის.

Comment here