
ჩემს მიერ წაკითხულ აიათში დიადი გამჩენი ბრძანებს: „მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში.“ (ალი ‘იმრანი, 3/164)
ღვთის შუამავალი (ს.ა.ს.) კი ბრძანებს: „ვინც მე მემორჩიელბა, დაე ჰმორჩილა ალლაჰს, ხოლო ვინც მე მეურჩება, უკვე ალლაჰს ეურჩა.“ (ბუხარი, აჰქამი, 1)
ძვირფასო მორწმუნები!
დიადმა ალლაჰმა შუამავალ ადამიდან დაწყებული, მრავალი შემგობელი და მახარობელი წარმოგზავნა კაცთა ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად. შუამავალთა საშუალებით ერთმორწმუნეობის, თაყვანისცემის და სათნო ცხოვრებისკენ მოუწოდა. შუამავლები საუკუნეების განმავლობაში სიკეთის კეთებისა და სიავის პრევენციის გზაზე სამაგალითონი იყვნენ. ზეგარდმოვლენის სიძვირფასით დატვირთულმა ჯაჭვმა შუამავალი მუჰამმედით (ს.ა.ს.) სრულიქმნა.

ძვირფასო საზოგადოებავ!
ალლაჰის შუამავალი მუჰამმედ (ს.ა.ს.) კაცოვრიობის იმედი, მორმუნეთა საყვარელი ადამიანი და სამყაროსადმი სწალობაა. ღვთის სიტყვა – ყურანი ხომ მან (ს.ა.ს.) გადმოგვცა, განგვიმარტა და თავისი ცხოვრებით შეგვასწავლა. ამიერი სამყაროს და იმიერი სამყაროს ბედნიერებისა და ნეტარების გასაღების პოვნა, სწორედ, რომ მისი (ს.ა.ს.) „სუნნეთი სენიეს“ -სამაგალითო გზის მეშვეობით არის შესაძლებელი. რადგან შუამავალი (ს.ა.ს.) შემდეგნაირად შეგვაგონებს: „მხოლოდ ის შეიგრძნობს რწმენის გემოს, რომელიც სათაყვანებლად ალლაჰს, რწმენად ისლამს და შუამავლად მუჰამმედს დაიდგენს.“ (მუსლიმი, იმანი, 34)

ძვირფასო მორწმუნენო!
სწორედაც, რომ სამყაროსადმი სწალობად წარმოგზავნილმ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) შეგვასწავლა რწმენის მნიშვნელობა, ლოცვის, მარხვის, ჰაჯობისა და ზექათი მსგავსი ღვთისმსახურების შესრულების ფორმები. შწორედ მან, გვასწავლა კარგი ადამიანის, ჭეშმარიტი მონა-მსახურისა და მორწმუნის არსი და მნიშვნელობა. რადგან იგი (ს.ა.ს.) თავისთავს შემდეგნაირად ახასიათებს: „მე წარმოვიგზავნე იმისთვის, რათა სრულვყო ლამაზი ზნეობა“. (იბნი ჰანბელი, II, 381)
კარგად თუ გადავხედავთ შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრებას, მაშინ ნათლად დავინახავთ, რომ რწმენა და ღვთისმსახურება მხოლოდ საუკეთესო ზნეობასთან ერთად სრულიქმნება. როგორც სუნნეთის ლოცვები ჩვენთვის მისგან დარჩენილი მემკვიდრეობაა, ასევე გულწრფელობა და სიმართლე, თანაგრძნობის გამოხატვა ყველა სულიერის მიმართ, სიმართლის გზაზე სიმტკიცის გამოჩენა, ოჯახის სიძვირფასის შეცნობა და მორწმუნე ძმის უფლების მიგებაც, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.





Comment here