
პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენი დიადი რელიგია — ისლამი — განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას. ისლამური ცივილიზაციაში განათლება აღიქმება ჭეშმარიტების ძიებად, სადაც ცოდნა და სიბრძნე, ინფორმაცია და ზნეობა ერთიანად თანაარსებობს. აქ მიღებულია ისეთი განათლების გაგება, რომელიც ადამიანს აახლოებს ღმერთთან და აერთიანებს მას სიყვარულის, პატივისცემისა და მოწყალების სათნოებებთან.
მიზნად ისახება, რომ ადამიანში ჩამოყალიბდეს განათლების ისეთი შეგნება, რომელიც ამქვეყნიურ წარმატებასთან ერთად უზრუნველყოფს მის მოვალეობათა ღირსეულ და პასუხისმგებლობით შესრულებას — თავისი გამჩენის, ოჯახის და საზოგადოების წინაშე.
ჩვენი შუამავალის, მუჰამმედის (ს.ა.ს.), ეს ვედრება ამ მდგომარეობის საუკეთესო მაგალითია: „ღმერთო ჩემო! მომმადლე სარგებლობა იმით, რაც მასწავლე; მოიღე ჩემზე ის ცოდნა, რაც სარგებელს მომიტანს და შემმატე ცოდნა.“ (თირმიზი, დეავათი, 128)
ძვირფასო მორწმუნეებო!
განათლება არის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, რადგან ადამიანი სწორედ განათლებით ყალიბდება. სამყაროს სიბრძნისა და ქმნილების მიზნის გააზრება შესაძლებელია განათლებით. სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევა — განათლებით ხდება. ღირსეული საზოგადოება, სადაც დაცულია სარწმუნოება, სიცოცხლე, ქონება, მომავალი თაობა და გონება, განათლების ძალით შენდება. სამართლიანობასა და მოწყალებაზე დაფუძნებული ცივილიზაცია მხოლოდ განათლებით ყალიბდება.

პატივცემულო მუსლიმებო!
დღეს მთელი მსოფლიო გადის პერიოდს, როდესაც ადამიანის არსებითი ღირებულებები სუსტდება. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის დაბრუნება საკუთარ საწყისთან. ზეშთაგონებით ხელმძღვანელობა და შუამავლის, მუჰამმედის (ს.ა.ს.), კეთილი ზნეობის მაგალითის მიღება. ჩვენ, როგორც საზოგადოება, სწორედ ჩვენი ეროვნული და სულიერი ღირებულებებით განმტკიცებული განათლების გზით შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი. ამ გზით გავხდებით ერთმანეთის იმედი და უფრო თავდაჯერებით შევხედავთ მომავალს. რადგან სადაც ღირებულებები ძლიერდება — იქ ძლიერდება რწმენა. სადაც რწმენა ძლიერდება — იქ იბადება იმედი და სადაც იმედი არსებობს — იქ არსებობს მომავალი!
ჩვენ ხომ იმ ცივილიზაციის წევრები ვართ, რომელმაც თავის პრინციპად აიღო ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვა: „მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით…“ (სურა ნაჰლი, 16/125)
ეს არის ჩვენი საფუძველი. ეს არის ჩვენი გზა. ეს არის ჩვენი მისია!
ჩვენ ვართ იმ თემის წევრები, რომლის მასწავლებლად გამოგზავნილი შუამავალი (დარიმი, მუყადდიმე, 32), მუჰამმედი (ს.ა.ს.), თავისი სუნნეთითა და მოწყალების აღზრდით არა მხოლოდ თავისი თანამედროვებს, არამედ ქვეყნიერების ჟამის დადგომამდე მთელ კაცობრიობას უწევს ხელმძღვანელობას.
მისი სიტყვა — არის სინათლე. მისი ქმედება — არის მაგალითი. მისი ზნეობა — არის წყალობა.
თუ გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება გაძლიერდეს. თუ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი იყოს ნათელი. უნდა დავრჩეთ ამ გზაზე — სიბრძნის, კეთილი შეგონებისა და შუამავლის მაგალითის გზაზე!
ჰადისში ვკითხულობთ: „ადამიანთა შორის საუკეთესო ის არის, ვინც ადამიანებს სარგებელს მოუტანს“ (ყუდაი, მუსნედიშ-შიჰაბი, I, 365) — ჩვენ ვართ იმ დიდებული ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც სიკეთის მატარებლის პასუხისმგებლობა იტვირთეს.
ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს თითოეულ ჩვენგანს ეკისრება ვალდებულება — მტკიცედ ჩავეჭიდოთ იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაყალიბებს და გვაძლიერებს. მთელი ძალით უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები დავიცვათ ყოველგვარი მცდარი იდეოლოგიისგან. მცდარი მიმდინარეობებისა და მავნე ჩვევებისგან.
მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მათ გონებაში ჩავნერგოთ ცოდნა. გულებში — რწმენა.
ხოლო ცხოვრებაში — ღვთისმსახურება და ზნეობა.
ხუტბას დავასრულებთ ჩვენი საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით: „ღმერთო ჩემო! შენ შეგეხისნები ისეთი გულისგან, რომელსაც მოკრძალება არ გააჩნია; სულსგან, რომელიც არ კმაყოფილდება; ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს და ვედრებისგან, რომელიც არ იქნება შესმენილი.“ (ნესაი, ისთიღ’აზე, 13)





Comment here