სათაურებიხუტბა

მეზობლის უფლებები

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: 

თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ გაუხადოთ თანაზიარი მას. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი“, (ნისა, 4/36)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

„ვისგანაც მეზობელს საფრთხე ელის, სამოთხეში ვერ შევა“.  (მუსლიმ, „იმან“, 73)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა ღმერთმა ადამიანები თანაცხოვრების პირობებისთვის გააჩინა. ამ ცხოვრებაში ზოგჯერ  განსაცდელი და უბედურება გვეწვევა, ზოგჯერ კი- ლხინი და ბედნიერება გვაქვს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ორივე შემთხვევაში გვიჩნება სურვილი და მოთხოვნილება, რომ ჩვენი ჭირი და ლხინი ვინმეს გავუზიაროთ. ოჯახის წევრების შემდეგ ჩვენს დარდებსა და სიხარულს მეზობლებს ვუზიარებთ, ხოლმე.  

მეზობლობა მხოლოდ გვერდიგვერდ ცხოვრებას არ ნიშნავს. მეზობლობა ერთი საერთო კედელის ორ მხარეს ცხოვრება კი არ არის, არამედ ერთმანეთთან სულიერი სიახლოვე და ყოველდღიურობის გაზიარებაა. კარგი მეზობლის მოძებნამდე, ჯერ უნდა ვეცადოთ, რომ თავად ვიყოთ კარგი მეზობელი. მეზობელი ყურადღებიანი, მზრუნველი, ერთგული და პატიოსანი უნდა იყოს. მეზობელი მეზობლის ღისებასა და პატიოსნებას უნდა იცავდეს. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვასწავლის: „ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, მეზობელი არ შეაწუხოს. (იხ. ბუჰარი, „რიქაქ“ 23). ამრიგად, მორწმუნე მუსლიმი სხვა ყველა მნიშვნელოვან ვალდებულებასთან ერთად, მეზობლის უფლებებსაც დიდი ყურადღებით უნდა იცავდეს. 

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდშ გლობალიზაციისა და მატერიალიზმის ფესვმოკიდებულმა ტენდენციებმა მეზობლური ურთიერთობები გააფერმკრთალა. მეზობლები ერთმანეთს დაშორდნენ. არადა, შუამავალი გვასწავლის: „მეზობელს სიკეთე გაუკეთე, რათა კარგი მორწმუნე იყო“. (იხ. თირმიზი, „ზუჰდ“, 2). ჩვენ, როგორც მორწმუნეებმა, ჩვენს თავს ასეთ კითხვები ხშრად უნდა დავუსვათ: ნეტა, მეზობლის უფლებებს ხომ არ ვარღვევ? რასაც საკუთარი თავისთვის ვუსურვებდი, მეზობლისთვისაც იგივეს ვისურვებ? ნეტა, ყველა იმ ვალებულებას ვასრულებ, რაც კარგ მეზობელს ევალება?

ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც შუამავალს კითხეს, მეზობლის წინაშე რა ვალდებულებები გაგვაჩნიაო, მან ასე უპასუხა: „ავად გახდომისას მოინახულეთ. გარდაცვალებისას მიცვალებულის ლოცვას დაესწარით. ფულის სესხებას, რომ გთხოვთ, ხელი გაუმართეთ. გაჭირვების დროს დაეხმარეთ. სასიხარულო ამბავი მიულოცეთ. როცა განსაცდელში ჩავარდება, მოთმინება ურჩიეთ. „ (იხ. თაბერანი, „ელ მუჯემულ ქებირ“ 19, 419). ამრიგად, ჩვენი ვალია გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც მეზობლებთან ურთიერთობის მიმართულებით გვაკისრია. მეზობლობას ნუ დავივიწყებთ და მეზობლების მიმართ გულისხმიერების გამოვლინებას ნუ მოვერიდებით. მეზობლებთან სიახლოვე შევინარჩუნოთ და ჭირსა და ლხინში მხარში ამოვუდგეთ. ტკბილ სალამსა და სახეზე ღიმილს ნუ მოვაკლებთ. მაქსიმალურად მოვერიდოთ ყველა ისეთ სიტყვასა და ქმედებას, რომლებმაც შესაძლოა მეზობელს რაიმე სახის ზიანი მოუტანოს.   

Comment here