სათაურებიხუტბა

ვაჭრობაში
ძმობის ცნება

პატივცემულო მუსლიმებო!
ყველას მორწმუნის სურვილია, რომ შეძლოს თავის ცხოვრებაში შუამავალისეული ზნეობის დანერგვა, რომელიც საზიგადოებაში ცნობილი იყოს სანდო მუჰამმედად, როგორც შუამავალური მისიის დაკისრების პერიოდში, ასევე პრეისლამურ პერიოდამდე. შესაბამისად ჩვენ გარშემომყოფთათვის მშვიდობის მომტანი და ისეთი ადამიანები უნდა ვიყოთ, რომელთა ენისა და ხელისგანაც ყველა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. შუამავალთან (ს.ა.ს.) გაიგივებული სანდოობისა და საიმედოობის სათნოება ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩვენს ვაჭრობაში უნდა ავსახოთ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნოთ, რომ ღვთიური და შუამავლისეული პრინციპები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს წარმართავენ, გზამკვლევია ვაჭრობაშიც. ეს რელიგიური, ადამიანური და მორალური პრინციპებია: ჰალალი გზით სარჩოს მოპოვება, პატიოსნება და სანდოობა, უსამართლო კონკურენციისგან თავის შეკავება, ვაჭრობაში სამართლიანობისა და სიმართლის დამკვიდრება და პირობის ერთგულება.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი რელიგიის, ცივილიზაციისა და ტრადიციების შთაგონებით, ჩვენმა ერმა და თემმა უნდა  შექმნას ძმობის ცნებაზე დაფუძნებული ზნეობრივი და პროფესიული გაერთიანება. ამ სისტემამ ვაჭრობა, ხელოსნობა და მეწარმეობა ზნეობასთან, ჯეროვან კმაყოფილებასა და კეთილი ადამიანის აღზრდის იდეალთან უნდა გააერთიანოს. მან ძმობის ხიდი უნდა გაავლოს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის, გააძლიეროს ნდობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი სავაჭრო და სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას, არამედ სულიერ სიმტკიცესა და ზნეობრივ ღირსებასაც შესძენს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ, რომ ვაჭრობა და ხელოსნობა საზოგადოებრივი მსახურების, ადამიანთა დაახლოებისა და ისლამის მშვენიერი ზნეობის წარმოსაჩენს საშუალებად ვაქციოთ.

ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცხოვრონ იმ შეგნებით: „ხალხის მსახურება გამჩენისადმი მსახურებაა!“ და იხელმძღვანელონ დევიზით:
„უპატრონო შენს ხელს, წელსა და ენას!“
ანუ, შეინარჩუნე სისპეტაკე საქმეში, მორალსა და სიტყვაში.

ძვირფასო ძმებო!
სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მატერიალურს ყველაფერზე მაღლა აყენებს; მოტყუებას სიმარჯვედ მიიჩნევს, ხოლო გაცურებას — წარმატებად. მაშინ, როდესაც შუამავლის (ს.ა.ს.) გაფრთხილება აშკარაა:

„ვინც გვატყუებს, ის ჩვენგანი არ არის!“[1]

მიწიერი სარგებლის გამო საქონლის ნაკლის დამალვას ოსტატობად თვლის, ხოლო სიმართლის დამახინჯებას — მარკეტინგულ ტექნიკად.

 ძვირფასო მორწმუნეებო!

სწორედ ასეთ სიტუაციაში, ჩვენგან მოითხოვება გავითვალისწინოთ უზენაესი ღმერთის შეგონება:

„ვაი მათ, რომელნიც საწყაოსა და წონას აყალბებენ! რომელნიც ყიდვის დროს ხალხისგან ზუსტად მოითხოვენ! და როცა სხვებს მიუზომავენ ან მიუწონიან, წონას აკლებენ!“ [2]

ჩვენგან მოითხოვება, ყოველდღიურ ზრუნვაში ჩაფლულებმა არ დავივიწყოთ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა და პატივი ვცეთ კერძო და საზოგადოებრივ უფლებებს. ჩვენგან მოითხოვება, თავი შევიკავოთ იმ ნივთებით ვაჭრობისგან, რაც ჩვენი რელიგიით აკრძალულია (ჰარამია), და შორს ვიყოთ ისეთი უკანონო გზებისგან, როგორებიცაა ქრთამი, მევახშეობა, სპეკულაცია და საქონლის ხელოვნური დეფიციტის შექმნა.

ძვირფასო მუსლიმებო!
შეგახსენებთ, რომ იმის მიხედვით, თუ რამდენად ავსახავთ ვაჭრობაში ძმობის ცნების პრინციპებს, რომლებიც სათავეს ღვთიური გამოცხადებიდან და შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთიდან იღებენ, მით უფრო განვამტკიცებთ საზოგადოებაში ნდობას, მშვიდობასა და სამართლიანობას.

ჩვენმა ერმა და თემმა უნდა შეძლოს ისეთი ძმობის კულტურის შექმნა, რომელიც ვაჭრობასა და მეწარმეობას მხოლოდ შემოსავლის წყაროდ კი არ აღიქვამს, არამედ ადამიანთა ურთიერთნდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საფუძვლად აქცევს.

ხუტბას კი ღვთის შუამავლის (ს.ა.ს ) ამ ვედრებით  დავასრულებ:

„დიადმა ღმერთმა შეიწყალოს ის, ვინც შემწყნარებლურია და სიოლეს იჩენს ყიდვის, გაყიდვისა და ვალის მოთხოვნის დროს!“[3]

[1] მუსლიმი, იმანი, 164.
[2] სურა „მუტაფფიფინი“, 83/1–3.
[3] ბუხარი, ბუიუღ’ი, 16.

 

Comment here