ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი, ადამის შვილნო! ჩვენ მოგივლინეთ თქვენ სამოსი თქვენთა სარცხვინებელთა დასაფარად და შესალამაზებლად, და ღვთისმოშიშობის სამოსელი, სწორედ ესაა უკეთესი. აი, ესაა ალლაჰის აიათები, ეგების გულისხმაჰყონ მათ!“ (ეღრაფი, 7/26)
ამ აიათში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა გვიწყალობა სამოსელი, რომლიც მორწმუნეს შეეფერება და ამ სამოსელის ტარება და ამის გამო ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა ჩვენი ვალია. ამავდროულად, აიათში მითითებულია, რომ სწორად ჩაცმა სილამაზე და დახვეწილობაა, რაც ადამიანს კარგად წარმოაჩენს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ღთვთისმოსაობის ტანისამოსი რწმენა და პატიოსნებაა. ღვთისმოსაობის ტანისამოსი კარგად აღწერს ნამდვილი ტანისამოსის რაობას. სწორედ ეს არის ის საფარველი, რომელიც მორწმუნეს აქვს შემოსილი და მას სულიერად იცავს. ტანისამოსი გვიცავს ფიზიკური და სულიერი ზიანისგან. ჩვენი ვალია გულისხმიერებით მოვეპყროთ ღვთიურ მოწოდებას და დავფიქრდეთ, თუ რა სიბრძნეა იმ ვალდებულებაში, რასაც სარწმუნოებრივი ჩაცმა ჰქვია.
ღმერთმა ადამიანი საუკეთესო ფორმით გააჩინა. ადამიანს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ყველასათვის სასარგებლო თვისებები გამოავლინოს. ადამიანის შინაგანი ბუნების მოთხოვნილებაა, რომ მისი სხეულის გარკვეული ნაწილი დაფარული უნდა იყოს. თვით ადამი და ევა, რომლებიც ამ დედამიწაზე პირველი ადამიანები იყვნენ, თავიანთი შეცდომის შემდეგ ცდილობდნენ სხეულის გარკვეული ნაწილები დაეფარათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიდება და სირცხვილი ადამიანის თავდაპირველი ბუნებრივი ინსტინქტია. (იხ. არაფ, 7/19-23)
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანს ღმერთმა სირცხვილის გრძნობა უწყალობა და ამის წყალობით ადამიანი შეუფერებელი ქცევისგან თავს იკავებს. სწორედ სირცხვილის გრძნობაა ის შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც ადამიანს შთააგონებს, რომ წესიერად მოიქცეს. ძვირფასი შუამავალი რძანებს, რომ ღმერთს სირცხვილის გრძნობის მქონენი, მორიდებული ადამიანები უყვარს (იხ. ნესაი, „გუსულ“ 7). როდესაც ადამიანს სირცხვილის გრძნობა გააჩნია, ის აცნობიერებს, რომ ღმერთი ყველაგან და ყოველთვის მასთანაა და სხვა ადამიანებიც რომ ვერ ხედავდნენ ის მორწმუნე ადამიანისთვის შეუფერებელ რამეს არ გააკეთებს. ამრიგად, მორიდებულობის ერთ-ერთ გამოხატულებას, სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა-დახურვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა-დახურვა ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს ღვთის ნებას და აღიარებს, რომ ღმერთი მას ყოველთვის ხედავს. სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა -დახურვა ნიშანია იმისა, რომ ადამიანი ღვთიურ ნებას ემორჩილება და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა-დახურვის მნიშვნელობა დიდია, რადგან ის ღვთიური ბრძანებაა და შესაბამისად მისი გათვალისწინება ღვთის კმაყოფილების მოპოვების საწინდარია.
ძვირფასო მორწმუნენო!
სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა-დახურვა იმის დემონსტრირებაა, რომ ადამიანი ღვთიურ ბრძანებას ემორჩილება და მისთვის ეს მნიშვნელოვანია. როდესაც სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა-დახურვას ვახსენებთ, ეს მხოლოდ ჩაცმის სტილს კი არ გულისხმობს, არამედ ის მორწმუნოებრივი ღირსებაა. ბუნებრივია, ყველას გვესმის, რომ სარწმუნოებრივი წესისამებრ ჩაცმა -დახურვა მხოლოდ ქალბატონებს არ ეხებათ. ის მამაკაცებსაც ეხებათ და ორივე სქესის წარმომადგენლებს შესაბამისი წესების დაცვა ევალებათ.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან.
და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი და არ გამოაჩინონ თავიანთი სამშვენისები, გარდა მოჩანს რაც მისგან; დაფარონ საბურველით გულმკერდი და არ დაანახონ თავიანთი სამშვენისები არავის, გარდა ქმრისა, მამისა, მამამთილისა, ვაჟიშვილებისა, ქმრის ვაჟიშვილებისა, ძმებისა და ძმათა და დათა ძმებისა, მათი ქალებისა, მხევლებისა, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა, მამაკაცი მსახურებისა, რომლებსაც ქალის სურვილი არ გააჩნიათ, ბავშვებისა, რომლებიც ქალის სიშიშვლეს ვერ ამჩნევენ. და არ გადადგან ფეხი ისე, რომ არ გამოაჩინონ ის, რაც უნდა დამალონ. ჰეი მორწმუნენო! ერთბაშად შესთხოვეთ ალლაჰს მოტევება, ეგებ იქმნათ ნეტარნი!“ (ნურ, 24/30-31)
ამრიგად, ყოველი მუსლიმი ვალდებულია დიიცვას როგორც საკუთარი, ისე სხვათა ღირსება და ნამუსი. ნამდვილად ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღვთის ბრძანებისამებრ ჩაცმა-დახურვის წესებს ითვალისწინებს და სარწმუნოების წესების დაცვით ცხოვრობს. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გულწრფელად მსახურებს და სააქაო და საიქიო ცხოვრებაში ბედნიერებას ეზიარება.
Comment here