სათაურებიხუტბა

მშობლები
სამოთხისკენ მიმავალ გზაზე

ძვირფასო მორწმუნენო!
მედინაში ერთი ახალგაზრდა ჩავიდა. მისი შემხედვარე ყველა მიხვდებოდა, რომ ხანგრძლივი და დამღლელი გზა გამოევლო. ახალგაზრდა პირდაპირ შუამავალთან მივიდა: შუამავალო! მშბლები მტირალე დავტოვე და შენ გეახელი!“ ამის თაობაზე შუამავალმა შემდეგი რამ ბრძანა: „ახლავე მშობლებთან დაბრუნდი და როგორც აატირე, ისე გააცინე!(იხ. ებუ დავუდი, „ჯიჰად“, 31)

ძვირფასო მორწმუნენო!
მშობლები ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენგან პატივისცემას ყველაზე მეტად იმსახურებენ. მათ გაგვზარდეს, იზრუნეს ჩვენზე და მრავალი წელი ჩვენი მოთხოვნილებებისთვის წვალობდნენ. ჩვენ მათი ზრუნვისა და მხარდაჭერის შედეგად ცხოვრების გზა გავიკვლიეთ. სიყვარული და მზრუნველობა მათგან ვნახეთ და მათგან ვისწავლეთ. მათი ამაგი დაუვიწყარია. რაც არ უნდა იმ ასაკში ვიყოთ, ჩვენთვის ყველაზე საიმედო და ჩვენზე მზრუნველი ადამიანები ისინი არიან.

ძვირფასო მორწმუნენო!
მშობლების მიმართ პატივისცემა ჩვენი რელიგიური ვალდებულებაა. ისლამი გვავალებს, რომ მშობლებს პატივისცემით მოვეპყროთ და მათზე ვიზრუნოთ.  ეს ჩვენი ადამიანური მოვალეობაა. ისლამი მშბლების მიმართ უპატივცემულობასა და მათთან უხეშად მოპყრობას კატეგორიულად კრძალავს. ხუტბას დასაწყისში წაკითხულ აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ  მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე[1] მათ და ლამაზი[2] სიტყვა უთხარი!

და  ისინი მფარველობის ქვეშ აიყვანე ლმობიერებითა და თავმდაბლობით და თქვი: ღმერთო ჩემო! პატარაობისას როგორც[3] გამზარდეს, ისე შეიწყალე  ესენი!(ისრა 17/23-24)

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი ასე ბრძანებს: „

გამჩენის კმაყოფილება მშობლების კმაყოფილებაზე, მისი რისხვა კი მშობლების რისხვაზეა დამოკიდებული“. (იხ. თირმიზი, „ბირ“, 3) გამომდინარე აქედან, მოდით, ყველამ ჩვენს თავს ვკითხოთ, მშობლების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაგვაჩნია და მათდამი პატივისცემას ჩვენს რელიგიურ ვალდებულებად ვხედავთ? საკმარისად პატივისცემით ვეპყრობით? რამდენად თბილი და მზრუნველი გარემო გვაქვს შექმნილი, რომ თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნონ? თუ მათგან შორს ვცხოვრობთ, ხშირად ვიკითხავთ მათ ამბავს და მათ პრობლემებზე სათანადოდ ვზრუნავთ? თ ეს ყველაფერი გულგრილობის ჭაობში დავკარგეთ და ათასგვარი მიზეზებით ჩვენს უყურადღებობას ვამართლებთ?!

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ძვირფასი მშობლების უფლებები განუხრელად დავიცვათ. ყოვალმხრივ ვეცადოთ, რომ მათი გული მოვიგოთ და მათი დალოცვა დავიმსახუროთ. გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების საწინდარია. მათთან ურთიერთობისას ტკბილი სიტყვა და მომღიმარე სახე უნდა შევინარჩუნოთ. სიყვარულსა და მზრუნველობას ნუ მოვაკლებთ. თუ მშობლები გარდაცვლილი გვყავს, მათი სულების გადარჩენა ღმერთს შევავედროთ და ვიყოთ სიკეთიანი შვილები, რათა მათი კეთილი საქმეების წიგნი დიდხანს არ დაიხუროს.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის დარიგებას შეგახსენებთ:

მშობლები ის ადამიანები არიან, რომლებიც სამოთხეში შესვლის ყველაზე მაღალ კარიბჭეს წარმოადგენენ. ამ კარიბჭეში შესვლის შანსის დაკარგვა ან არასათანადოდ გამოყენება, უკვე შენზეა დამოკიდებული“. ( მუსლიმი, „ბირ“, 3)

[1] არ დატუქსო, არ დააყვედრო
[2] რბილი სიყვა უთხარი, პატივისცემით მოეპყარი
[3] მზრუნველობით

Comment here