სათაურებიხუტბა

მსხვერპლშეწირვა:
გამჩენსა და
თანამორწმუნე
ძმებთან დაახლოების საშუალება.

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა. თქვენი ღვთაება  ერთადერთი ღმერთია! მაშ, იყავით მისი მორჩილნი! შენ კი ახარე მორჩილთ!…“ (ჰაჯი, 22/34)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე ადამიანს, ღვთის წინაშე, მსხვერპლის შეწირვაზე უკეთესი საქმე არ გაუკეთებია“. (იხ. თირმიზი, „ედაჰი“, 1)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული მსხვერპლშეწირვაა და მანამდე სულ რამოდენიმე დღეა დარჩენილი. ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგვცეს ყველას შესაძლებლობა, რომ ამ ძვირფას დღესასწაულს ჯანმრთელობით, მშვიდობით და ბედნიერებით დავესწროთ.

მსხვერპლშეწირვა ღვთის კმაყოფილებისათვის განსაზღვრულ დროს, რელიგიური თვალსაზრისით მდიდრად ჩათვლილი მუსლიმის მიერ მსხვერპლის შეწირვას ნიშნავს. მსხვერპლშეწირვა არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება იმ უთვალავ წყალობათა გამო, რომელიც ჩვენმა ყოვლისშემძლე უფალმა მოგვმადლა. ეს არის ღვთიური ბრძანების შესრულება და მასთან დაახლოების მცდელობა. მსხვერპლშეწირვა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი სიყვარული ალლაჰის მიმართ ყველა სხვა სიყვარულზე მაღლა დგას. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღვთის გულისათვის გავწიროთ ყველაფერი, რაც  ამქვეყნიურ ცხოვრებაში  გაგვაჩნია.

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლის შეწირვა, პირუტყვის დაკვლასა და მისი ხორცის გამოყენებაზე გაცილებით ღრმა მნიშვნელობის მატარებელია. ყურანში ასევე ვკითხულობთ:

უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა  და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ!“ (ჰაჯი, 22/37)

ჩვენ მსხვერპლშეწირვით ღვთისმოსაობას გამოვხატავთ; ჩვენ მისგან სიმშვიდეს ვჰპოვებთ და იმედი გვაქვს, რომ ღვთის კმაყოფილებას მოვიპოვებთ. მსხვერპლის შეწირვით შუამავლის სუნნეთს ვინარჩუნეთ.  ჩვენ გვიხარია, რომ ამ დღეს გაჭირვებულებსა და ობლებს პატივს ვცემთ, მათ გულებს ვახარებთ და მათ დალოცვას ვიმსახურებთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი რელიგიის ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვისას სასურველია, რომ მორწმუნემ საკუთარი მსხვერპლი თავად შესწიროს. მორწმუნემ შეწირული ხორცი ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ნათესავებს და გაჭირვებულებს უნდა გაუზიაროს. არ დაგვავიწყდეს, რომ შეწირვის გარეშე მსხვერპლის ფასის შესაბამისი თანხის მოწყალების სახით გაცემა მსხვერპლშეწირვად არ ჩაითვლება.

წვრილფეხა პირუტყვის შეწირვა ერთი ადამიანის მიერ შეიძლება, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეწირვისას, შესაძლებელია შეზიარება და ისე შეწირვა. მოზიარეთა რაოდენობა შვიდს არ უნდა აღემატებოდეს. მსხვერპლშეწირვა ღვთისმსახურებაა და შეწირული ხორცის ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ბევრი მოხალისე ორგანიზაციის მსგავსად, რომლებიც ცდილობენ შეწირული ხორცი  გაჭირვებულ ძმებსა და დებს მიაწვდინონ, დიანეთის ფონდიც ასევე აწყობს საქველმოქმედო კამპანიას დევიზით: „გაუზიარე და დაუახლოვდი ძმას“.  წელსაც შეწირულ ხორცს, ყველა წესის დაცვით, გადავცემთ ჩვენს ძმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციებში. ჩვენ დახმარების ხელს გავუწოდებთ ყველა გაჭირვებულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შევეცდებით, რომ მორწმუნეთა ეს სიკეთე ადრესატებამდე მივიდეს.

ყოვლისშემძლე ღმერთმა მიიღოს ჩვენი ყოველი ღვთსმსახურება. დაე, ღაზაშ მცხოვრებმა ძმებმა ამ ძვირფას დღესასწაულს სიხარულით, მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიაღწიონ. ჩვენს ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებს გონების სიძლიერეს და წარმატებებს ვუსურვებთ. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერისა და კაცობრიობისათვის სასარგებლო პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

Comment here