ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოზეც მოეწყ
ოსმალთა დაინტერესება ანატოლიის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქართული სამთავროებით 15 საუკუნის შუა ხანებს ემთხვევა. ოსმალური წყაროები არაფერს ამბობს ამის შესახებ, მაგრამ ქართულ ქრონიკებში აღნიშნულია, რომ რომელიღაც ოსმალურმა ფლოტმა 1455–წ. სოხუმი აიღო, მაგრამ აქ ადმინისტრაციუოი ორგანოები არ დაუარსებია და მმართველობა ძველ ბეგებს დაუტოვა იმ პირობით, რომ ისინი ხარაჯას გადაიხდიდნენ. გენუურ წყაროებში აღნიშნულია, რომ ორმოცდათექვსმეტ გემიანი ოსმალური ფლოტი 1454 წლის ივნისს სოხუმში შემოვიდა და აქაურობას და დასავლეთ საქართველოს სანაპიროებს დაარტყა. ამრიგად, პირველი სერიოზული კავშირი შავი ზღვის სანაპიროს აფხაზთა და დაიან/მეგრელთა რეგიონებთან მყარდებოდა.
ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოზეც მოეწყო თავდასხმები. აჭარა (ბათუმი) და მისი შემოგარენი 1479 წ. დაიპყრეს. იმავე წელს მაჭახელას ოლქი, რომელშიც ბორჩხა და ქვემო აჭარა შედიოდა, ოსმალთა მმართველობაში შევიდა. როცა იავუზ სულთან სელიმი ტრაპიზონის გუბერნატორი იყო, 1508 წ. გურიისა და იმერეთის (აჩიქბაში) სამეფო ოსმალებს დაუმორჩილა და ხარაჯა დაუნიშნა. ამგვარად, ოსმალთა ბატონობამ შავი ზღვის სანაპიროებს მიღმა, დასავლეთ საქართველოს შუაგულშიც შეაღწია. იავუზ სულთან სელიმის მიერ ჩალდინარის გამარჯვების (1514) შედეგად აღმოსავლეთ საქართველოც, რომელშიც ქართლისა და კახეთის სამეფოები შედიოდა, ოსმალთა ბატონობის ქვეშ შევიდა. იავუზის გარდაცვალების შემდეგ კი სეფიანთა ბატონობის ქვეშ გადაინაცვლა. კანუნი სულთან სულეიმანის პერიოდში ოსმალებმა სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რეგიონი დაიპყრეს. 1541–1554 წწ. შაჰ თაჰმასბი ოთხჯერ დაესხა საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონს – ქართლს, ზოგიერთი ციხე ხელში ჩაიგდო და 30.000–მდე ტყვე ირანში წაასხა. ახლოს ყოფნის მიზეზით საქართველო უმეტესად ირანისკენ, ზოგჯერ კი ოსმალებისკენ იხრებოდა, რაც მას ამ ორ სახელმწიფოს შორის რთულ ვითარებაში აყენებდა. ოსმალო ფადიშაჰის ევროპაში ლაშქრობის დროს სეფიანთა მხარდაჭერით ოსმალური ტერიტორიების წინააღმდეგ მოქმედებაზეც გადადიოდნენ. სწორედ ამ მოქმედებების გამო ვეზირმა ქარა აჰმედ ფაშამ ირანში მეორედ ლაშქრობის დროს (1549) თვენახევარი საქართველოს ოცი ციხის ჩათვლით, თორთუმი, აღჩაკალე, ლივანეს ხეობა, ართვინი და ქამსჰისი აიღო. 1551 წ. კი არტანუჯი, შავშეთი, გოლე და არდაჰანი ოსმალეთის მმართველობას შეუერთდა. ამასიის საზავო ხელშეკრულების თანახმად (1555), რომელმაც ბოლო მოუღო ოსმალთა და სეფიანთა ბრძოლებს, იმერეთი, დადიან (სამეგრელო–სვანეთი), გურია, დაველი/ტაო–ელი – ოსმალეთის სახელმწიფოს, ქართლი, კახეთი და მოსუქი კი სეფიანთა სახელმწიფოს ეძლეოდა.
მიუხედავათ იმისა, რომ ოსმალთა და სეფიანთა შორის ბრძოლების ასპარეზი – საქართველო, 1555–1578 წწ. ამასიის ხელშეკრულებების პირობების თანახმად დაიყო, ეს ვითარება არ გაგრძელებულა. შაჰ თაჰმასბის სიკვდილის შემდეგ ის, ვინც სეფიანთა სახელმწიფოს შინაშლილობით ისარგებლა, ოსმალეთის სახელმწიფო იყო. იმ მიზნით, რათა შეეჩერებინა სეფიანთა მოქმედება, რომელიც ოსმალეთის სახელმწიფოში შინაური არეულობის გამოწვევას ისახავდა მიზნად, ირანზე ლაშქრობა მოაწყო და მუსტაფა ლალა ფაშა საქართველოსა და შირვანის დასაპყრობად მხედართმთავრად დანიშნა (1578).
ოსმალებს ჩილდირში სეფიანთა დამარცხებამ საქართველოს დაპყრობა გაუადვილა. ოსმალეთის ჯარმა პოსოფი, (აჰისკა) ახალციხე, თუმუქი, ჰირთისი (ხერთვისი) ჩილდირი, ახალქალაქი, ქობლიანი (ქობულეთი) და აზგური ჩაიგდეს. სამეგრელოსა და გურიის მთავრებმა, მესხეთის მთავარმა მანუჩარმა, რომლებმაც მიიღეს ლალა მუსტაფა ფაშას მიერ გამოგზავნილი მორჩილების წერილი, ოსმალებს მორჩილება გამოუცხადეს. მანუჩარმა ისლამი მიიღო, მუსტაფა დაირქვა და აზგური მას გადაეცა როგორც მამული. მანუჩარის დედას, დედისიმედს სამი სოფელი – მამულად, ძმას – ყვარყვარეს კი ოთლუ სანჯაყად გადაეცა. შემდგომში დაპყრობილ რეგიონებში ოსმალებმა ჩილდირის ეიალეთი დაარსეს.
1578 წლის აგვსტოში აღმოსავლეთის მხედართმთავრის, ლალა მუსტაფას ლაშქრობის დროს ოსმალებმა გორისა და მუხრანის ქართველი თავადები დაიმორჩილეს და 24 აგვისტოს ქ. თბილისში უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში. თბილისის დაპყრობის შემდეგ იმერეთისა და კახეთის მმართველებმა ოსმალებს მორჩილება გამოუცხადეს. დაუნიშნეს ხარაჯა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ოცდაათი ტვირთი (საპალნე) აბრეშუმი, ათი მომსახურე მამაკაცი და ათი მონა ქალი უნდა მიეცათ. კახეთის ქვეყანა სამფლობელოს სახით აქაურობის ძველ მბრძანებელს, ალექსანდრეს დაუტოვეს. ქართლი და კახეთი თბილისის ეიალეთად ჩამოყალიბდა. ქ. თბილისში ორი ეკლესია ჯამედ გადაკეთდა, მურად 3–ის სახელით – ორი, ლალა მუსტაფა ფაშას სახელით კი ერთი ჯამე აიგო.
ოსმალებმა რეგიონის ადმინისტრაციულ მოწყობაში ზოგი ცვლილება შეიტანა და თბილისის ეიალეთის სამხრეთ რეგიონში – თუმანისის (დმანისის) ეიალეთი (1584), ფერჰად ფაშასმხედართმთავრობის დასავლეთის რეგიონში გორის ეიალეთი (1587) დაარსეს, ამგვარად, ოსმალების მიერ მთლიანად დაპყრობილი თავადების მიწები თბილისის, დმანისის, გორისა და ჩილდირის ელიაეთებში შევიდა. 1578–1584 წლებში დაპყრობილ მიწებზე არეულობის გამოწვევის მიზნის შაჰ თაჰმასბმა 1569 წლიდან დატყვევებული ქაროლის ძველი მბრძანებელი სიმონი გაათავისუფლა და ქართლში გაგზავნა. ამის გამო წარმოებული ბრძოლების შედეგად მხედართმთავარ ფერჰად ფაშასა და სიმონს შორის ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას (1588), რომლის თანახმად სიმონმა ქართლის მბრძანებლის სახელით აღიარა ოსმალთა ბატონობა როგორც ვასალმა და მას ხარაჯა დაენიშნა. აქამდე ოსმალთა მმართველობის ქვეშ მყოფი ციხეების გარდა ქართლის სხვა რეგიონების მიერ სიმონის მართვაზე მურად 3–ემ დასტური გასცა (1589). მაგრამ სიმონი აჯანყდა და გორის ციხე ხელში ჩაიგდო. ამის გამო ოსმალებმა ციხე ქართველებს წაართვეს, სიმონი დაატყვევეს და სტამბულში გააგზავნეს (1601).
1578–1590 წ.წ. ოსმალეთ–ირანის ბრძოლებმა სეფიანთა სახელმწიფოში დესტაბილიზაცია გამოიწვია, ოსმალთა სახელმწიფოს კი მატერიალური თვალსაზრისით სიდუხჭირე მოუტანა და სამხედრო თვალსაზრისით სირთულეები შეუქმნა. ორ სახელმწიფოს შორის სტამბულში ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად (1590) თავრიზი, კარადაჯაღი, განჯა, შირვანი, ყარაბაღი, ნიჰავენდი, ლურისტანი, შეჰრიზორი და საქართველო ოსმალეთის მმართველობაში გადავიდა.
1590–1614 წლებში ოსმალეთის მმართველობაში მყოფ საქართველოში მართვის მოწესრიგებულ სისტემაზე გადავიდნენ და ამ მიზნით შედგენილი იქნა ეიალეთების ისტორია და გამოიცა კანონები. როგორც ბაგრატიონი სიმონ ხანის მიერ სტამბულისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, 1588 წელს თბილისის ეიალეთი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართლს მოიცავდა, ოთხი სანჯაყისგან შედგებოდა. თბილისის ეიალეთის სეფიანთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით გორის სანჯაყში – ოცდათექვსმეტი, თბილისის სანჯაყში – თექვსმეტი, დმანისის სანჯაყაში – ოცდათოთხმეტი და ლორის სანჯაყაში ოცი სოფელი მდებარეობდა. 1592 და 1595 წლებში ოსმალებმა ჩილდირის ეიალეთის აღწერა გააკეთეს. ამ აღწერების თანახმად 1592წ. ჩილდირის ეიალეთში ცენტრალური სანჯაყის გარდა შედიოდა სანჯაყები: ახალციხე, ალთინკალე, ოსჰიკჰა, ჩეჩერეკი, ასპინძა, ჰირთისი (ხერთვისი), ახალქალაქი, პოსოფი. 1595 წლით დათარიღებულ დეტალურ დავთარში კი (აჰისკად) ახალციხედ ხსენებულ ვილაიეთში ალთინკალე, ოსჰიკჰა, ასპინძა, ჩეჩერეკი ცალ–ცალკე ნახიე (ადმინისტრაციული ერთ.) სახით შეუერთდა აჰისკას სანჯაყს, ბედრეს სანჯაყი, ჩამოყალიბდა როგორც ახალი.
1595 წლით დათარიღებული დეტალური დავთრის კანონების მიხედვით ოსმალებმა თავიანთი იმპერიის სხვა ვილაიეთების მსგავსად აჰისკას (ახალციხის) ვილაეთშიც განსაზღვრეს სოფლის მეურნეობის სამართლებლივი და ფინანსური საფუძვლები. პოლიტიკურად სტაბილურ ამ ვილაიეთში ექვს სინჯაყთან დაკავშირებული 711 სოფლის აღწერა ჩატარდა. სასოფლო–სამეურნეო წარმოების ყველა სფეროში მარცვლეულის, ბამბის წარმოება, მევენახეობა და მეხილეობა იყო განვითარებული. გადასახადის სახით განსაზღვრული იყო მეათედი მესაქონლეობასთან დაკავშირებული, სხვა დადგენილი გადასახადები, არენდის გადასახადები და დადგენილს გარდა გადასახადები. ოსმალურ პერიოდში აჰისკას (ახალციხის) ვილაიეთში მესაქონლეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა და მევენახეობა იყო განვითარებული, მარცვლეულის წარმოების დონით კი იგი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს უტოლდებოდა. ოსმალებმა საქართველოში გაატერეს თიმარული (თიმარ–ლენი) სისტემა და პოლიტიკური არასტაბილურობისა და ქართველ მბრძანებელთა მიერ ოსმალთა მიერ სეფიანთა დახმარებისთვის მიმართვის აღკვეთის მიზნით იმ მიწების ერთი ნაწილი, რომლებსაც იგი ოსმალობამდე მართავდნენ, მათ მამულებად და სამფლობელოებად გადასცეს.
1603 წელს შაჰ აბას 1–მა ქ. თბილისი ოსმალებს წაართვა და ქართლი სახანოდ გამოაცხადა. კახეთში იენისელის სასულთნო დაარსა და1606 წელს ლორი და დმანისი დაიპყრო. მაგრამ სტამბოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად (1612) ქართლი და კახეთი ოსმალეთის მმართველობაში რომ გადავიდა, ქართველმა ბრძანებლებმა, რომლებსაც ოსმალებთან ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ, შაჰ აბას 1–ის თავდასხმებს ვერ გაუძლეს. ბოლოს შაჰ აბასმა ქართლის მეფე ლუარსაბ 2 დაატყვევა (1616) და კახეთში ნოდარ ჯორჯაძისა და დავით ჯანდიერის აჯანყება ჩაახშო. შაჰ აბასი, რომელიც ქართლისა და კახეთის მთლიანად დაპყრობას გეგმავდა, ირანში ლტოლვილი ქარჩიჰა ხანი და გიორგი სააკაძე 1625 წ. ჯარით აქეთ გამოაგზავნა. მაგრამ ისინი ქართლისა და კახეთის დიდი მიწების მფლობელ თავადებს შეეკრნენ და სეფიანთა წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. შაჰ აბასმა, პრობლემის ძირფესვიანად გადაჭრის მიზნით იმერეთში გაქცეული თეიმურაზი რუსეთის მეშვეობით ქართლისა და კახეთის მეფედ სცნო.
მეშვიდე საუკუნიდან მოყოლებული საქართველო ხან ოსმალეთის სახელმწიფოს, ხან ირანის ხელში გადადიოდა. ირანის ბატონობის პერიოდში ზოგიერთი ქართველი მეფე გამუსლიმანდა. მაგრამ ირანმა დასავლეთ საქართველოს სანაპიროებამდე და შავ ზღვამდე ვერ მოაღწია. 1625 წ. ქართლი და კახეთი, რომელიც სეფიანთა მმართველობას შეუერთდა, 1632 წ. თბილისის ვილაიეთის სახით კვლავ ოსმალეთის მმართველობაში შევიდა და გამუსლიმანებული როსტომი აქ გუბერნატორად დანიშნა. ქართლს – 1711 წ. –მდე, კახეთს 1724 წლამდე გამუსლიმანებული, წარმოშობით ქართველი გუბერნატორები მართავდნენ.
ევლია ჩელები, რომელიც საქართველოს ეწვია, თბილისს თავისი ჯამითა და ულემებით აღწერს როგორც ერთ მუსლიმანურ ქალაქს. ოსმალეთის სახელმწიფომ კარლოვჩას საზავო ხელშეკრულების (1699) შემდეგ კარგი ურთიერთობა დაამყარა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ქართულ მთავრებთან, რომლებიც მის ბატონობას თხოვდნენ და გადასახადს იხდიდნენ.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის სახელმწიფომ, რომელიც სეფიანთა სახელმწიფოში პოლიტიკურ არასტაბილურობას „ცხელ ზღვებზე ჩასვლის“ პოლიტიკისთვის იყენებდა, 1723 წლის ზაფხულში კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროების მიტაცება დაიწყო. ოსმალეთის სახელმწიფომ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ამ პოლიტიკას, რომელსაც იმპერიის აღმოსავლეთით საფრთხის შექმნა შეეძლო, თავისი ჯარი სეფიანთა წინააღმდეგ აამოქმედა. რუსეთმა (დერბენდის) დარუბანდისა და ბაქოს ჩათვლით კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროები მიიტაცა. ოსმალეთმა კი ქართლი და მისი დიდი ქალაქები – თბილისი და გორი აიღეს და აქაურობა მამულისა და სამფლობელოს სახით ქართლის მეფის, ვახტანგის, ძეს – გამუსლიმანებულ იბრაჰიმს გადასცეს. საფრანგეთის შუამავლობით სტამბოლში ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულების თანახმად (1724) საქართველოს რეგიონები: ქართლი და კახეთი ოსმალეთის მმართველობას შეუერთდა. აქაურობის დარეგულირების მიზნით ოსმალებმა 1728 წელს ქართლისა და კახეთის აღწერა გააკეთებინეს. ეს აღწერა მომზადდა დავთრის სახით რომლის სახელწოდებაა „თბილისის ეიალეთის დეტალური დავთარი“. სამგვარად, ოსმალებმა ქ. თბილისში კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყეს. თბილისის ბეგთაბეგმა რეჯებ ფაშამ და ისჰაკ ფაშამ, განჯის ბეგთაბეგმა აჰმედ ფაშამ, შირვანის მბრძანებელმა დავუდ ხანმა ამ ქალაქში თითო–თითო საქველმოქმედო ფონდი დაარსეს. ოსმალებმა ქართლი და კახეთი გააერთიანეს და ექვსი სანჯაყისგან შემდგარი თბილისის ელიაეთი შექმნეს. თბილისის ელიაეთი შედგებოდა თბილისის სანჯაყისაგან, რომელშიც შედიოდა: ბარათლის, ბაიდარის, დემირჯი ჰასანლის ნახიეები, სომჰურუთის სანჯაყისგან, რომელიც შედგებოდა ცენტრალური, თაშირის, ფენბექის ნახიეებისაგან, აღჩაკალეს სანჯაყისაგან, რომელიც შედგებოდა ახტალის, ინჯეს, ჩუვარის, თურქული ნახიეებისაგან, გორის სანჯაყისაგან, რომელიც შედგებოდა სისის, ბედრეს, იმლაჰორის, ქარაქალქანის, შანსის, მუხრანის ნახიეებისაგან, თრიალეთის სანჯაყისაგან, რომელიც შედგებოდა: თრიალეთისა და კუმარედის ნახიეებისაგან და კაიგულის სანჯაყისგან. იმავ დროულად ოსმალებმა თბილისის ელიაეთში დაარსეს თბილისის, გორისა და თრიალეთის სადაბო ცენტრები. ემ ეიალეთში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ოსმალებს თბილისის, გორის, თოფქარააჯისა და ავლაბრის ციხეებში 1113 იანიჩარი, 342 არტილერისტი, 163 მეიარაღე, უამრავი მოხალისე, მატროსი და მეეტლე ჰყავდათ ჩაყენებული და მათ ხარჯებს თბილისის ეაილეთის არენდის გადასახადებიდან და მამულებიდან მიღებული შემოსავლებიდან იხდიდნენ.
ნადირ შაჰი, რომელმაც 1732 წელს სეფიანთა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ოსმალების წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლებში მრავალ ქალაქს დაეუფლა. თბილისი და იმავე ეიალეთის სხვა ციხეები ნადირ შაჰს უბრძოლველად ჩაბარდა. ნადირ შაჰმა, რომელმაც ოსმალეთის სახელმწიფოსა და რუსეთის ხელში გადასული სეფიანთა ტერიტორიები მოკლე ხანში დაიბრუნა, თბილისის, შირვანის, განჯის, ყარაბაღის, თავრიზისა და ჩურუქსაადის (რევანის) ეიალეთები აზერბაიჯანის ვილაეთებად გააერთიანა. მაგრამ 1735–1744 წწ. ქართლსა და კახეთის აფეთქებულმა აჯანყებებმა ნადირ შაჰი აიძულა თბილისის ეიალეთი აზერბაიჯანის ვილაეთიდან გამოეყო. ამის შემდეგ ნადირ შაჰმა თეიმურაზ 2 – ქართლის, მისი ძე (ირაკლი) ერეკლე კი კახეთის მეფედ სცნო. თეიმურაზ 2–ის სიკვდილის შემდეგ 1762 წ. ერეკლემ ქართლი და კახეთი ერთმართველობის ქვეშ გააერთიანა.
იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონი ოსმალეთის სახელმწიფოს, ირანსა და რუსეთს შორის გავლენისთვის ბრძოლის ასპარეზად იქცა, ქართლის მეფემ ერეკლე 2–ემ რუსეთის ქვეშევრდომობა არჩია და დამოუკიდებლობის აღიარების პირობით რუსებთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი (1783). 1795 წ. ირანის შაჰმა აღა მუჰამმედმა საქართველოზე ლაშქრობა მოაწყო და აქაურობა და განსაკუთრებით ქ. თბილისი განსაკუთრებით ააოხრა. ამის გამო რუსეთის მეფემ პავლე 1–მა 1800 წ. ქართლისა და კახეთის სამეფო გააუქმა, 18001 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით რუსეთის პროვინციად გამოაცხადა და რუსეთში არსებული ადმინისტრაციული სისტემის დანერგვას შეუდგა. აქედან მოყოლებული საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის კოლონიად იქცა. რამდენიმე წელიწადში სამეგრელო (1803), იმერეთი და გურია (1804), აფხაზეთის სამთავრო (1801), რუსეთთან გაერთიანდა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ მრავალი აჯანყება მოხდა.
1828–1829 წ. ოსმალეთ–რუსეთის ომამდე იმ რუსეთთან ხელმოწერილი ედირნეს საზავო ხელშეკრულებით (1829), რომელმაც საქართველოს დიდი ნაწილი მიიტაცა, ანაპიდან ბათუმამდე შავი ზღვის დასავლეთ სანაპირო და (აჰისკა) ახალციხე რუსებს გადაეცა და რუსეთის საქართველოში ბატონობა ოსმალების მერ რატიფიცირებულია. 1840 წ. კი ორ, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიად დაიყო. ყირიმის ომის შემდეგ სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროები გაუქმდა.
BIBLIYOGRARPHY:
BA.TT. nr. 897,900; Narodna biblioteka Kirila I Metodiya (Sofya/Bulgaristan). Fond 1, dosya 4193,v.2: dosya 6917, v. 2; dosya 21326, v. 2; fond 312, dosya 32″; v.2; fond 313, dosya 31 ; dosya 40 ; dosya 176, v. 1; dosya 181,v.1-2 dosya 182, v. 1; dosya 188; dosya 199; dosya 247; dosya 358; dosya 362″; dosya 376; fond 327, dosya 123; Defter-i Mufassal-i Vilayet-i Gurcistan (nsr. S.S. Cikiyal, Tbilisi 1947, I.19.339:Rahimizade Ibrahim Harimi,Zafername-i Sultan Murad Han, IU Ktp.. TY.nr. 2372.vr. 1bb.53 b: A.A. Rahmani;, Tari;h-i Alemara-yi Abbasi;, Baku 1960.s. 120. 125.126: “Dni gospodstva mensevikov v Gruzii (dokumenti i materiali)”, Sbornik sostavil G Devradiani, Gosizdat Ggruzii 1931. s. 231: G.V. Hacapuridze. K istorii Gruzii perveoy polovini XIX veka. Tbilisi 1950.s.11.35.36.41.54.56.75.254.259.260.274.540.542:N.A.Berdzenisvili v.dgr.. “Istoriya Gruzii”, Tsodno, Tbilisi 1960.s.140.141.143.145.146.149.151.153: M. R.Arunova- K.Z.Asrafyan. Gosudarstvo Nadir-saha Afsara: izdatelstvo vostocnoy literaturi. Moskva 1958.s.111.126.263: “Gruziya, Kratkiy istoriceskiy ocerk”, Metsniereba, Tbilisi 1966,s.32.33.36.38.40.41.43.45.53: I.G.Antelava v.dgr.. K voprosu o genezise i razvitii kapitalizma v selskom hozyastve i promislenosti Gruzii. Tbilisi 1967.s. 36.37: “Istoriya Gruzii”, Ucebnoye posobiye: Sabcota Sakartvelo. Tbilisi 1968,1.288.291.294.295.296.300.304: III.9.19.31.32.44.46.136.137: “Istoriya SSSR s drevneysih vremyon do nasih dney”, Nauka.Moskva 1968.IV. 84.89.406.412: S.S.Cikiya, “Osmanskiye yuridiceskiye dokumeni o kartli v pervoy polovine XVII veka”, Vostocnaya filologiya, Tbilisi 1969.I.165.182; a.mif.. “Firman Sultana Ahmeda II Bakura Bagrationi”, Gruzinskoye istocnikovedeniye,III. Tbilisi 1971.s.278.282: a.milf.. “Turetskiy sudebniy dokument-VIII veka”, pismenniye pamyatniki vostoka,Moskva 1972.s. 142.144: M.H.Svanidze. “Iz istorii gruzino-turetskih otnoseniy v XVI-XVII vv.”, Metsniereba,Tbilisi 1971.s.332.333.A.Ya.Pantshava.Voproso agrarnoy istorii Gruzii pervoy polovini XIX veka,izdatelstvo Tbilisskogo Universiteta. Tbilisi 1973.s.301.306: N.N.Sengeliya.Osmanskiye istocniki istorii Gruzii XV.Xix vv.. Tbilisi 1974.s.247.256.259.260: M.Fahrettin Kirzioglu. Osmanlilarin Kafkasellerini Fethi; 1451.1590, Ankara 1976.s.1.21.83.99.168.205.274.307.339.355; Uzuncarsili,Osmanli Tarihi,II.360.361; III-1.s.58.59.61.62.63.64.67;III-2.s.104 vd.: Suleyman Kocabas.Kuzeyden Gelen Tehdit: Tarihte Turk Rus Mucadeleki,Istanbul 1989,s.155.215.222: Bekir Kutukoglu. Osmanli-Iran Siyasi Munasebetleri: 1578-1612.Istanbul 1993,s.23.32.41.57.58.73.197.277: Nebi Gumus. Osmanli Devleti’nin Gurcisitan Siyaseti: 1808.1839 (yuksek lisans tezi.1993). MU Sosyal Bilimler Enstitusu: Peter Hodges. “The Georgians”, World Minorities. 1 (1977), s. 68.73; Mirza Bala. “Gurcistan”. IA.IV, 841.845;G.A. Dzidzariya. “Abhazskaya ASSR”, Sovetskaya Istoriceskaya Entsiklopediya. Moskva 1961.1. 53.58; M.K.Dumbadze-N.T.Nakasidze, “Adjarskaya ASSR”, a.e.. 1.28.211; N.I.Sturua-E.V.Hostaria. “Grunzinskaya SSR”,a.e.. 1.805.845; E.V.Hostaria. “Gruzinkkaya SSR”, Bolsaya Sovetskaya Entsiklopediya, Moskva 1972, VII-3.s.363.369; V.Minorsky-C.E.Bosworth. “al-Kurdj”, El2 (Ing.)V.493.497; Feridun Emecen, “Cildir Eyaleti”, DIA.VIII.300.301.
Husamettin M.Karamanli
Comment here