მუჰამმედ იუნუს ყაია – ქართველი მუსლიმებისმსახური და ისლამური მემკვიდრეობის დამცველი
ქართველმა მუსლიმებმა უდიდესი დანაკარგიგანიცადეს – გარდაიცვალა ჩვენი ძვირფასი ძმა, მუჰამმედ იუნუს ყაია. ის იყო არა მხოლოდღვთისმოშიში მორწმუნე, არამედ გულწრფელიმეგობარი, ღირსეული მუსლიმი და უანგაროქველმოქმედი.
მუჰამმედ იუნუს ყაიამ მთელი თავისი ცხოვრებაქართველი მუსლიმების მსახურებას მიუძღვნა. მასგათავისებული ჰქონდა ისლამისადმი სიყვარულითაღსავსე მისია და მთელი ძალისხმევა მისგავრცელებასა და განმარტებას მოახმარა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისლამურილიტერატურის ქართულ ენაზე გადმოთარგმნასა დაგავრცელებაში. მისი შრომის შედეგად ქართველმუსლიმებს 250-ზე მეტი ღირებული წიგნი დაგვრჩა, რომლებიც არაერთი თაობის განათლებას დარწმენის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
მოღვაწეობა, რომელიც მუდამ ცოცხალი დარჩება
მისი მოღვაწეობა იყო მაგალითი იმისა, თუ როგორშეიძლება ერთმა ადამიანმა თავისი მცდელობითადა თავდადებით უდიდესი სიკეთე მოიტანოსსაზოგადოებისთვის. ის იყო ნამდვილი მუჰაჯირი, რომელმაც ყოველგვარ კომფორტზე უარი თქვარწმენისა და მუსლიმთა მსახურებისთვის.
მისი სიცოცხლე იყო მუდმივი ბრძოლა – ცოდნისგავრცელება, მუსლიმთა გაძლიერება და ისლამისღრმა არსის ქართულ ენაზე გადმოტანა. ესყველაფერი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიცმან მთელი გულით იტვირთა. დღეს, როცა ესწიგნები მრავალი მუსლიმის განათლებასემსახურება, ნათლად ვხედავთ, როგორიმნიშვნელოვანი იყო მისი შრომა.
წასვლა, რომელმაც უდიდესი სიცარიელე დატოვა
მისმა გარდაცვალებამ უდიდესი დანაკლისიგამოიწვია ჩვენს გულებში. როცა მისი სახელიჩაგვესმის, ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვასგვიჩერებს. ცრემლები თვალებს გვივსებს დამდინარესავით მოიღვრება. ხსენებაზე ხმაგვიკრთება, სიტყვები გვეყინება. გული გვეწვის, ცეცხლივით გიზგიზებს სხეულში.
ეს არის წასვლა, რომელმაც ჩვენი ნაწილი წაიღო, მაგრამ უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა – მძიმე, თუმცა ფასდაუდებელი. მისი შრომა, მისიღვაწლი, მისი ცხოვრება ჩვენთვის დარჩა, როგორცგზამკვლევი და ლამპარი.
შევთხოვთ გამჩენს, რომ მას ყველა გადაცდომამიუტევოს და “ფირდევსი ეღ‘ლაში” დაამკვიდროს.
Muslim-Georgia საერთაშორისო საქველმოქმედოფონდი
ხელმძღვანელი
რეზო მიქელაძე
https://www.muslimgeorgia.com/
Comment here