სათაურებიხუტბა

ნუ დავხარჯავთ წყალს ზედმეტად!

ძვირფასო მორწმუნეებო!
ერთერთი უდიდესი ნეტარება, რომლის მნიშვნელობასაც ვერვაცნობიერებთ მანამ, სანამ მის ნაკლებობას არ ვიგრძნობთ, არისწყალი. წყალიეს არის უზენაესი ალლაჰის მიერ ზეციდან სუფთადგარდმოსული წყალობა, რომელსაც მა განსაწმენდ საშუალებადდაადგინა და რომელიც წყალობისა და სიკეთის წყაროა. აიათი, რომელიც ხუტბას დასაწყისში წავიკითხით გამჩენი გვამცნობს:რას იტყვით წყალზე, რომელსაც სვამთ? განა თქვენგარდმოავლინეთ იგი ღრუბლებიდან, თუ ჩვენ ვართზეგარდმომვლენი? რომ გვენება დავადგენდით მას მწარედ. მაშ, კვლავ არ იქნებით მადლიერნი?“ (სურა ვაყიღეთი, 68-170)

ამით შეგვახსენეს, რომ წყალი ალლაჰის უდიდესი ნეტარებაა.

ძვირფასო მორწმუნეებო!
წყალი მხოლოდ პირადი საჭიროება კი არა, არამედ სოციალურიუფლებაც არის. ყოველი ადამიანის, უფრო მეტი, ყოველი ცოცხალიარსების უფლებაა, ჰქონდეს წვდომა ჯანსაღ და საკმარის წყალზე. რადგან ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეებისთვის გამჩენმაწყალი სიცოცხლის წყაროდ დაადგინა. წყალი არ არის შეუზღუდავირესურსი, რომელსაც ადამიანი როგორც უნდა ისე მოიხმარს. იგიღვთიური ამანათია; გვეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედმომავალ თაობებსაც. ამიტომ წყლის ზომიერად გამოყენება, დაცვადა სამართლიანი განაწილება ჩვენი რელიგიური, ადამიანური დასინდისის ვალდებულებაა.

წყლის ზღვარგადასული ხარჯვა ნიშნავს ყოველი ქმნილებისუფლებების დარღვევას; ეს არისისრაფი“, რომელიც აკრძალულია(ჰარამია). უზენაესი ალლაჰი ამბობს:

وَكُلُوا وَاشْرَبُوا وَلَا تُسْرِفُواۚ اِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْرِف۪ينَ

ჭამეთ და სვით, და არ გადახვიდეთ ზღვარს, უეჭველად, მას არუყვარს ზღვარგადასულნი.“ (სურა აღრაფი, 31)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ხელის დაბანისას, კბილების გამოხეხვისას, წვერის გაპარსვისას, აბაზანის მიღებისას, ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვისას წყლისსაჭიროებაზე მეტი გამოყენებაზღვარგადასულობაა. ჩვენმაშუამავალმა (...) ერთხელ შენიშვნა მისცა ერთ საჰაბეს, რომელიცაბდესის დროს ზედმეტ წყალს იყენებდა და უთხრა:

მდინარის პირასაც რომ იდგე, ზედმეტი ხარჯვა მაინცზღვარგდასულობაა.“ (იბნი მაჯე, ტაჰარეთი, 48)

სახლში, პარკში, ბაღში, მინდორში, სამსახურში, სკოლაში თუქუჩაშისადაც და რისთვისაც არ უნდა ვიყოთ, წყლის უყაირათოხარჯვა ფუფუნებაა. მორწყვაში დროის დაუცველობა, სხვისი წყლისმითვისება, ან საერთო წყლის თავის სასარგებლოდ უკანონოდგამოყენებაეს არის სხვის უფლებაში შეჭრა და მძიმე ცოდვა.

სუფთა წყლის დაბინძურება საწარმოო ნარჩენებით, ქიმიურისასუქებით, წამლებით ან ნაგვით; დაბინძურებული წყლისმდინარეში, ტბაში თუ ზღვაში გადაღვრა მისი გაწმენდის გარეშენიშნავს ადამიანებისა და ცოცხალი არსებების სიცოცხლისსაფრთხეში ჩაგდებას –  რაც ჰარამი.

ძვირფასო მორწმუნეებო!
არავის აქვს უფლება თქვას: „მე მაქვს შესაძლებლობა, ამიტომრამდენსაც მინდა იმდენს დავხარჯავ, რამდენსაც მინდა იმდენჭაბურღილს გავბურღავ.“ რადგან წყალი არ არის ძლიერებით, ფულით ან ტექნოლოგიით მოპოვებული ნეტარება; იგი ალლაჰისწყალობის გამოვლინებაა. თუ ალლაჰს არ ნებავს, რომ წყალი იყოს, რომელი ტექნოლოგია ზემოავლენს მას ციდან? თუ ალლაჰი არინებებს, რომელი ძალა შეაჩერებს წყლის გაქრობას მიწისსიღრმეში? ალლაჰის შეგონება ცალსახაა:

قُلْ اَرَاَيْتُمْ اِنْ اَصْبَحَ مَٓاؤُ۬كُمْ غَوْراً فَمَنْ يَأْت۪يكُمْ بِمَٓاءٍ مَع۪ينٍ

უთხარი: რას ფიქრობთ, თუ თქვენ წყალს შთანთქავს მიწა, მაშინ ვინ მოვა თქვენთან წყაროს წყლით?“ (სურა მულქი, 30)

ძვირფასო მუსლიმებო!
გვალვის, გარემოს დაბინძურებისა და გაუთვალისწინებელიხარჯვის გამო სუფთა წყლის მარაგი დღითიდღე მცირდება. ასეთდროს ჩვენი მოვალეობაა: ვიდრე მიწები უდაბნოდ იქცევა, ხეებიგახმება და წყლები დაიკარგება, მივიღოთ საჭირო ზომები; წყალიზომიერად და პასუხისმგებლობით გამოვიყენოთ; წყლის არც ერთიწვეთი არ დავხარჯოთ უმიზნოდ; არ დავაბინძუროთ წყაროები დამათი შემოგარენი; დავრგოთ ხეები, შევქმნათ ახალი ტყეები, რომლებიც დაიცავს წყალს.

უზენაესმა ალლაჰმა უხვი და ბარაქიანი წვიმები გარდამოავლინოსჩვენს მთებსა და ველებს, ხეობებსა და გამშრალ მიწებს. შუამავალი(...) ბრძანებს: ყოველგვარი ქებადიდენა ალლაჰს ეკუთვნის, რომელმაც დაგვაპურა, დაგვარწყულა, შეგვიფარა!“ (მუსლიმი, ზიქირი, 64)

 

 

Comment here