ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა ადამიანი გააჩინა, როგორც ყველაზე აღმატებული არსება დედამიწაზე და ის რწმენით, გონებითა და თავისუფალი ნებით დააჯილდოვა. ღმერთმა ადამიანს უწყალობა შესაძლებლობა თავისი პიროვნება სამართლიანობით, სიკეთით, სიყვარულითა და საუკეთესო ზნეობით შეემკო. ეს შესაძლებლობა კი წმინდა ყურანისა და შუამავლის სუნას გზაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენა არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც მუსლიმის პიროვნებას აყალიბებს, მის ღირსებას იცავს, იდენტობას განსაზღვრავს და ამქვეყნიურ ცხოვრებასა და საიქიოში ბედნიერებას მოუტანს. რწმენა მხოლოდ ცარიელი სიტყვა არ არის. რწმენა ჩვენი ქცევების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. რწმენა ცხოვრებისეული განსაცდელის წინაშე ჩვენი სიმტკიცის საფუძველია. ყველა გაჭირვებას რწმენით ვუმკლავდებით. ჩვენი შფოთვები რწმენით განეიტრალდება.როდესაც რწმენა გაგვაჩნია, მწუხარება სიხარულში, შიში კი სიმშვიდეში განიქარვება. როცა რწმენა გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ძმობისა და ერთიანობისათვის.
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მუსლიმის პიროვნებას აყალიბებს, ღვთისმსახურებაა. ღვთისმსახურება ჩვენი მადლიერების გამოხატულებაა ჩვენი უფლის მიერ ბოძებული წყალობისათვის, როგორც ამას ჩვენი რწმენა მოითხოვს. ღვთსმსახურება ჩვენი გაჩენის მიზანს შეგვახსენებს. ის აძლიერებს ჩვენს თავისუფალ ნებას და გვიცავს ბოროტებისგან, ამავდროულად კი კეთილი საქმის კეთებისკენ გვიბიძგებს. ის ნერგავს ჩვენში ცნობიერებას, რომ ჩვენ ყოველთვის უზენაესი გამჩენის მეთვალყურეობის ქვეშ ვართ.
ღვთისმსახურება მხოლოდ ისლამის ხუთი პირობით არ შემოიფარგლება. ყველაფერი, რასაც ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით ვაკეთებთ, ღვთისმსახურებაა. მუსლიმი ვალდებულია აღასრულოს ღვთისმსახურება და ვერ გამოტოვებს თუ ამისათვის რელიგიურად ლეგიტიმური მიზეზი არ გააჩნია. შეგახსენებთ ყურანის აიათს: „თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“ (ჰიჯრ, 15/99) ამას ადასტურებს შუამავლის ცხოვრებაც. ის რთული განსაცდელის ჟამსაც ღვთისმსახურებას ყოველთვის ასრულებდა.
ძვირფასო მორწმუნენო!
მუსლისიმი პიროვნების ჩამოყალიბების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი ზნეობაა. საუკეთესო ზნეობა სათნოებაში, სიკეთესა და რწმენაში გამოიხატება. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვისაც სიკეთის კეთება უხარია და ავის ქმნისას დარდობს, მორწმუნეა“. (იხ. იბნ ჰანბელი, 4. 399)
ამაღლებული ზნეობა მშვიდობიანი ცხოვრებისა და სოციალური სიმშვიდის გარანტია. საზოგადოებაში, სადაც მორალური ფასეულობები არსებობს და ძლიერდება, ჭარბობს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიმართლე, პატიოსნება, უმანკოება, ღვთისმოსაობა, თანაგრძნობა და შემწყნარებლობა. საზოგადოებაში, სადაც ზნეობრივი ფასეულობები იკარგება, სამართლიანობას სისატიკე ანაცვლებს, ხოლო შემწყნარებლობას ბოროტება ცვლის. სადაც ზნეობა არ არის, იქ არ არსებობს ჰალალი და ჰარამი. ასეთ დროს ყველგან ბოროტება გამეფდება.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში როდესაც იკარგება ცოდნა, სიბრძნე და სათნოება და მათ მაგივრად გავრცელებულია უმეცრება და ძალადობა. იგნორირებულია ადამიანის პატივი და ღირსება. უკიდურესი ეგოიზმი და მატერიალიზმი, რომლებიც გავლენას ახდენს სოციალურ ცხოვრებაზე, საფრთხეს უქმნის ყველას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს. ასეთ დროს ჩვენი მოვალეობაა მივყვეთ შუამავლის მიერ გაკვალულ გზას, რომელმაც უმაცარი საზოგადოება სულიერად აღამაღლა და საუკეთესო გზაზე დააყენა. მათი ცხოვრების პერიოდს ბედნიერების ხანა ეწოდა. ჩვენი მოვალეობა შუამავლის გზავნილი თანამედროვეობაში გადმოვიტანოთ და მომავალ თაობებს ვასწავლოთ. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ნეტარება და საუკეთესო თავშესაფარი!“ (რად 13/29)
სწორედ ეს არის ის ჯილდო,რომელსაც მორწმუნენი საიქიოში მიიღებენ. მორწმუნე ადამიანი ცოდვას არ ჩაიდენს და ცდილობს ალალი სარჩო მოიპოვოს. საამისოდ კი ჯილდოს უზეაესი გამჩენისგან ელის. მორწმუნე მომთმენია. ის ყოველთვის სიკეთის მხარესაა და ცდილობს ბოროტებას წინ აღუდგეს.
Comment here