წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ. თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ“. (ბაყარა 2/11-12)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც სარწმუნოებას ბოროტად იყენებს და ამქვეყნიურისთვის სარგებლობს. რა ცუდია ადამიანი, რომელიც სურვილებსა და ცდუნებებსაა აყოლილი და გზას ასცდენია“. თირმიზი, „სელათულ ყიამე“, 17)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთის, ჩვენი სახელმწიფოს სიბრძნისა და ჩვენი ერის გამბედაობის დახმარებით, მომავალ ორშაბათს აღინიშნება ჩვენი გამარჯვების მერვე წლისთავი გლობალური ბოროტების ცენტრებისა და მათთან კავშირში მყოფი ფეთოს წინააღმდეგ. როგორც ისტორიის ყველა პერიოდში, 15 ივლისის ღამეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავდექით ერთად და ამ ერთანობით გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ ერთიანობას თან ახლდა მინარეთებიდან გაჟღერებული სელა. როგორც ეროვნული პოეტი ამბობს, ეს არის ღირსების თაობა და ამ ხალხმა ღირსების დაცვის გზით, ყველამ ერთად ჩავშალეთ ის ბინძური თამაშები. 15 ივლისი არის უკანასკნელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი საყვარელი ერი არავის დაემორჩილება და მჩაგვრელებს არასოდეს მოუხრის ქედს. 15 ივლისი არის დიდებული წინააღმდეგობა, რომელშიც სიმტკიცემ და გამბედაობამ დამცირებასა და სიმხდალეზე გაიმარჯვა.
ძვირფასო მორწმუნენო!
15 ივლისის ღალატი, სადაც ამ დაჯგუფებამ ბოროტად გამოიყენა ჩვენი რწმენა, ჩვენი რელიგიური გრძნობები, ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობები და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა განიზრახა. ის საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. მათ ისლამის ძირითადი ცნებები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს. მათ ახალგაზრდები ოჯახებს მოწყვიტეს და ეროვნული თვითშეგნება წაართვეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალი სამშაბათი დღე აშურაა. ამ დღესთან დაკავშირებით, აშურას წინა და შემდგომი დღის ჩათვლით მარხვის დაცვა შუამავლის რჩევაა. ეს დღე ასევე დიდ ტრაგედიას უკავშირდება. ამ დღეს შუამავლის ძვირფასი შვილიშვილი, ჰზ. ჰუსეინი, სამოცდაათზე მეტ მართლმორწმუნე მხლებელთან ერთად, ქერბელაში უმოწყალოდ დახოცეს. მიუხედავად იმისა,რომ მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, ისლამური სამყარო ამ ტრაგედიას ვერ ივიწყებს და ისევ დიდი გულისტკივილით აღნიშნავს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ქვეყნის მტრები ისევ ცდილობენ ჩვენს შორის უთანხმოების თესლი გააღვივვონ. ისინი საამისოდ ისევ ჩვენი რელიგიური გრძნობების გამოყენებას ცდილობენ. ამიტომ, შევეცადოთ, რომ რელიგიური ცოდნა სანდო წყაროებისგან მივიღოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა ის საფრთხე, რაც შეიძლება მათგან მოდიოდეს. მოდით, ჩვენს შვილებს ჯანსაღი და სწორი რელიგიური ცოდნა მივცეთ, რომელიც ყურანისა და სუნას წყაროებზე იქნება დაფუძნებული. მოდი ვიყოთ ფხიზლად მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს უთანხმოების და ბოროტების გაღვივება და ახალი ქერბელას ტრაგედიის განმეორება.
გამომდინარე აქედან, ყურადღება, გონიერება და განჭვრეტის უნარი გვმართებს. ჩვენი ეროვნული და რელიგიური ღირებულებების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი მცდელობა აღარ უნდა დავუშვათ. ამ გზაზე ყურანის მოძღვრება და შუამავლის მეგზურობა დაგვეხმარება. ჩვენი სარწმუნოება სანდო წყაროებისგან უნდა შევისწავლოთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, რათა სამშობლოს უსაფრთხოება, სახელმწიფოებრიობა და მშვიდობა შევინარჩუნოთ.
ყოვლისშემძლე ღმერთმა ყოველთვის გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და გაახაროს ჩვენი საყვარელი ერი. არ მივცეთ საშუალება მათ, ვინც მიზნად ისახავს ჩვენს ერთობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს. დაე, ჩვენი უსაფრთხოების ძალები ყოველთვის იყვნენ გამარჯვებულები უფლებებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში.
Comment here