
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი დიადი სარწმუნოების – ისლამის – ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ლოცვის აღსრულებაა. ლოცვა არის ღვთის ბრძანება ყველა შუამავალისა და მათი თემებისთვის. ის არის რელიგიის საყრდენი, მორწმუნის ზეამაღლება და რწმენის პრაქტიკული გამოხატულება. ლოცვა მშვიდობის, მორჩილების და ღვთისადმი მსახურების სახეა. როდესაც იგი სრულდება მისი ყველა პირობისა და წესის დაცვით, მაშინ ლოცვა სულს ასუფთავებს, ჩვენს სიცოცხლეს სიკეთესა და წყალობას მატებს, ოჯახებში სიმშვიდე მოაქვს. ის გვაშორებს ამქვეყნიურ სიხარბესა და გამორჩენის სურვილს, დასნეულებულ გულებს სიმშვიდეს ანიჭებს და გვასწავლის როგორ დავდგეთ სირთულისა და გასაჭირის წინაშე მოთმინებით.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ლოცვა მხოლოდ გარკვეული მოძრაობების შესრულება კი არაა. ის ცხოვრების გზას გვიჩვენებს, ჭეშმარიტ გზაზე გვამყარებს. ლოცვას როდესაც ვიწყებთ „თექბირით“, ვაცხადებთ, რომ ალლაჰის გარდა არავინ არის სათაყვანებელი, არავინ არის ღმერთი. „ყიამში“ ვდგებით სიმართლის გვერდით და ვაღიარებთ, რომ არასოდეს დავთანხმდებით სიცრუესა და უსამართლობას. „ყირათში“ ვკითხულობთ ყურანს და ვაცხადებთ, რომ მისი საუკუნო გზავნილები ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა გამოვავლინოთ. „რუქუში“ ვაჩვენებთ, რომ სხვა არავის წინაშე არ მოვიხრით ქედს. „სეჯდეზე“ ჩვენ ვპოულობთ ღმერთთან სიახლოვის უდიდეს ბედნიერებას. ხოლო „სელამით“ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ენა და ხელი არავის ზიანს არ მიაყენებს.
ძვირფასი მორწმუნეებო!
ჩვენი შუამავალს ლოცვა არასოდეს მიუტოვებია. მიუხედავად მძიმედ ავადმყოფობისა, მას მეჩეთში და ჯემაღ’ეთით ლოცვაზე თავი არ დაუნებებია. ალლაჰის რჩეული (ს.ა.ს.) ლოცვას ფარად მიიჩნევდა. იგი თავის დღეს მფარველი ანგელოზების მოწმე დილილის ლოცვით იწყებდა და ბრძანებდა: „ვინც დილილის ლოცვას აღასრულებს, ის ალლაჰის მფარველობის ქვეშ იქნება.“ (მუსლიმი, მესაჯიდი, 262)
ლოცვის გამოტოვებას კი დიდ დანაკარგად მიიჩნევდა და აფრთხილებდა: „ვინც სამხრობის ლოცვას გააცდენს, თითქოს ოჯახი და ქონება დაეკარგოს.“(ბუხარი, მავაყითუს-სალათი, 14)
იგი (ს.ა.ს.) შეგვაგონებს: „ხალხს, რომ სცოდნოდა დილილის და ღამის ლოცვების ჯილდო, ისინი ხოხვითაც კი მეჩეთში გამოცხადდებოდნენ.“ (ბუხარი, ეზანი, 9)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) ცხოვრებაში ლოცვა არის ღმერთთან კავშირის სიმტკიცე, ხოლო მეჩეთი – ამ კავშირის სახლი. მან (ს.ა.ს.) ბრძანა: „თუ ვნახავთ ადამიანს, რომელიც მუდამ მეჩეთში ლოცვას აღასრულებს, მისი რწმენა დაამოწმეთ!“ (თირმიზი, იმანი, 8)
ამით მიანიშნა, რომ ლოცვა და მეჩეთი ერთი მთლიანობის ორი ნაწილია და ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია. მართლაც, მეჩეთები ღვთის სახლებია, ქაღ’ბას ნაწილკ, ჩვენი ქალაქების გული და ჩვენი ცივილიზაციის საძირკველი. ისინი მშვიდობისა და თანხმობის სიმბოლოებია. მეჩეთში გვერდიგვერდ მდგარი მორწმუნეები ძმობას განამტკიცებენ და სწორი ცოდნით ცხოვრებას დაამშვენებენ.
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ადამიანი სიამოვნების, სიჩქარის, ზედმეტი მოხმარებისა და მარტოობის ტყვეობაშია, მეჩეთი და ლოცვა მისთვის სუნთქვისა და სიმშვიდის წყაროა. ისინი საზოგადოებრივ მშვიდობას ამყარებენ. ჩვენს შვილებსა და ახალგაზრდებს მტკიცე პიროვნებად აყალიბებენ, პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებენ, იცავენ მათ მავნე ჩვევებისა და დამღუპველი იდეოლოგიებისგან და ალლაჰის მადლით მათი ოჯახების, საზოგადოების და კაცობრიობის სარგებლად აქცევენ.
ამრიგად, მორჩილებით ვუპასუხოთ უზენაესი გამჩენის სიტყვებს:
وَأْمُرْ أَهْلَكَ بِالصَّلَاةِ وَاصْطَبِرْ عَلَيْهَاۜ لَا نَسْـَٔلُكَ رِزْقاًۜ نَحْنُ نَرْزُقُكَۜ وَالْعَاقِبَةُ لِلتَّقْوٰى
„უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და თავადაც მომთმენი იყავი მასზე. ჩვენ შენგან სარჩოს არ ვითხოვთ, ჩვენ გასაზრდოებთ შენ. საბოლოო წარმატება ღვთისმოშიშებს ეკუთვნით.“ (ტაჰა, 20/132)
მომთმინებით, სიყვარულითა და კეთილი სიტყვით მივაჩვიოთ ჩვენი ოჯახი ლოცვას. არასოდეს შევაკავოთ შვილები თუ ჩვენი ქვეშ მყოფები ლოცვისგან საზრდოს მოპოვების მიზეზით. არ დაგვავიწყდეს, რომ ღვთის რჩეული (ს.ა.ს.) დილილის ლოცვაზე წასვლისას თავის ქალიშვილს, ფატიმას და სიძეს, ალი იბნი ები თალიბს ლოცვისთვის აღვიძებდა. (თირმიზი, თეფსირულ-ყურანი, 33) ასევე არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი შუამავალი (ს.ა.ს.) შეგონებდა: „ლოცვას ყურადღება მიაქციეთ!“ (იბნი მაჯე, ჯენაიზი, 64)
ძვირფასო მუსლიმებო!
ხუტბას კი სურა ანქებუთის 45-ე აიათით დავასრულებ: „წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან და აღასრულე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავენს და უკეთურს. რა თქმა უნდა ალლაჰის გახსენება უმნიშვნელოვანესია. ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!” (ანქებუთი, 29/45)





Comment here