
ძვირფასო მუსლიმებო!
მშვიდი საზოგადოების გარანტია ძლიერ და მყარ ოჯახია. ოჯახი არის ბედნიერებისა და სიყვარულის კერა, რომელიც აგებულია კანონიერი ქორწინებით, ანუ რომელთა ქორწინებაც არ არის აკრძალული რელიგიით. ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უძველესი და მდგრადი ინსტიტუტია. ეს არის უნიკალური სკოლა, სადაც ყალიბდება რწმენა, იდენტობა და პიროვნება და სადაც ეროვნული და სულიერი ღირებულებები გადაეცემა მომავალ თაობებს.
როგორც ჩვენი ყოვლისშემძლე გამჩენი ბრძანებს იმ აიათში, რომელიც ხუტბის დასაწყისში წავიკითხე: „მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი. 30/21)
რაც ცხადყოფს, რომ ოჯახი არის სიყვარულის, პატივის, სითბოსა და თანაგრძნობის ადგილი.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ოჯახური ზნეობის ყველა სილამაზე და დახვეწილობა ჩვენი შუამავალისგან (ს.ა.ს.) ვისწავლეთ. ალლაჰის მაცნე (ს.ა.ს.) უაღრესად მოწყალე და კეთილი იყო თავისი ოჯახის მიმართ. სიკეთე აშკარა იყო მის ყველა სიტყვასა და ქცევაში. მას არასდროს უთქვამს ცუდი სიტყვა ოჯახის არცერთი წევრისთვის და არც არასდროს განუწყენებია არცერთი. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ყოველთვის გამოხატავდა სიყვარულს თავისი ცოლის, ხატიჯას მიმართ, შემდეგი სიტყვებით: „მე მისი სიყვარულით დავჯილდოვდი“. (მუსლიმი, დედაილუს-საჰაბე, 75) ასევე ჰადისში გვამცნობს: „ღმერთის კმაყოფილების მოპოვებისთვის, რასაც ოჯახისთვის დახარჯავ, ყველაფერში მადლს მიიღებ.“ (ბუხარი, ჯენაიზი, 36; მუსლიმი, ზექათი, 48)
ძვირფასო მორწმუნეებო!
თუ ყურანისა და სუნნეთისეულ ზნეობრივ ფასეულობებს განბუდგებით, ოჯახები დარჩებიან მშვიდობისა და ბედნიერების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს, ოჯახის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქალების გაუცხოებას ისეთი წმინდა ღირებულებებისგან, როგორიცაა დედობა და მამაკაცები მამობისგან, და შეასუსტონ ქალისა და მამაკაცის როლები ოჯახში. ისლამის მიერ აკრძალული, ბუნების საწინააღმდეგო გადახრები, ქორწინების გარეშე ურთიერთობები ნორმალურად არის წარმოდგენილი; ქორწინება კი ტვირთად არის წარმოდგენილი. თუმცა, ქორწინება და ოჯახის შექმნა ღვთის ბრძანება, ჩვენი შუამავალის სუნნეთი და ბუნებრივი მოთხოვნა. ისინი აუცილებელია შთამომავლობის, თემისა და ერის გაგრძელებისთვის. ღვთის შუამავალი (ს.ა.ს.) დაქორწინებისკენ მოგვიწოდებს: „ქორწინება საუკეთესო საშუალებაა, რომ აკრძალულს განერიდოთ და სიწმინდე შეინარჩუნოთ“. (ბუხარი, ნიქაჰი, 3; მუსლიმი, ნიქაჰი, 1)

ძვირფასო მორწმუნეებო!
არ უნდა ხდებოდეს მრუშობისკენ მიმავალი გზების ლეგიტიმაციის მცდელობა, რაც ანგრევს სიწმინდესა და მოკრძალებას და რყვნის თაობებსა და საზოგადოებას; სიშიშვლე არ უნდა იყოს წარმოჩენილი ცხოვრების ნაწილად. ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა იყოს წარმოჩენილი ნორმალურად, ძალადობრივი ურთიერთობები და განქორწინებები არ უნდა იყოს წარმოჩენილი ჩვეულებრივად.. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრუშობა, ალკოჰოლი და აზარტული თამაშები ჩვენი რელიგიით აკრძალულ უდიდეს ცოდვებს შორისაა. ყოვლისშემძლე გამჩენის შეგონებები ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ნათელია: „არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.“ (ისრა, 17/32)
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს ოჯახის სტრუქტურა გლობალური ლობისტების, პირადი ინტერესებისა და იმპერიალისტური ძალების ალყაშია, როგორც არასდროს. ამ ბოროტმა ძალებმა თავიანთ მიზნად დაისახეს ოჯახური კავშირების შესუსტება, თაობებისთვის ინდივიდუალურობისა და იდენტობის წართმევა და მათი ძირითადი ღირებულებებისგან განცალკევება. ამიტომ, ოჯახის შექმნა, დაცვა და გაძლიერება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა; ეს არის რწმენის, სინდისისა და განათლების მქონე ყველა ადამიანის რელიგიური, მორალური და ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა. მართლაც, ჩემი ხუტბის დასაწყისში წაკითხულ ჰადისში, შუამავალმა მუჰამმედმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „საკმარისი ცოდვაა ადამიანისთვის ოჯახის წინაშე თავისი პასუხისმგებლობის უგულებელყოფა“. (ებუ დავუდი, ზექათი, 45)
ძვირფასო მუსლიმებო!
ამ დროს, როდესაც ოჯახური ღირებულებებს ძირს უთხრიან, ჩვენი მოვალეობაა დავაფასოთ ჩვენი ოჯახი – ჩვენი სამოთხე დედამიწაზე, ჩვენი ციხესიმაგრე, ჩვენი უკანასკნელი თავშესაფარი. ოჯახურ ცხოვრებაში ჩვენ უნდა დავიცვათ დადგენილი ნორმები, როგორც ეს ღმერთმა დაადგინა, და დავეყრდნოთ ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) მორალურ ღირებულებებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ოჯახებში თაყვანისცემის გრძნობა განვავითაროთ ჩვენი ყოვლისშემძლე გამჩენის მცნების დაცვით: „და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე…“ (ტაჰა, 20/132) ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ქორწინებას, ოჯახის საფუძველს და წავახალისოთ ჩვენი ახალგაზრდები დაქორწინებისკენ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მნიშვნელოვანი დრო, რომელიც ჩვენს ოჯახებთან ერთად უნდა გავატაროთ ტელევიზორსა და ტელეფონში, შევინარჩუნოთ შიდა კომუნიკაცია, მოვუსმინოთ ოჯახის წევრების ემოციურ საჭიროებებს, არ შევუქმნათ ბავშვებს სითბოსა და სიყვარულის ნაკლებობა.
ხუტბა მინდა დავასრულო შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ვედრებით: „ღმერთო ჩემო, ყოველივეს გამჩენო! დამადგინე მე და ჩემი ოჯახი მათ შორის, ვინც გულწრფელია შენდამი, როგორც ამქვეყნიური, ასევე საიქიო საქმეებში“. (ებუ დავუდი, ვითრი, 25)





Comment here