სათაურებიხუტბა

ქველმოქმედება და ყურანის თვე რამადანი

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ უკვე რამადანის ბოლო ათეულში ვიმყოფებით. ეს დღეები „ითიქაფის“ დღეებია. მორწმუნეთა დედა, აიშა (რ.ა.) გვაუწყებს, რომ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) რამადანის ბოლო ათ დღეს ითიქაფში ატარებდა და რომ ყადირის ღამე სწორედ ამ დღეებში უნდა ვეძიოთ. (ბუხარი, ფედლულ ლეილეთულ ყედრი, 3.)ითიქაფი რამადანის სუნეთთაგანია. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, რამადანის ბოლო დღეები ლოცვითა და ფიქრით, მონანიებითა და მიტევების თხოვნით, ქებითა და მადლიერებით, ვედრებითა და ალლაჰის ხსენებაში გავატაროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ, როდესაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბიძის, აბბასის ვაჟი – აბდულლაჰი (რ.ა.), მეჩეთში ითიქაფში იმყოფებოდა, მან შეამჩნია ერთი დამწუხრებული ადამიანი, რომ იგი ვალის  გამო წუხდა, მაშინ აბდულლაჰმა შესთავაზა, მის მოვალესთან მისვლა და ამ საკითხის მოგვარება. მაშინ იმ კაცმა უთხრა: „ აბდულლაჰ! დაგავიწყდა, რომ ითიქაფში იმყოფები?“ აბდულლაჰმა (რ.ა.) მიუგო: „მე ალლაჰის შუამავალისგან (ს.ა.ს.) მოვისმინე: „ვინც მუსლიმის საჭიროებას მოაგვარებს, ეს მისთვის ათწლიან ითიქაფზე უფრო ფასეულია.“ (ბეიჰაყი, შუაიბულ-იმანი, 3, 424)

ძვირფასო მუსლიმებო!
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჩვენ უპირველესად დახმარებისა და თანადგომის კულტურას გვასწავლიდა. ამ ღირებულების ცოცხლად შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი საფუძველი ინფაქია-ქველმოქმედებაა. ინფაქი ნიშნავს ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით, მისი მონიჭებული მატერიალური და სულიერი სიკეთეების გაზიარებას. ეს არის ძალისხმევა სიკეთის გასავრცელებლად და ბოროტების აღმოსაფხვრელად. ერთმანეთის იმედად და ბედნიერად ყოფნაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
სიკეთეს ქველმოქმედების გარეშე ვერ მივაღწევთ. უზენაესი ალლაჰი გვასწავლის: ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი!“ (სურე ალ-იმრანი, 92) ქველმოქმდების მრავალი ფორმა არსებობს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა – ქალმაც და კაცმაც, მდიდარმაც და ღარიბმაც – შეიძლება განახორციელოს. ინფაქის ნაწილია ზექათი და სადაყა, რომელიც გაჭირვებულებთ უნდა მივცეთ. ასევე სიქველეა მეუღლისადმი სიყვარულის გამოხატვა, მოწყალების გამოჩენა შვილებისადმი, მზრუნველობა მშობლებისადმი. ქველმოქმედება ნიშნავს ნათესავებისა და მეზობლებისთვის სიკეთის გამოჩენას, ობლებისა და მზრუნველობამოკლებულთა მოვლა-პატრონობას. სიქველეა ავადმყოფების მონახულება, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში სტუმრობა, სხვისი ტკივილის გაზიარება. სიქველეა ვალის შემსუბუქება, ვისაც ვალი აქვს, და ახალგაზრდებისთვის ქორწინებაში დახმარება. სიქველეა ასევე ნიშნავს ჩვენი მოძმეების გვერდში დგომას, განსაკუთრებით კი  უდანაშაულო ხალხისთვის მხარდაჭერას და მოძალადეების წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის შენარჩუნებას.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც მატერიალიზმმა და ეგოიზმმა სამყარო მოიცვა. ბედნიერება მხოლოდ კომფორტში ეძებენ, ხოლო საზოგადოებაში ზედაპირული და ცრუ ფასეულობები დომინირებს. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ჩვენი საკუთრება მხოლოდ დროებითი ამანათია, რომელიც გამჩენმა მოგვმადლა. ჩვენი ცხოვრება ერთ დღეს დასრულდება, ხოლო ჩვენი ქონება სხვებს დარჩება. ამიტომ,  რამადანის თვე გამოვიყენოთ, ჩვენი ძმობა სიქველით გავამყაროთ, გავაძლიეროთ ერთობა, დავამტკიცოთ ალლაჰისადმი ჩვენი ერთგულება და გვერდში ამოუდგეთ გაჭირვებულებსა და ჩვენს ჯემაღ’ეთის წევრებს. მოდით, არ დავივიწყოთ ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვები: ვიდრე ადამიანი თავის ძმას ეხმარება, ალლაჰიც მას ეხმარება.“ (ებუ დავუდი, ედები, 60)

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ოთხშაბათს, ღვთის ნებით, უმრავლესობის აზრით ყადირის ღამეს მოვესწრებით. უზენაესი ალლაჰი გვამცნობს: უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი  ყადირის  ღამეს! რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე? ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!“ (სურა ყადირი, 1-5)

ყადირის ღამე ყურანის გარდამოვლენის ღამეა. ყურანი არის უზენაესი ალლაჰის ჩვენთვის გამოგზავნილი გზამკვლევი, რომელიც გვასწავლის ცხოვრების მიზანს და გვასწავლის ჭეშმარიტებას. მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კავშირი ყურანთან, გავითავისოთ მისი სწავლება და ცხოვრება მისეულ მითითებებზე დავაფუძნოთ.

Comment here