სათაურებიხუტბა

სისასტიკე უპასუხოდ არ დარჩება

ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„არ იფიქრო, რომ ალლაჰი უგულისყუროა იმის მიმართ, რასაც ურჯულონი აკეთებენ. მხოლოდ უვადებს მათ იმ დღემდე, როდესაც შიშით თვალები გაუცეცდებათ“(იბრაჰიმ 14/42)

ეს აიათი ჩაგრულთათვის იმედსა და ნუგეს წარმოადგენს, ხოლო მოძალადეებისთვის გაფრთხილება და მუქარაა. ის მოძალადეები, რომლებიც ამ მუქარას ყურს არ ათხოვებენ, ვერც ამქვეყნად და ვერც საიქიოში, სიმშვიდეს ვერ ეღირსებიან. ამქვეყნად დიდი მარცხი, ხოლო საიქიოში სასტიკი წამება ელოდებათ. როგორც ძვირფასი შუამავალი ბრძანებს: „განკითხვის დღეს, სისასტიკე სასტიკთათვის უკუნი სიბნელე იქნება“. &(იხ. ბუჰარი, „მეზალიმ“ 8)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ლმობიერების, შეწყნარებისა და სინდისის გრძნობები უკიდურესად დაჩლუნგებულია, ძალადობა და სისასტიკე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და მოძალადე უფრო მეტ თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე მსხვერპლი. ყოველგვარი სამართლიანობისა და ადამიანობისგან დაცლილი მოძალადეები პალესტინელ მოსახლეობას უმოწყალოდ ბომბავენ და არად დაგიდევენ ქალებსა და ბავშვებს. ამ გაუგონარი სისატიკის შედეგად უდანაშაულო პალესტინელები იღუპებიან. ცრემლითა და სისხლით ნაკვები ძალადობის შედეგად იერუსალიმში მცხოვრები მულიმები საკუთარი სახლებიდან გააძევეს და ცხოვრების უფლება წაართვეს. სალოცავის ხელშეუხებლობასაც კი არად აგდებენ და მესჯიდი აყსას შეურაცხყოფენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთსა და მოძალადეს შორის „ფარდა არ არსებობს“. (იხ. ბუჰარი, „ზექათ“ 3). ღმერთი საუკეთესო დამსჯელია და მოძალადეთა სასჯელის დღე აუცილებლად დადგება.

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე ადამიანი ზალადობის მომხრე ვერ იქნება და ძალადობას არასოდეს მიესალმება. მორწმუნე ძალადობის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს და მოძალადის მხარეს არ დადგება. მორწმუნის გული ბოროტებას არასოდეს შეეგუება. მორწმუნე ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის მხარესაა. მორწმუნე უსამართლობას ებრძვის და ძალადობის წინააღმდეგ მუდმივად უშიშრად დგას. მორწმუნე მოძალადის წინააღმდეგი, მსხვერპლისთვის კი იმედია. მნიშვნელობა არ აქვს ძალადობა სად ხდება, დედამიწის რომელ კუნჭულში. მორწმუნე ყველგან და ყოველთვის სიმართლის მხარესაა. მორწმუნე ჭეშმარიტების მიმდევარი, ჭეშმარიტებაზე მინდობილი ადამიანია. მან იცის, რომ სანამ სიმართლისა და სამართლიანობის გზაზე იქნება, ღვთის წყალობა არ მოაკლდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ბრძანებს: „ვინც რაიმე ბოროტებას იხილავს, ხელით გამოასწოროს; თუ საამისოდ ძალა არ ჰყოფნის სიტყვით გამოასწოროს; თუ ესეც არ შეუძლია, აღნიშნული ბოროტება გულით დაგმოს. ეს კი რწმენის მინიმალური მოთხოვნილებაა“. (იხ. მუსლიმ, „იმან“ 78)

გამომდინარე აქედან, ჩვენ ამ უსამართლობაზე ხმა უნდა ავიმაღლოთ, რადგან ამ სისასტიკის მსხვერპლთა გოდება ცას სწვდება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენს დაცაგრულ ძმებს მხარი უნდა დავუჭიროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის წყალობითა და ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით მოძალადეთა მხრიდან განხორციელებული სისასტიკე შეჩერდება და საბოლოოდ სიმართლე იზეიმებს.

ძვირფასო ძმებო!
დღეს რაც პალესტინაში ხდება, ჩვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს. დღეს ის დღეა, როდესაც გამჩენს ჩვენი გულწრფელობა და ერთგულება უნდა დავუდასტუროთ. დღეს ძვირფასი შუამავლის მიმდევრების ერთად დგომის დღეა. დღეს ჩვენს ძმებთან მხარში დგომის დღეა. მოდით ხელი გავუწოდოთ ჩვენს ძმებს და ჭროლობები დავუამოთ. დიად ღმერთს ვთხოვ მიიღოს თქვენი კეთილი საქმენი და მშვიდობა დაამკვიდროს დედამიწაზე.  

Comment here