საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ გასართობ ფესტივალზე ქააბას სილუეტის, როგორც შეურაცხმყოფელი მარტივი სცენის დეკორაციის გამოყენებამ, რაც შეუთავსებელია ისლამის ძირითად ფასეულობებთან და ამის რამდენჯერმე გამეორებამ ყველა მორწმუნე მუსლიმი ღრმად შეაძრწუნა.
მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს ასეთი არალეგიტიმური და ამორალური საქმიანობისთვის გამოყენება, ფაქტიურად, ისლამის სიწმინდეთა ხელყოფაა..
ქააბა მხოლოდ რომელიმე გვარის, ტომის, ერის ან სახელმწიფოს საკუთრება არ გახლავთ. ის ორი მილიარდი მუსლიმისთვის უდიდესი სიწმინდეა დედამიწაზე. ეს არის პირველი ადამიანისა და შუამავლის, ჰზ. ადამიდან მოყოლებული, შუამავალ მუჰამმედით დამთავრებული, ყველა შუამავლის წმიდა სალოცავია. ქააბა მონოთეიზმისა და მორწმუნეთა ერთიანობის უნიკალური ნიშანია. ეს არის მესჯიდ ალ-ჰარამი, ანუ პატივსაცემი და ხელშეუხებელია.
ისლამური სიწმინდის მიმართ უპატივცემულობის წინააღმდეგ წარმოქმნილი რეაქციის საპასუხოდ ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებები არასაკმარისი და შეუსაბამოა. ეს არათანმიმდევრული განცხადებები ცხადყოფს, რომ მათ ან საკმარისად არ იციან ქააბას მნიშვნელობა, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. კიდევ ერთი კატასტროფაა.საუდის არაბეთის სასულიერო მეცნიერთა დუმილი, რომლებიც წლების განმავლობაში ბავშვებისთვის ჰაჯისა და უმრას სწავლების პროცესში ქააბას მოდელის გამოყენებას კრძალავდნენ.
იმ ფაქტმა, რომ ისლამური სიწმინდის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა მოხდა მუსლიმი მოსახლეობის მკვლელობის ფონზე ღაზაში, მუსლიმებისთვის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ დღეებში, განსაკუთრებული გულისტკივილი გამოიწვია.
ქააბას დაცვა, რომელიც მუსულმანთა უდიდესი და წმინდა სიმბოლოა, ყოველი მორწმუნის ბუნებრივი უფლებაა, რომელსაც მთელი გონებით, გულითა და სულით სწამს.
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დიახაც, რომ წარმართები უწმინდურნი არიან. დაე, ამ წლის შემდგომ უწმინდურები არ მიუახლოვდნენ მესჯიდი ჰარამს. და თუ სიღატაკის გეშინიათ, თუკი ინებებს ალლაჰი, თავისი წყალობით გაგამდიდრებთ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია! (თევბე, 9/28)
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და სხვებს აცდენენ ალლაჰის გზიდან, გზას უღობავს მესჯიდი ჰარამისკენ, რომელიც ჩვენ დავადგინეთ ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, ცხოვრობენ ისინი იქ თუ მომთაბარეობენ; აგრეთვე მათ, ვინც უსამართლოდ შებღალავს იქაურობას, ვაგემებთ მწარე სასჯელს! (ჰაჯი, 22/25)
პროფ. მეჰმეთ გორმეზი




Comment here