სათაურებიხუტბა

მთელ მსოფლიოს მშვიდობისა და სიფხიზლისკენ მოვუწოდებთ

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულად მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს, რამეთუ იგი ცხადი მტერია თქვენი!“ (ბაყარა 2/208)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასეთ ვედრებას გვასწავლის: „ღმერთო! შენ ხარ მშვიდობის მომნიჭებელი. შენ ხარ ყოვლად მაღალი და წყალობის პატრონი“. (იხ. ებუ დავუდი, „ვითრ“, 25)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი უზენაესი რელიგია, ისლამი, მშვიდობისა და კეთილდღეობის რელიგიაა. ალლაჰის ერთ-ერთი დიდებული სახელ-თვისება “ეს-სალამია”. ჩვენი გამჩენი მშვიდობისა და კეთილდღეობის წყაროა. ის  თავის მსახურებს ისლამისა და მშვიდობის გზას გვიჩვენებს. უზენაესი გამჩენი ყველა შუამავლის საშუალებით მშვიდობისკენ მოგვიწოდებს.  სადაც არ არის მშვიდობა, იქ ომია. სადაც ომია, იქ სისხლი, ცრემლები, ჩამქრალი კერები, ობოლი ბავშვები, დანგრეული ოჯახები, დანგრეული ცივილიზაციები და დაკარგული იმედებია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ვინც ისლამს აღიარებს, მუსლიმი ეწოდება. მუსლიმი მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამცველი და განმახორციელებელია. მუსლიმი არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, ხელს უწყობს მშვიდობისა და ძმობის გარემოს შექმნას და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ნდობით სარგებლობს.  მუსლიმი არ შეიძლება დათანხმდეს უსამართლობას და ჩაგვრას. ის, მჩაგვრელს ვერასოდეს დაუჭერს მხარს. მას არ შეუძლია განცდილი პრობლემებისა და ტკივილის მიმართ გულგრილი დარჩეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
სიონისტი მჩაგვრელები, რომლებლაც სურთ ჩვენი სამყარო ცეცხლის ალში გაახვიონ, უდანაშაულო პალესტინელებს, ჩვილებსა და ქალებს, ჯერ ღაზაში, ახლა კი რაფაში ბომბებს უშენენ და ხალხს აიძულებენ მშობლიური ოჯახები მიატოვონ და დევნილებად იქცნენ.  ქალაქ რაფაში, მოწამეობრივად იღუპებიან ქალები და ბავშვები. კაცობრიობის ღირსება არა მარტო ამ ქალაქში ან კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ილახება, არამედ ეს უსამართლობა მთელ მსოფლიოს ეხება. ითელება სიცოცხლის, ქონებისა და ღირსების ხელშეუხებლობა. შეზღუდულია დაზარალებულთათვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებაც კი. გარდა ამისა, ზეწოლა გრძელდება არა მხოლოდ ღაზასა და რაფაში, არამედ, სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ძვირფასო მორწმუნენო!
კრიმინალები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც მოვიდნენ ასეთი ლოზუნგით “ჩვენ მოვიტანთ მშვიდობასა და დემოკრატიას მსოფლიოში”, მუსლიმთა წინააღმდეგ ყოველგვარ სისასტიკეს სჩადიან და ამ დროს  გამბედაობას მუსლიმთა დუმილისგან იღებენ. სამწუხაროა, რომ მუსლიმთა დეზორგანიზებულობა მჩაგვრელთა უგუნურობას დღითიდღე ზრდის. ჩვენს სამყაროს სჭირდება მშვიდობა და ზომიერება, ისე, როგორც არასდროს. ამის მიღწევის გზა მუსლიმთა სოლიდარობა და მათ შორის ძმობის კავშირების გაძლიერებაა.

მოდით, ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენზე დაკისრებული მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება მივაქციოთ. უზენაესი გამჩენი ბრძნებს:

მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ“. (ალი იმრანი 3/103)
გულისხმიერნი ვიყოთ ღვთიური ბრძანებებისა და ერთიანობა შევინარჩუნოთ. ნურასოდეს დავდგებით უსამართლოთა მხარეს, პირდაპირ იქნება თუ ირიბად. უსამართლობით დაჩაგრულ ძებს კი მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას ნუ მოვაკლებთ. უზენაესი გამჩენი თავის ნათელს მთელ სამყაროს მოჰფენს და დედამიწაზე ისევ მშვიდობა დაისადგურებს.  

Comment here