ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ–ერთი საჰაბი შუამავალს ეახლა და ჰკითხა: „ღვთის შუამავალო, ისლამის შესახებ ისეთი რჩევა მომეცი, რომ ამ საკითხში სხვაზე რაიმის კითხვა აღარ დამჭირდეს“. შუამავალმა უპასუხა:
„თქვი, რომ ღმერთის გწამს და იყავ მართალი“. (იხ. იბნ ჰანბელი 3, 413)
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანის გაჩენის მიზანი ღვთის წინაშე მონობაა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა ღვთის არსებობისა და ერთადერთობის რწმენა და ამ რწმენის შესაბამისად სწორად ცხოვრებაა. როდესაც რწმენა ადამიანის გულში ფესვს გაიდგამს, ის მის გრძნობებზე, აზროვნებასა და ქცევებზე დადებით გავლენას ახდენს. ასეთ დროს ადამიანი ბედნიერი და ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობს. მას ეუფლება სიმშვიდის განცდა და ამქვეყნიური და საიქიო ცხოვრების შესახებ იმედიანია. ის გულწრფელად სასოებს ღმერთს და ღვთიურ ჯილდოს ეზიარება.
ძვირფასო მუსლიმებო!
მორწმუნისათვის სწორი გზა გულწრფელი რწმენა და ღვთისადმი მიცემული პირობის ერთგულებაა. მორწმუნე ღვთისადმი მორჩილია და შუამავლის გზას მიჰყვება. მორწმუნის სიტყვა და საქმე ერთია. ის როგორც გამოიყურება, სინამდვილეშიც ისეთია.
სწორი გზა ურწმუნოებისგან შორს დგომა, ცოდვებისგან თავის შეკავება, ცდუნებებისა და მავნე ჩვევების მოთოკვაა. მორწმუნე ეშმაკის მიერ თავსმოხვეულ ცდუნებებს ებრძვის და იმარჯვებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მართალი მორწმუნე სიმართლის გზიდან არ გადაუხვევს. ის არასოდეს ამბობს ტყუილს. მორწმუნე სამართლიანი ადამიანია. ის უსამართლობისკენ არ გადაიხრება. მოწმუნე ყოველთვის დადებითი მიზნები გააჩნია და მუდამ ერთგულია. მისგან გამორიცხულია თაღლითობა და ორპირობა. მორწმუნე ადამიანი საქმეს საიმედოდ გააკეთებს და საეჭვო სიტუაციას ერიდება. მორწმუნე ადამიანი სხვათა მიმართ შემწყნარებელია, რადგან ღვთისადმი სიყვარული, გაჩენილთა სიყვარულს კარნახობს. ის არცერთ სულიერს არ მიაყენებს ტკივილს. მისი ცხოვრების გზა სწორი და სამართლიანია. მისთვის ღვთის კმაყოფილების მოპოვება ყველა მონაპოვარზე უფრო ძვირფასია. მან იცის, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და მისი ყოველი ნაბიჯი შესაბამისი განწყობითაა დაგეგმილი.
ხუტბას ბოლოს კი უზენაესის აიათს წაგიკითხავთ:
„უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი1, არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი“. (აჰქაფ 46/13)




Comment here