
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის რწმენის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა შუამავლების რწმენაა. ადამი პირველი ადამიანი და შუამავალი იყო. ადამიდან მოყოლებული შუამავალ მუჰამმედის ჩათვლით ყველა შუამავლის რწმენა ჩვენი რწმენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ისინი მოვლინებული იყვნენ, რათა ხალხისთვის ჩვენი ყოვლისშემძლე უფლის ბრძანებები და აკრძალვები ეცნობებინათ. კაცობრიობამ მათგან ისწავლა სიკეთისა და ბოროტების, სიმართლისა და სიცრუის, კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა.
ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ყველა შუამავალი, ჰზ. იესო ასევე არის ხვთის შამავალი, რომელიც ისლამს ქადაგებდა. მან ასევე კაცობრიობას აცნობა, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მონობა და მორჩილება მხოლოდ ხვთისადმი უნდა იყოს. ჩვენ გვწამს უფლის მიერ გამოგზავნილი ყველა შუამავლის და შესაბამისად გვწამს, რომ იესო არის ღვთის მსახური და მაცნე. ჩვენ გვიყვარს ის, როგორც ყველა შუამავალი. თუმცა, ჩვენ ვერ მივიღებთ ისტორიული პროცესის კვალდაკვალ შემოღებულ ცრურწმენებს, რომლებსაც შუამავალ იესოს უკავშირებენ და რომელიც მას არ უქადაგია. ასევე ვერ მივიღებთ ყველა იმ ცრურწმენას, ქცევებს და სიმბოლოებს რომლებიც ღვთის მიერ დაგმობილია.

ძვირფასო მორწმუნენო!
უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ერს აძლიერებს და მომავლისკენ მტკიცედ ატარებს, თავისი ეროვნული და სულიერი ფასეულობების ერთგულებაა. ერები, რომლებიც სხვა ერების ღირებულებებს საკუთარი ღირებულებების ნაცვლად იძენენ და სხვა ერების სიმბოლოებს საკუთარი სიმბოლოების ნაცვლად ითავისებენ, ვერ გადარჩებიან. საზოგადოებები, რომლებიც ივიწყებენ საკუთარს და ექცევიან უცხო კულტურების გავლენის ქვეშ, კარგავენ ისტორიას, ენას, რელიგიას და თავიანთ იდენტობას. შეგახსენებთ შუამავლის გაფრთხილებას: „ვინც სხვა თემს დაემსგავსება, მათთაგანია“. (იხ. ებუ დავუდ, „ლიბას“, 4)
ამრიგად, მიუღებელია ისეთი ტრადიციისა და სიმბოლოების გადმოღება, რომლებიც ისლამთან წინააღმდეგობაში მოდის და სულიერ ღირებულებებს უპირიპირდება.
ამასთანავე, შუამავალის დაბადების დღის აღნიშვნა მხოლოდ იმ ფარგლებში და რელიგიური წესების დაცვით უნდა განხორციელდეს, რასაც თავად შუამავალი გვასწავლის. გარდა ამისა, ნებისმიერი გართობა და ქცევა, რომელიც არ შეესაბამება ჰალალისა და ჰარამის სტანდარტებს და რელიგიურს საზღვრებს სცილდება, ჩვენს რწმენას ეწინააღმდეგება და შესაბამისად ცოდვაა. ასევე მიუღებელია საჩუქრებად ისეთი ნივთების გაცემა, რომლებიც ღაზაში უდანაშაულო ადამიანების გენოციდის მომწყობი აგრესორების მხარდამჭერი ფირმების მიერაა დამზადებული. არ მიეკაროთ ალკოჰოლს, რომელიც ბოროტების დედაა. არ ითამაშოთ აზარტული თამაში, რომელიც აქრობს კერას. მკაცრად მოერიდეთ მრუშობას, რომელიც არყევს ოჯახისა და საზოგადოების საფუძველს. არ მოეკაროთ ნარკოტიკებს, რომელიც ანადგურებს გონებას და ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მიზეზი, რის გამოც მუსლიმები ამ შეცდომებს უშვებენ, რომლებიც შეუთავსებელია მათ ღირებულებებთან და რწმენასთან არის ის, რომ ისინი ხდებიან ამქვეყნიური მისწრაფებების გავლენის ქვეშ და ღვთაებრივ პრინციპებს შორდებიან. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „თქვენს შორის ისეთებიც იქნებიან, რომლებიც წინარე ხალხთა ტრადიციებს და წესებს შეითვისებენ. უფრო მეტიც, თუ ისინი ხვლიკის სოროში შეძვრებიან, ესენიც უკან მიჰყვებიან“. (იხ. ბუჰარი, „ენბია“, 50) ასე რომ, მოდით მტკიცედ დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვხდის ისეთებად, როგორიც ვართ. მოდით, დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი, ახალგაზრდობა და შვილები ცრურწმენებისგან, არასწორი დამოკიდებულებებისგან და ქცევებისგან, რომლებსაც ადგილი არ აქვს ჩვენს რელიგიაში. გვახსოვდეს, ვინც ღვთის ბრძანებებს მიჰყვება, ამიერში სიმშვიდეს, საიქიოში კი ცხონებას ეზიარება.
ხუტბას ბოლოს კი ბაყარას სურას შემდეგ აიათს მოვუსმინოთ: „და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ იმათ რწმენას არ გაჰყვები. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): უეჭველად, ალლაჰის გზა ესაა გზა ჭეშმარიტი… (ბაყარა 2/120)





Comment here