როდესაც ყურანში ღმერთი განადგურებული ტომების შესახებ საუბრობს, ის ახსენებს ორ ტომს.
მათგან ერთ-ერთი ადის ტომია,
ხოლო მეორე ტომი სემუდის ხალხია.
ამ ტომების სახლეები ჩვენთვის უცხო არ გახლავთ.
ადისა და სემუდის ხალხი ღმერთის ბრძანებით განადგურდა.
სემუდის ხალხის შუამავალი ჰზ. სალიჰი იყო.
ღმერთმა შუამავალ სალიჰს ნიშნად სასწაულისა, მდედრი აქლემი მოუვლინა.
ხალხი შუამავალ სალიჰისგან სასწაულს ითხოვდა. ღმერთმა მას სასწაული მოუვლინა, მაგრამ ერთი პირობით.
წყალი, რომელიც თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზეა, კონკრეტულ დღეებში აქლემის იქნება და იმ დღეებში ვერც თქვენ და ვერც თქვენი პირუტყვი მას ვერ გამოიყენებს.
რადგანაც ეს გამოცდა იყო, აქლემიც ჩვეულებრივზე გაცილებით ბევრ წყალს სვამდა.
ერთ დღეს წყალი აქლემისაა,
ერთ დღეს-თქვენი.
ერთ დღეს აქლემს ეკუთვნის,
ერთ დღეს- თქვენ.
მოსახლეობის პირუტყვი უწყლობას ვერ იტანდა.
შეიკრიბა ცხრა ადამიანი და აქლემი მოკლეს.
საიდან ვიცი, რომ ცხრა ადამიანი იყო, განა დავითვალე?!
მათ რაოდენობას ყურანში ვკითხულობთ.

.ამ საქმის ჩამდენი ცხრაკაციანი დაჯგუფება იყო, მაგრამ
მე თქვენ მთელი ტომის ხალხზე გიყვებით.
სემუდის ტომის ხალხზე.
ღმერთმა იმ ცხრა კაცის დანაშაულის გამო
მთელი ტომის გაანადგურა.
რატომ?
დამნაშავე ცხრა ადამიანი იყო.
უდანაშაულოებს რა ბრალი მიუძღოდათ.
ღმერთი ამბობს ცხრა ადამიანი იყოოო,
თან მთელი ტომის ხალხს ანადგურებს.
მათი დანაშაული შემდეგი იყო:
ცხრა ადამიანმა ეს დანაშაული ჩაიდინა და ყველა დანარჩენი ამას დუმილით შეხვდა.
ისინი გაჩუმდნენ.
მათ ეს უსამართლობა გაამართლეს.
უსამართლობას წინ არ აღუდგნენ.
სწორედ ასეთ დროს მოდის სასჯელი.
სწორედ ესაა მაგალითი.
ღმერთი ღაზაში მიმდინარე უსამართლობას კაცობრიობას აუცილებლად აზღვევინებს.
ღმერთი, პირველ რიგში, ამ დუმილისთვის მუსლიმებს აზღვევინებს.
ამიტომ:
1- არ შეეხოთ ისრაელისა და ყველა იმ ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომლებიც ამ გენოციდს მხარს უჭერენ. ნუ გადაუხდით ფულს. ოჯახში ნუ წაიღებთ. სხეულში ნუ შეუშვებთ. ჩვენ შეიძლება რაღაც დაგვავიწყდეს, მაგრამ ღმერთი არაფერს ივიწყებს.
2- სულ მცირეც რომ იყო, ღაზას მოსახლეობის დასახმარებლად იზრუნეთ. თქვენს მიერ გაღებული ქველმოქმედება სანდო ორგანიზაციებს მიაწოდეთ, რათა სწორად იქნას გამოყენებული.
3- ყოველი მარხვის დღის დასასრულს, ჩვენი შვილების ერთად, ღაზაში მცხოვრები პალეტინელების გამო ღმერთს შევევედროთ და მათთვის დახმარება ვთხოვოთ.
როდესაც თორმეტი წლის გოგონას ეკითხებიან რა გენატრებაო, ის პასუხობს, რომ ყველაზე მეტად პური ენატრება.
თანაც, თეთრი პური მენატრებაო, ამბობს.
ჩვენ საუკეთესო საჭმელებით ვიკვებებით და ეს გოგონა უნდა გვახსოვდეს.
ისინი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბალახს ჭამენ.
ისინი ხომ ჩვენი ძმები არიან.
შუამავალმა იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმი აუცილებლად გათავისუფლდება.
იერუსალიმის გათავისუფლება სტამბოლიდან დაიწყება.
ღმერთო დალოცე ის დღე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღისთვის ემზადება.
მუსლიმგეორგია





Comment here