სათაურებიხუტბა

წყალობისა
და მიტევების პერიოდი:
სამთვეული

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდის წყალობისა და მიტევების სეზონი, როდესაც ჩვენი გულები კიდევ ერთხელ ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს. კიდევ ერთხელ მოდის წმინდა სამთვეული, მორწმუნეთა გულების გასახარებლად. წელსაც დადგა ნანატრი დრო და სამთვეული დაიწყო.  რეჯების თვის ბარაქა, შაბანის თვის წყალობა და რამადანის თვის მიტევება ჩვენ გველოდება. ამასთან დაკავშირებით შუამავლის ლოცვა-ვედრება გავიხსენოთ:

„ღმერთო, შეგვეწიე, რათა გახსენოთ, მადლიერება გამოვხატოთ და ღირსეული ღვთისმსახურება აღვავლინოთ შენდამი!“ (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 299)

ძვირფასო მორწმუენო!
მომავალი ხუთშაბათის პარასკევთან დამაკავშირებელი ღამე სამთვეულის პირველი ღამეა. ამ ძვირფას თვეებს რეგაიბის ღამით მივესალმებით.

უსასრულო დიდება ჩვენს ყოვლისშემძლე გამჩენს, რომელმაც ამ ძვირფასი თვეების ხილვა კიდევ მოგვასწრო. ჩვენმა ძვირფასმა შუამავალმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სამთვეულის პერიოდში, რათა ეს ძვირფასი დრო გონივრულად გამოვიყენოთ. ვლოცავთ და ვესალმებით ჩვენს ძვირფას შუამავალს და მის ოჯახს. გილოცავთ წმინდა სამთვეულისა და რეღაიბის ღამის მობრძაებას!

ძვირფასო მორწმუნენო!
სამთვეული მოწყალებისა და მიტევების სეზონია, რომელშიც ყოვლისშემძლე ღმერთი მორწმუნეებს უხვად სწყალობს. ეს არის ნაყოფიერი პერიოდი, როდესაც ჩვენ არაერთხელ ვუფიქრდებით ჩვენი გაჩენის მიზანს და განვაახლებთ ჩვენს მორწმუნეობრივ აღქთმას. სამთვეული გვთავაზობს შესაძლებლობას განვიწმინდოთ გონება და გული, რომელსაც ხანდახან ამბიციით და სიხარბით ვაბინძურებთ ხოლმე. ის გვახსენებს, რომ მთელი არსებით მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს გამჩენთან უნდა ვეძიოთ თავშესაფარი. ჩვენ უნდა მოვინანიოთ ჩვენი შეცდომები და ცოდვები. წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით. დაე, თქვენმა უფალმა დაფაროს თქვენი ცოდვები და შეგიყვანოთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება;…“ (თაჰრიმ, 66/8)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი გამჩენის შეწყალებისა და პატიების კარი ყოველთვის ღიაა. მაშ, შევიდეთ ამ კარებში რწმენით, თაყვანისცემით და კარგი ზნეობით და ეს სამი თვე  შესაძლებლობად გამოვიყენოთ. გამჩენის მადლი და წყალობა მორწმუნეებისთვისაა. ასე რომ, ამ პერიოდშ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ გაჭირვებულებსა და დაჩაგრულებს. გავიღოთ მოწყალება და გავზარდოთ ქველმოქმედება. გამჩემის წყალობა და თანაგრძნობა  მთელ სამყაროს მოიცავს. მაშ ასე, გავაძლიეროთ ჩვენი სიყვარული და ძმობა, ხოლო შური და მტრობა დავივიწყოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით ღვთისმსახურება და სიკეთე მხოლოდ გარკვეულ პერიოდს კი არ უკავშირდება, ის ჩვენი ცხოვრების ყველა წუთში უნდა აისახებოდეს. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“ (ჰიჯრი, 15/99)  

ასე რომ, ვიცხოვროთ რწმენით, გულწრფელობით, სიკეთითა და ღვთისმოსაობით სავსე ცხოვრებით, რათა მივაღწიოთ ორივე სამყაროს ბედნიერებას. ვეცადოთ, თაყვანისცემით გავანათოთ ჩვენი გულები, რომლებიც ამქვეყნიური ცდუნებებისა და ეგოიზმისგან ზოგჯერ დაბნელდება ხოლმე.  პატიება ვთხოვოთ გამჩენს ჩვენი შეცდომებისა და ცოდვებისთვის და ჩვენი სინანული გულწრფელი მონანიებით დავადასტუროთ. მოდით გავაგრძელოთ ჩვენი კეთილშობილური პოზიცია, რათა ბოლო მოეღოს ჩაგვრას და ძალადობას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით პალესტინაში, და ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დავეხმაროთ.

 

Comment here