სათაურებიხუტბა

ძლიერი საზოგადოების
მშენებლობაში
მშობლების როლი

ძვირფასო მუსლიმებო!
ერთხელ შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდა კაცი და უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! მინდა, ღვთიური ჯილდოს დამსახურებისთვის ჰიჯრასა და ჯიჰადში მივიღო მონაწილეობა.“ ამის პასუხად შუამავალმა (ს.ა.ს.) ჰკითხა:მშობლები ცოცხლები გყავს?“ კაცმა უპასუხა: „დიახ, ორივე ცოცხალია.“ მაშინ შუამავალმა (ს.ა.ს) მას ასეთი რჩევა მისცა: მშობლებთან დაბრუნდი და მათი გული მოიგე.“ (მუსლიმი, ბირრი, 1)

ძვირფასო მორწმუნეებო!
გამჩენის მიერ ჩვენზე მონიჭებული უმნიშვნელოვანესი წყალობა ჩვენი მშობლები არიან. დედა არის ის, ვინც ჩვენს გულში სითბოსა და სიყვარულის თესავს; ის არის პირველი მასწავლებელი, რომელიც გვასწავლის, როგორ განვასხვაოთ სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და სიცრუე, მართლწესრიგი და უსამართლობა. დედა არის ის, ვინც ოჯახს ამაგრებს, ვისაც შვილი უანგაროდ უყვარს და კაცობრიობას სასარგებლო თაობებს უზრდის.

მამა კი არის ვებერთელა მუხა, რომელსაც ცხოვრების სირთულეების დროს ვეყრდნობით. ის არის მტკიცე ციხესიმაგრე, რომელიც ყოველგვარი ბოროტებისა და საფრთხისგან გვიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, მშობლები ის უნიკალური ადამიანები არიან, რომლებიც მოთმინებით გვამზადებენ მომავლისთვის და რომელთა ადგილსაც ვერავინ შეავსებს. მათდამი პატივისცემა – ალლაჰისადმი პატივისცემაა. მათდამი მოკრძალება – ალლაჰისადმი მოკრძალებაა. მათი ვედრება სამოთხის გასაღებია, ხოლო მათი ისლამთან შესაბამისი სურვილები და რჩევები – სიმშვიდის წყარო.

ძვირფასო მუსლიმებო!
პასუხისმგებლიანი დედა უნდა იყოს ჰაჯერის მსგავსად, რომელიც მზად იყო, ნებისმიერი სირთულე გადაელახა თავისი შვილის, ისმაილის, მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის უნდა იყოს ფატიმას მსგავსი, რომელმაც აღზარდა ჰასანი და ჰუსეინი – შუამავალის (ს.ა.ს) ოჯახის უმშვენიერესი ყვავილები.

პასუხისმგებლიანი მამა კი უნდა დაემსგავსოს ნუჰს, რომელიც თავის შვილს ეუბნებოდა: „…და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს, რომელიც სანაპიროზე იდგა: „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან  ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“ (ჰუდი, 11/42) ის უნდა ჰგავდეს ლუყმანს, რომელიც შვილს არიგებდა: „ჰეი, შვილო ჩემო! უეჭველად, იგი რომც იყოს მდოგვის მარცვლის ტოლა და კლდეში ან ცათა შინა, ან ქვეყანასა ზედა შეინახო, ალლაჰი მას ცხადყოფს…“ (ლუყმანი, 31/16) ის უნდა იყო ისეთი მამა, რომელიც თავის შვილს ანგარიშვალდებულებას ასწავლის; რომელიც ეუბნება: „ჰეი, შვილო ჩემო! აღასრულე ლოცვა, ბრძანე სიკეთე, აუკრძალე აუგი და მოითმინე ის, რაც თავს დაგატყდეს…“ (ლუყმანი, 31/17)  და რომელიც ასწავლის ეთიკურ ნორმებს: „არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო და არ იარო ქვეყანაზე მედიდიურად. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები! იარე მოზომილი ნაბიჯით, ხმა დაიმდაბლე!…“ (ლუყმანი, 31/18-19)

ძვირფასო მშობლებო!
შუამავალი (ს.ა.ს) გვამცნობს:
وَإِنَّ لِوَلَدِكَ عَلَيْكَ حَقًّا

შვილსაც აქვს შენზე უფლება.“ (მუსლიმი, სიამი, 183) ჩვენი რელიგიის მიხედვით, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი შვილები ჰალალი საზრდოთი გამოვკვებოთ, მათ ლამაზი სახელები დავარქვათ და მათ მიმართ კეთილგანწყობილნი ვიყოთ. ასევე, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რომ ჩვენი შვილები აღვზარდოთ როგორც ქვეყნის, სახელმწიფოსა და ერის მოყვარული პიროვნებები, რომლებიც პატივს სცემენ ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს.

მათი უფლებაა, ვასწავლოთ ყურანი და შუამავლის (ს.ა.ს.) სანიმუშო ცხოვრება, მივაწოდოთ მათ სანდო რელიგიური ცოდნა და ისლამური ზნეობით აღვზარდოთ.

ძვირფასო მორწმუნეებო!

დღეს ჩვენი შვილები ძალიან დიდ საფრთხეებს წინაშე დგანან, რომლებიც მათთვის საზიანოა როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოშიც. ცდილობენ, ჩაითრიონ ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკების ჭაობში, ასევე სიძვის მახეში; მავნე მიმდინარეობები და ცრუ იდეოლოგიები ცდილობენ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ტყვეობაში ჩაიგდონ.

ამიტომ, უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ მათზე, რომ ისინი გახდნენ ალლაჰისთვის სათნო მორწმუნეები და საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნებები.

وَتَعَاوَنُوا عَلَى الْبِرِّ وَالتَّقْوٰىۖ وَلَا تَعَاوَنُوا عَلَى الْاِثْمِ وَالْعُدْوَانِۖ 

„შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშეობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში!“ (მაიდე, 5/2)ვალდებულნი ვართ, ამ მცნებას მივსდიოთ და უფრო მეტად ვეცადოთ, რომ აღვზარდოთ შვილები ისეთები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ მშვიდობასა და ჰარმონიას.

ჩვენ უნდა ვიყოთ მათთვის საუკეთესო მაგალითი ჩვენი სიტყვებით, საქმეებითა და ქცევებით, არ უნდა დავაკლოთ მათ ჩვენი ყურადღება და სიყვარული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძლიერი საზოგადოების მშენებლობისთვის აუცილებელია ისეთი მშობლები, რომლებიც აღზრდიან ისეთ შვილებს, მტკიცედ იქნებიან დაკავშირებულნი თავიანთ რწმენასთან, ისტორიასა და კულტურასთან; პატივს სცემენ ღირებულებებს, ლოცვას აღასრულებენ, დაემორჩილებიან ღვთიურ ბრძანებებს და განუდგებიან აკრძალულების.

ძვირფასო მორწმუნეებო, ახლა ვიმყოფებით შევვალი მთვარეში, რომელშიც მარხვა ძალიან დიდი მადლია, შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

مَنْ صَامَ رَمَضَانَ، ثُمَّ أَتْبَعَهُ سِتًّا مِنْ شَوَّالٍ، كَانَ كَصِيَامِ الدَّهْر

შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც იმარხავს რამადანს, შემდეგ კი დაამატებს შევალის ექვს დღეს, ის მიიღებს მთელი წლის მარხვის ჯილდოს.“ (მუსლიმი, 1164)

რაც აშკარად ცხადყოფს, რომ შევვალის ექვსდღიანი მარხვა მორწმუნეს აძლევს საშუალებას, განაგრძოს სულიერი სიმტკიცე, სიკეთის კეთება და სამართლიანობის დადგინება, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველი.

ხურბას კი შუამავლის (ს.ა.ს) შემდეგი ჰადისით დავასრულებ:

„მამა შვილის იმაზე უკეთესს ვერაფერს დაუტოვებს, ვიდრე კარგი ზნეობაა.“ (თირმიზი, ბირრი, 33)

Comment here