სათაურებიხუტბა

ცოდვილთა შორის უკეთესნი ისინი
არიან, ვინც მოინანიებენ

ძვირფასო მორწმუნენო!
კიდევ ერთი წელი იწურება და რამოდენიმე დღეში ახალი წელი დაიწყება. ახალი წლის პირველი დღე, ამავდროულად, წყალობისა და ბარაქის მომტანი წმინდა სამთვეულის დასაწყისს ემთხვევა. მომავალი ხუთშაბათი საღამო კი რეგაიბის ღამეა. უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ უზენაეს გამჩენს, რათა მოგვმადლა წყალობა და ამ ამ ძვირფას დროს კიდევ ერთხელ ვესწრებით. გილოცავთ რეჯების თვის მობრძანებას და რეგაიბის ღამეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ცხოვრების წლები სწრაფად გადის. გასული ყოველი წუთი სიკვდილთან გვაახლოებს. მიუხედავად ამ ცხადი ჭეშმარიტებისა, ხშირად გვავიწყდება ჩვენი აღთქმა გამჩენისადმი და ასევე გულგრილობას ვიჩენთ გამჩენის, ოჯახის, გარემოსა და კაცობრიობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობისადმი. ზოგჯერ განკითხვის დღეც კი გვავიწყდება და შეცდომებს შეცდომებზე ვუშვებთ. უზენაესი ღმერთი მოგვიწოდებს ვიცოდეთ ყოველი წუთის ფასი და მომავალი სიკეთითა და სიყვარულით დავგეგმოთ. „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრ, 59/18) ამრიგად, ღვთური მოწოდება ცხადია და მორწმუნენი ვალდებულნი ვართ მივყვეთ ამ მოწოდებას.

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ზეციური წყალობა, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მოჰმადლა, მონანიებაა. მონანიება ღვთისმსახურებაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე არსებობს. პირველი ადამიანი და შუამავალი ჰზ. ადამი ცნობილია თავისი მონანიებით და მას შემდეგ ყველა შუამავალი თავადაც მოინანიებდა და მიმდევრებსაც მონანიებისკენ მოუწოდებდა. მონანიება ჩადენილის გამო სინანული და ამის გამო ღმერთზე მიტევების თხოვნაა. „ჰეი მორწმუნენო! ერთბაშად შესთხოვეთ ალლაჰს მოტევება, ეგებ იქმნათ ნეტარნი!“ (ნური, 24/31) ამრიგად, ღმერთი მონანიებისკენ მოგვიწოდებს. მოდით, მივყვეთ ამ ღვთურ მოწოდებას და ამ სამთვეულის დადგომის წინ ყველამ ჩვენი ცოდვები მოვინანიოთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
თუ ღმერთის ბრძანება არ შევასრულეთ, მსახურება დროულად და სწორად არ აღვავლინეთ, ღვთის წინაშე მოვინანიოთ. მივყვეთ ღვთიურ მოწოდებას: „თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“ (ჰიჯრი, 15/99)

თუ ჩვენი სიტყვით ან ქცევით ოჯახს რაიმე განსაცდელს მოვუტანთ, თუ შვილებს სიყვარული დავაკელით, თუ მშობლებს პატივისცემა არ დავანახეთ, მოვინანიოთ და ღმერთს შენდობა ვთხოვოთ.   

თუ ჭორით, ბილწსიტყვაობით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ენა დავიბინძურეთ, თუ შურითა და ბოღმით გული გაგვიშავდა, თუ ალკოჰოლითა და აზარტული თამაშებით ცოდვილნი შევიქმენით, დაუყოვნებლივ უნდა მოვინანიოთ და ღმერთს შენდობა ვთხოვოთ.

თუ რეალურ ან ვირტუალურ ურთიერთობაში სხვისი უფლებები დავარღვიეთ, გულწრფელად მოვინანიოთ და ღმერთს შენდობა ვთხოვოთ.

თუ ახლობლებს ადა ნათესავებს საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ, თუ მეზობლებს ვაწუხებთ, თუ ობლების საკუთრებას უკანონოდ შევეხეთ, თუ გზაში, ქუჩაში, ნებისმიერ ურთიერთობაში ცოდი სიტყვა ან უხეში ფიზიკური ძალა გამოვიყენეთ და სხვას ზიანი მოვუტანეთ, ახლავე მოვინანიოთ და ღმერთს შენდობა ვთხოვოთ.        

ძვირფასო მორწმუენნო!
რაოდენ დიდი ან მრავალი ცოდვა გვქონდეს, ღმერთი წყალობა ყველაფერს გარემოიცავს. მისი იმედი არ უნდა დავკარგოთ. მისი წყალობის კარები ყოველთვის ღიაა. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ყველა ადამიანი შეცდომას სჩადის. ცოდვილთა შორის საუკეთესონი ისინი არიან, ვინც მოინანიებს“. (იხ. იბნ მაჯე, „ზუჰდ“, 30)

ამრიგად, მოდით გავიაზროთ ჩვენი შეცოდებანი და მოვინანიოთ მანამ, სანამ აღვესრულებით და ცოდვებზე პასუხისგება განკითხვის დღეს მოგვიწევს. მანამდე თავად განვიკითხოთ საკუთარი თავი და შეცდომების გამოსწორებას ვეცადოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სიკვდილის ჟამს, როდესაც სული ყელში მოვა, მონანიებას რაიმე სარგებელი აღარ ექნება.

ხუტბას ბოლოს კი ნისას სურას მეჩვიდმეტე აიათს მოვუსმინოთ:

ალლაჰის წინაშე მიღებული მიტევება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც უმეცრებით უკეთურობას სჩადის და მერე მაშინვე ინანიებს, სწორედ  ასეთებს შეუნდობს ალლაჰი. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

Comment here