სათაურები

შობა-ახალი
წლის ისტორია

ისტორიული წყაროების შესწავლისას არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იესოს დაბადების თარიღის შესახებ. ამ თემაზე სხვადასხვა გადმოცემაა და ქრისტიანულ წყაროებში სხვადასხვა თარიღებია მოცემული. იესოს დაბადების თარიღი, საყოველთაოდ მიღებული ქრისტეს შობამდე ოთხი-ექვსი წლით ადრეა ნავარაუდევი. დასავლეთის ეკლესიები ამ დღეს  25 დეკემბერს აღნიშნავენ, ხოლო აღმოსავლეთის ეკლესიები ამ თარიღს 6 იანვარს მიიჩნევენ.

შუამავალ იესოს დაბადების თარიღთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა მეიდან ლარუსის „საშობაო“ სტატიაში შემდეგნაირადაა განმარტებული: „ქრისტემდე წარმართები, რომლებიც მზეს სცემდნენ თაყვანს, განიცდიდნენ, რომ მზე, რომელსაც ისინი ღმერთად თვლიდნენ, ყოველ დღე უფრო ადრე ჩადიოდა. ”როდესაც 25 დეკემბრის შემდეგ ნახეს, რომ დღეები კვლავ გახანგრძლივდა, ისინი ზეიმობდნენ და ბედნიერები იყვნენ, რომ მზე უფრო დიდხანს რჩებოდა“.

 ამ დღესასწაულების დროს ისინი ცეკვავდნენ, სვამდნენ და ერთობოდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, მათ ტრადიციად აქციეს ინდაურის დაკვლა, ღორის თავის სუფრაზე მიტანა, ინდაურის შეწვა და ერთმანეთზე სხვადასხვა საჩუქრების ჩუქება. უფრო მეტიც; იყვნენ სხვა წარმართული ერები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მზეს და თვლიდნენ, რომ მათი მხსნელი ღმერთი ზამთრის დასაწყისში დაიბადა. ისინი მართავდნენ სპეციალურ სადღესასწაულ ცერემონიებს 25 დეკემბერს, რომელიც იულიუსის კალენდრის მიხედვით ზამთრის დასაწყისად ითვლება.

 „ნიუ გაიდის“ ენციკლოპედიაში ამ თემის შესახებ შემდეგია განმარტებული: „იმ დროს ჰც. ვინაიდან იესოს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, პირველი ქრისტიანები მისი დაბადების რომელიმე კონკრეტულ დღეს არ აღნიშნავდნენ. იმ დროისათვის რომის იმპერიაში მზესა და კერპებს ეთაყვანებოდნენ. რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რომელიც წარმართი იყო, ქრისტიანობა 313 წელს მიიღო. მან ბევრი რამ შემოიტანა წარმართობიდან ქრისტიანობაში. 25 დეკემბერი, რომელიც მზის ღმერთის დაბადების დღედ ითვლებოდა, ახალი წეთაღრიცხვის დასაწყისად დაადგინეს. ქრისტიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ იესო არის მხსნელი ღმერთი, ასევე სჯერათ, რომ ის  25 დეკემბერს არის დაბადებული. საბოლოოდ, მათ ყოველწლიურად დაიწყეს ამ დღის აღნიშვნა, როგორც ახალი წელი და შობა“.

25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდი გასართობ დღეებად და არდადეგებად ითვლება.

 როგორც ამ ყველაფრიდან ჩანს, იმპერატორმა კონსტანტინემ  მზის კულტი და მიტრას კულტი ქრისტიანობას შეუთავსა, ამ გზით წარმოიშვა შობის დღესასწაული. იმპერატორ აურელიონის შემდეგ მზის კულტმა ქრისტიანულ რწმენასთან განიცადა  სინთეზი. ამრიგად, რომაელი კათოლიკეების მხრიდან შობის ქრისტიანობასთან ადაპტირება მოხდა. ფაქტიურად ახალი წლის ღამეს ქრისტიანობასა და იესოსთან კავშირი არ აქვს. კათოლიკური სამყარო მხოლოდ 25 დეკემბრის ღამეს ატარებს ეკლესიებში ღვთისმსახურებას. თუმცა, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, არც ცერემონია ტარდება ეკლესიებში და არც ლოცვები სრულდება. იმ საღამოს, მღვდლები ნაკურთხ ღვინოს მიირთმევენ.

 აქ აუცილებელია ერთი კითხვა დაისვას; იესო, როგორც ქრისტიანული სამყარო მიიჩნევს, ღარიბი იყო და საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრებით არის ცნობილი. ასეთ შემთხვევაში, რატომაა, რომ შობა-ახალ წელს ამდენი ზღვარსგადასულობა, ამდენი ღრეობა და გართობა მიმდინარეობს?! ნუთუ იესომ მოუწოდა მათ ამდენი ნაძვის მოჭრა, ალკოჰოლის დალევა, ღორის ხორცის ჭამა, აზარტული თამაშები ან სხვა სახის ზღვარსგადასული ქცევა? რა თქმა უნდა არა. ის არასოდეს შეეგუებოდა ასეთ მდგომარეობას, ეს მიუღებელია…

 მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკაში ცოტა ქრისტიანი ცხოვრობს, ამიტომ შობა-ახალი წლის აღნიშვნა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. მის მიმართ იტერესი ტელევიზიებმა გამოიწვია. ეს ტენდენცია გრძელდება ინტერნეტის საშუალებითაც. კერძოდ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მაღალი კლასის საზოგადოება ჰქვია, ახალი წლის აღნიშვნას 25 დეკემბერს იწყებს, იმ გლამურული ატმოსფეროს შესაბამისად, რომელიც კინოინდუსტრიის, პოპულარული ლიტერატურის, მედიისა და ტელევიზიის მიერ არის შექმნილი. ამ პერიოდის სადღესასწაულო კარნავალად გადაქცევის პროცესში ჩართუალი არიან ის მუსლიმები, რომლებიც ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, ახალი წლის ღამე, თურქეთშიც ოფიციალური დღესასწაულია და მას ბევრი ადამიანი აღნიშნავს.

 როგორც ქრისტიანული დასავლეთის შემთხვევაში ხდება, თურქეთშიც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მაღაზიის ვიტრინებს საახალწლოდ რთავენ, ამზადებენ სასაჩუქრე კალათებს, აკეთებენ რეკლამებს, გასაყიდად გამოაქვთ ნაძვის ხეები და მისი მოსართავები. ამ ყველაფერთან ერთად, მუსლიმი, რომელიც ამბობს, რომ ღარიბია და მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის დროს მსხვერპლის შეწირვას თავს არიდებს, ახალ წელს უფრო მეტს ხარჯავს. 

საახალწლო მზადება 31 დეკემბრის ღამეს თავის პიკს აღწევს და ეს ყველაფერი სატელევიზიო კანალებით უწყვეტად გადაიცემა. ამ პროგრამების პათოსი მატერიალურ სურვილებზე აყოლა და მიწიერი სიამოვნებისკენ სწრაფვაა. ეკრანებზე ჩანან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ამ დროს მაყურებლების მდგომარეობა როგორია?

გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები ტკბილეულს, ხილს იმარაგებენ და ასევე ყიდულობენ ინდაურს, რომელსაც წლის განმავლობაში არცერთ სხვა დღეს არ შეიძენდნენ. ზოგი ნაძვის ხეს დგამს და საგულდაგულოდ რთავს. ვინ იცის რამდენი ახალგაზრდა ნაძვის ხე ნადგურდება!

გარდა ამისა, 31 დეკემბერი განსაკუთრებული ღამეა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. რადგან ახალი წლის ღამე არის დრო, როდესაც ალკოჰოლის გაყიდვები და მოხმარება უმაღლეს დონეზე იზრდება. სატელევიზიო გადაცემები და გართობა დილამდე გრძელდება, მეორე დღეს, 1 იანვარს კი დღე შუადღისას იწყება.

შუამავალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი ქცევით, მდგომარეობითა და ქმედებებით ებრაელებს, ქრისტიანებს და კერპთაყვანისმცემლებს არ დავემსგავსოთ: „ვინც ბაძავს სხვა ხალხს, ის ერთ-ერთი მათგანია“ (ებუ დაუდი,: 4031). უფრო მეტიც; საახალწლო და შობის დღესასწაულები ქრისტიანული ტრადიციიდანაც კი არ მოდის, ისინი წარმართული პერიოდის ტრადიციაა, როდესაც რომაელები თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთს. ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს სინდისს, რამხელა ზიანი შეიძლება მივაყენოთ ჩვენს რწმენას, თუ წარმართული საზოგადოებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტრადიციას მივყვებით, იბნ ომარი გადმოგვცემს: „ვინც წარმართებს ბაძავს და დღესასწაულებს მათსავით აღნიშნავს, განკითხვის დღეს მათთან ერთად განიკითხება“. (ფეიზულ-ყადირი, 104)

 ქრისტიანებს სწამთ, რომ იესო ჯვარს აცვეს.

 ქრისტიანული წყაროების მიხედვით, შუამავალი იესო  რომაელებმა იუდეველთა საჩივრის საფუძველზე ჯვარს აცვეს და ის ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად დაიღუპა. დაკრძალვიდან სამი დღის შემდეგ ის აღდგა, გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მიირთვა საჭმელი მათთან ერთად და ბოლოს ამაღლდა ცაში ღმერთთან და დასახლდა მის მარჯვნივ. ის განკითხვის დღის მოახლოებისას ისევ დედამიწას მოევლინება. შეავსებს სამყაროს მშვიდობითა და სამართლიანობით, შურს იძიებს მათზე, ვისაც მისი არ სწამს და მარადიულად იმეფებს (წერილი კორინთელთა მიმართ, 15/22)

ქრისტიანებს არ სწამთ, რომ იესო ახალი წლის ღამეს მოევლინება დედამიწას. მათ სჯერათ, რომ იესო ჯვარს აცვეს და მოკვდა. მათი რწმენის მიხედვით მამა ღმერთმა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად თავისი შვილი გაწირა. ბუნებრივია ეს ყველაფერი ახალი წლისთვის დამახასიათებელ გართობასთან კავშირში არ არის. ახალი წლის გართობა წარმოსახვითი არსების, თოვლის ბაბუის მოსვლას უკავშირდება. ამრიგად, შობა და ახალი წელის სხვა და სხვა რამეა. 

წმინდა ყურანში, კერძოდ ნისას სურას 157-ე და 158 აიათებში ვკითხულობთ, რომ წმინდა იესო ჯვარზე არ გაუკრავთ და ის არ მოუკლავთ.

„და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა;“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,

არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ (ნისა 4/157-158)

შუამავალ იესოს შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ალი იმრანის სურაც:

„(იუდეველებმა) მოიგონეს ხრიკი (ღისას წინააღმდეგ) და ალლაჰმა ხრიკი მათი ჰქმნა ამაოდ. უეჭველად, ალლაჰი უმარჯვესია ხრიკის მომგონთადმი!“ (ალი იმრანი 54)

მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰე, ღისა! მე მოგაკვდინებ შენ (და სხვა ვერავინ) და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან, ხოლო რომელნიც შენ მოგყვებოდნენ, აღმატებულს ვყოფ წარღვნამდე ურწმუნოთა წინაშე. მერე ჩემდა მოიქცეთ თქვენ, და მე განვსაჯო თქვენს შორის, რაზეც დავა გქონდათ“. (ალი იმრანი 55)

„მშვიდობა იმ დღეს, როცა მე დავიბადე, იმ დღეს, როცა მოვკვდები და იმ დღესაც, როცა აღვდგები ცოცხალი!“ (მარიამი, 33)

შუამავალი იესო მეჰდისა და დეჯჯალის დროს ზეციდან მოგვევლინება. (მაქთუბათი რაბბანი, 2. 67)

გარდა ამისა, შუამავალ იესოს შესახებ არსებობს სხვა ჰადისებიც:

„ვფიცავ ღმერთს, რომ მარიამის ძე იესო მოვა, როგორც სამართლიანი მსაჯული, დაამსხვრევს ჯვარს, მოკლავს ღორს, ჯიზიას გააუქმებს და ისლამის გარდა სხვა რამეს არ მიიღებს“. (იხ. ბუჰარი, „ბუიუ“, 102; მუსლიმი, „იმან“, 242; ებუ დავუდ, 14; თირმიზი, „ფითენ“, 54)

„ვფიცავ ღმერთს, რომ მარიამის ძე იესო მოვა, როგორც სამართლიანი მსაჯული, დაამსხვრევს ჯვარს, მოკლავს ღორს და შურს, ბოღმას და მტრობას გააუქმებს“. (იხ. მუსლიმი)

„იესო მოვა და ისლამისთვის იბრძოლებს. მისი მოსვლის დროს ღმერთი მუსლიმების გარდა სხვა ყველას გაანადგურებს. დეჯჯალიც განადგურდება. იესო ორმოცი წელი დედამიწაზე იცხოვრებს და შემდეგ გადრაიცვლება. მას მუსლიმები გაასვენებენ. (ებუ დავუდი)

„იესო ჩემს გვერდით დაიკრძალება“. (იხ. თირმიზი)

ჰადისებში ნახსენები იყო ღორის მოკვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ღორის ხორცის ჭამას აკრძალავს. ის დაამსხვრევს ჯვარს და ქრისტიანობას გააუქმებს.

სხვა ჰადისებში ნათქვამია:

„ჰზ. იესო დამასკოში, თეთრ მინარეთზე ჩამობრძანდება“. (ებუ დავუდი, 14; იბნ მაჯე, ფითენ, 33)

„იესოს მოსვლამდე წარღვნა არ მოხდება“. (იხ. ბუჰარი, „მეზალიმ“, 31)

„იესო დედამიწაზე მოვა და ორმოცი წელიწადი დარჩება“ (იხ. ქენზულ უმმალ. 14. 336)

„როდესაც დეჯჯალი იესოს დაინახავს ისე დაიწყებს დნობას, როგორც მარილი წყალში“. (იხ. თირმიზი, „ფითენ“, 62)

„თუ სიცოცხლე გამიხანგრძლივდა, მარიამის შვილს, იესოს შევხვდები. თუ ჩემი აღსასრული ადრე დადგა, ვინც მას შეხვდება, ჩემგან სალამი მიუძღვნას“. (იხ. აჰმედ, ბ. ჰანბელი, მუსნედ“, 2, 298-299)

Comment here