სათაურებიხუტბა

ღმერთო!
ეს სამთვეული
წყალობითა
და ბარაქით შეამკე.

ძვირფასო მორწმუნენო!
წყალობისა და ბარაქის სეზონი, ძვირფასი სამთვეული მოდის, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდებით და რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებაში მნიშნელოვან როლს ასრულებს. მომავალ ორშაბათს რეჯების მთვარე დგება. ამით ჩვენ სამთვეულის ძვირფას პერიოდში შევაბიჯებთ. უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ ღმერთს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვმადლა წყალობა, რომ ამ ძვირფასი პერიოდს დავსწრებოდით. ვლოცავთ და ვესალმებით შუამავალს, რომელმაც სამთვეულის განმავლობაში საჭირო ღვთისმსახურება შეგვასწავლა.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამთვეული არის დრო, როდესაც ღვთიური წყალობა და ბარაქა განსაკუთრებით მაღალია. ეს არის დრო, როდესაც მორწმუნეთა გულები უფრო მეტი სიმშვიდითა და რწმენისეული გულკწრფელობით ივსება. ეს არის დრო, როდესაც წყალობისა და ბარაქის კარები ბოლომდე იღება. ამ დროს მორწმუნენი კიდევ ერთხელ იაზრებენ იმ დიად მიზანს, რომელიც ადამიანის გაჩენას ახლავს. ამ დროს მორწმუნენი იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ადამიანებს გვაკისრია. უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

უეჭველად, ალლაჰი მათთანაა, რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან და რომელნიც სიკეთის მქმნელნი არიან! (ნაჰლ, 16/128)

ამრიგად, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია და რწმენა და ღვთისმსახურება გავაძლიეროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამთვეული რწმენის გაძლიერების, მონანიების, ვედრებისა და ღვთისმსახურების დროა.  ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჩვენ არ წარმოვგზავნიდით შუამავალთ თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად; და რომელთაც იწამეს და სიკეთე თესეს, არცა შიში ექნეთ მათ და არცა სადარდებელი![1] (ენღამი, 6/48)

ეს ძვირფასი პერიოდი, რომელიც სამთვეულის სახელითაა ცნობილი, ჩვენთვის საუკეთესო შემთხვევაა, რათა ღვთის წყალობით ცოდვები მოვინანიოთ და მისი წყალობა დავიმსახუროთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ღვთისადმი მორჩილება მხოლოდ გარკვეული დროით არ არის განსაზღვრული. ეს ჩვენი ყოველწამიერი მდგომარეობა უნდა იყოს. წელიწადის ნებისმიერი დრო, ნებისმიერი საათი და წუთი ძვირფასია. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ღვთის წინაშე დავდგეთ და ღვთისმსახურება აღვავლინოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ გამორჩეული პერიოდის პირველი სიმბოლო რეგაიბის ღამეა. მორწმუნეთათვის  რეგაიბის ღამე მნიშვნელოვნად ხელსაყრელი დროა. ამ ღამეს განსაკუთრებით საჭიროა დავფიქრდეთ ჩვენი გაჩენის მიზანზე და ასევე დავინახოთ ყველა ის წყალობა, რაც ღმერთმა მოგვმადლა. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმის შესახებ, თუ საიდან მოვედით და საით უნდა წავიდეთ. სიცოცხლეს, როგორც უდიდეს წყალობას, სად და რა გარემოებაში ვხარჯავთ. ჩვენ გარდაცვალებამდე საკუთარი თავი უნდა განვიკითხოთ და საიქიო განკითხვისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ასევე უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ ფუჭ საქმიანობაზე, რომლებიც სრულებით უსარგებლოა, როგორც ამიერ, ისე იმიერ სოფელში. აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ცოდვილობისკენ მიგვერეკება. ჩვენ უნდა შევიმოსოთ საუკეთესო ზნეობით. მოვინანიოთ ყველა ის შეცდომა და ცოდვა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ჩაგვიდენია. სრული მორჩილება და ერთგულება უნდა გამოვიჩინოთ უზენაესის წინაშე და მის ყოვლადმოწყალებას გულწრფელად მივეკედლოთ.

[1] საიქიოში

Comment here