ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და თქვი[1]: „ღმერთო ჩემო, შენ მიგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან!
და მიგეკედლები შენ, ღმერთო ჩემო, რათა არ მომეკარონ ისინი!“ (მუმინუნ, 23/97-98)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ყოველი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ღვთის სახელის ხსენებით არ იწყება, ბარაქას მოკლებული და უშედეგოა“. (იხ. სუიუთი, ელ ფეთჰულ ქებირ, 2, 303)
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა შუამავლების საშუალებით ორი უმნიშვნელოვანესი წინადადება გვასწავლა. ეს ორი წინადადება ყოველგვარი სირთულისა და განსაცდელისგან გვიხსნის და სიკეთესა და წყალობას მოგვიტანს. ესენია: اَعُوذُ بِا للّٰهِ مِـنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيــمِ بِسْــــمِ اللّٰهِ الرَّحْمَـنِ الرَّحِيـمِ „ეუზუბილლაჰიმინეშეიტანირეჯიმ“ და „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“. ამ სიტყვებით მსახური გამჩენს განდევნილი ეშმაკისგან მფარველობას სთხოვს და საქმეს ღვთის სახელით იწყებს. ამით მსახური გამოხატავს, რომ ის თავის ცხოვრებას ღვთიური ბრძანებების შესაბამისად წარმართავს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ეუზუ-ბისმილლაჰ არის ადამიანის თავშესაფარი ღვთის წყალობის ქვეშ. ადამიანი ხომ შესაძლებლობებში შეზღუდული არსებაა. ეს ნიშნავს ცხოვრებას იმის გაცნობიერებით, რომ ღმერთი ადამიანს ყოველ წამს და ყველგან ხედავს. ეუზუ-ბისმილლაჰ ასევე არის ჩვენი ღვთისმსახურების გასაღებია.
ადამიანის გულის კარები ამ სიტყვებით იხსნება. მორწმუნე სიძნელეების დასაძლევად ვედრებას ამ სიტყვებით იწყებს. ეს სიტყვებია ყველა სიკეთისა და სასარგებლო საქმის გასაღები.
ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთის სახელის ხსენება იმდენად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მისი მნიშვნელობა მხოლოდ წიგნებშ ან წერილობით წყაროებში არ ჩაეტევა. ის დიდი საგანძურია და ღმერთმა ის იმიტომ მოგვივლინა, რომ გავიგოთ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში დავნერგოთ. ყოველი შუამავალი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას ხვთის სახელის ხსენებით იწყებდა. ისინი ადამიანებს ერთი ღმერთის რწმენისაკენ ღმერთის სახელით მოუწოდებდნენ. ასევე ღმერთის სახელის ხსენება იყო, რითიც ისინი განერიდებოდნენ ყოველგვარ უკეთრებას და ადამიანებს სწორად ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„მაგრამ შენ, უთუოდ, გეწევა ცდუნება ეშმაკისგან. მაშ, ალლაჰს მიეკედლე! უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე“. (ფუსსილეთ, 41/36)
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი ეუზუ-ბესმელეთი შევამკოთ. ყოველი სიტყვა და საქმე, რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ, ეუზუ-ბესმელეთი დავიწყოთ. ნუ მივუახლოვდებით ბოროტებას. ვეცადოთ, მივიღოთ ცოდნა, შევისწავლოთ მეცნიერება და ტექნოლოგია და ეს ყველაფერი ღმერთის სახელით გავაკეთოთ. მოდით ვიკითხოთ ალლაჰის სახელით და ვიზრუნოთ, რომ დედამიწა სიკეთით გასხივოსნდეს. სახლში შესვლისას და გამოსვლისას ღმერთის სახელი ვახსენოთ. დაე, მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენს ოჯახებში. მოდით უკუვაგდოთ ყოველგვარი შური და ბოროტება. მოდით, ჩვენი სარჩო მხოლოდ ალალი გზებით მოვიპოვოთ და არამისგან შორს დავდგეთ. დაე, ღმერთის სახელით გავერთანდეთ და ჩვენი ძმობა უფრო განვამტკიცოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი სახლიდან გასვლისას, შინ მისვლისას, დაწოლისას, ადგომისას, ყოველი საქმის დაწყებისას ღმერთის სახელს ახსენებდა. ის სიტყვასაც ღმერთის სახელით იწყებდა და საქმესაც. ის ვედრებასაც ღმერთის სახელის ხსენებით იწყებდა. ჩვენც ამ მადლიან რეჯების მთვარის დასაწყისში ხელები ზეცად აღვაპყროთ და გამჩენისადმი გულწრფელი ვედრება აღვავლინოთ. ეს ვედრება შუამავალმა გვასწავლა: „ღმერთო! მოგვმადლე ყველა ის სიკეთე, რასაც შუამავალი მუჰამმედი გევედრებოდა. ღმერთო, დაგვიფარე ყველა იმ ზიანისგან, რისგანაც დაფარვას ის გევედრებოდა. მხოლოდ შენ ხარ შემწე. მხოლოდ შენვე დაგიბრუნდებით. მხოლოდ შენ ხარ ყოვლისშემძლე და ჭეშმარიტი ძალა შენმიერ დახმარებაშია“. (იხ. თირმიზი, „დედავათ“, 88)
[1] შეევედრე
Comment here