სურა თექასურის არაბული და ქართული მნიშვნელობა, მიქელაძისეული შინაარსობრივი თარგმანი! სურა თექასურის სიძვირფასე?
სურა თექასური მექურია და შედგება 8 აიათისაგან. ყურანის 30-ე ჯუზში (ნაწილი) არსებული ეს სურა ერთ-ერთი ზამმი სურაა. სიტყვა თექასურის მნიშვნელობა — აღნიშნავს „მრავალფეროვნებით, სიმდიდრით, ჯიში-ჯილაგითა და შვილების სიმრავლით სიამაყეს“.
სურა თექასურის არაბული ტექსტი:
اَلْهٰيكُمُ التَّكَاثُرُۙ ﴿1﴾ حَتّٰى زُرْتُمُ الْمَقَابِرَۜ ﴿2﴾ كَلَّا سَوْفَ تَعْلَمُونَۙ ﴿3﴾ ثُمَّ كَلَّا سَوْفَ تَعْلَمُونَۜ ﴿4﴾ كَلَّا لَوْ تَعْلَمُونَ عِلْمَ الْيَق۪ينِۜ ﴿5﴾ لَتَرَوُنَّ الْجَح۪يمَۙ ﴿6﴾ ثُمَّ لَتَرَوُنَّهَا عَيْنَ الْيَق۪ينِۙ ﴿7﴾ ثُمَّ لَتُسْـَٔلُنَّ يَوْمَئِذٍ عَنِ النَّع۪يمِ ﴿8
სურა თექასურის ქართული ტრანსქიფცია:
ელ ჰაქუმუთ თექაასურ.
ჰათთა ზურთუმულ-მეყააბირ.
ქელლაა სევფე თეღ’ლემუუნე
სუმმე ქელლაა სევფე თეღ’ლემუუნ
ქელლაა ლევ თეღ’ლემუუნე ღ’ილმელ-იეყიინ
ლეთერავუნნელ-ჯეჰიიმ
სუმმე ლეთერავუნნეჰაა ღ’ეინელ-იეყიინ
სუმმე ლეთუსელუნნე იევმეიზინ ღ’ენინ-ნეღ’იიმ
სურა თექასურის ქართული მნიშვნელობა:
სურა 102
„თექასური“
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
- შეგიქციათ ჯიბრმა (მკრეხელობამ) მონაგარისმა მანამ,
- სანამ სამარეები ინახულეთ.
- არა (წარმავალ, ამქვეყნიურ სიამოვნებებზე დამორჩილება არ არის ჭეშმარიტება, მოერიდეთ მას), შემდგომში შეიტყობთ!
- დიახ, დიახ, მომავალში შეიტყობთ!
- თავი დაანებეთ! როგორც თქვენ გგონიათ, ისე არ არის. დაბეჯითებით რომ გცოდნოდათ (ასე არ მოიქცეოდით)!
- უეჭველად, იხილავთ ჯოჯოხეთს!
- უეჭველად, იხილავთ ჯოჯოხეთს, თვალნათლივ!
- მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!
სურა თექასურის სიძვირფასე.
სურა თექასურში ყურადღება გამახვილებული მიწიერი სარგებლის დროებითობაზე. ამ სურაში ხაზგასმულია, რომ ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ფუფუნებასა და სიმდიდრეს ემონებიან, პასუხს აგებენ იმიერ სამყაროში.
სურა თექასურთან დაკავშირებით, ისლამურ ლიტერატურაში ვკითხულობთ: „ვინც იკითხავს ელ-ჰაქუმუ თექასურს“, იმ ადამიანს ღმერთი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მიმადლებული სიკეთეებიდან საიქიოში არ განიკითხავს, გარდა ამისა, ის მიიღებს იმდენივე მადლს, როგორც 1000 აიათის კითხვა.”
Comment here