სათაურებიხუტბა

სისასტიკე
ვერასოდეს
გაიმარჯვებს!


ძვირფასო მორწმუნენო!

წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

არ იფიქრო, რომ ალლაჰი უგულისყუროა იმის მიმართ, რასაც ურჯულონი აკეთებენ. მხოლოდ უვადებს მათ იმ დღემდე, როდესაც შიშით თვალები გაუცეცდებათ“. (იბრაჰიმ, 14/42)

შუამავალი კი ასე გვაფრთხილებს: „სანამ მჩაგვრელის მჩაგვრელობა არ აღიკვეთება, ვერ გადარჩებით“. (იხ. იბნ მაჯე, „ფითენ“, 20)

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ცოდვა, რომელსაც ჩვენი რელიგია ისლამი კრძალავს, ძალადობა და სისასტიკეა. ძალადობა სხვათა უფლებების არაფრად ჩაგდება და მათი უხეში დარღვევაა. ეს არის მცდელობა ხალხის სიცოცხლის, ქონების, პატივისა და ღირსების ხელყოფისა. სისასტიკე არის ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული თავისი გამჩენის, საკუთარი თავის და გარემოს მიმართ. მსოფლიოს მშვიდობა და სამართლიანობა დიდი სართხის ქვეშაა, რაც კაცობრიობის მომავალს ბუნდოვანს ხდის. სისასტიკე არის ხალხთა განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი დედამიწაზე უსამართლობისა და ძალადობის აღმოფხვრას და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის ზრუნვას ბრძანებს. მან ყველა შუამავალს ჩაგვრისა და მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლის მოვალეობა დააკისრა, რათა დედამიწაზე სამართლიანობას ეზეიმა. შესაბამისად, როგორც ჩაგვრა არის დიდი ცოდვა, ასევე ჩაგვრაზე თანხმობის გამოცხადება და უმოქმედობაც იგივენაირი ცოდვაა. ჩაგრულთა გვერდით დგომა და მათთვის მატერიალური და სულიერი რესურსების მობილიზება ჩვენი რწმენისეული და ადამიანური მოვალეობაა. მჩაგვრელთა მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით, მათკენ დგომა და ჩაგვრაზე თვალის დახუჭვა ყველა ჩადენილი დანაშაულის მონაწილებას ნიშნავს. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „და არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რომ არ შეგეხოთ ცეცხლი. და არა გყავთ თქვენ მეგობარი, ალლაჰის გარდა, მერე არავინ შეგეწევათ!“ (ჰუდ, 11/113)

ძვირფასო მორწმუნენო!
პალესტინაში წლების განმავლობაში განხორციელებული ზეწოლა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო გენოციდად გადაიქცა. აგრესორები მსოფლიოს თვალწინ ერის ისტორიიდან მთლიანად წაშლას ცდილობენ. სიონისტმა მჩაგვრელებმა ღაზაში ათიათასობით უდანაშაულო ბავშვი, ქალი და მოხუცები მოკლეს და დღესაც ასე აგრძელებენ. ახლა მათ გლობალურ თანამზრახველებთან ერთად უნდათ, რომ მსოფლიო ომის ზონად გადააქციონ და იგივენაირი ხოცვა-ჟლეტის სხვა ისლამურ მიწებზე გავრცელებას ცდილობენ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც მუსლიმური ქვეყნები დღითი დღე გაუგონარი ძალადობის მსხვერპლია, არის ის, რომ მუსლიმთა შორის ძმობისა და ერთიანობის ცნობიერება დასუსტდა. ეს არის მორწმუნე საზოგადოების  უპირატესობის დაკარგვა ცოდნის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ყურანი ასე გვასწავლის: „მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი: და როცა იყავით მტრებად, შეგიერთათ გულები თქვენი და მისი სიკეთით (მადლით) ძმებად იქმენით  თქვენ“. (ალი იმრანი, 3/103)

და განამზადეთ მათთვის, რაც შეგეძლებათ, ძალა და საბრძოლო ცხენები, დააშინეთ ამით ალლაჰის მტრები, თქვენი მტრები  და სხვები“ (ენფალი, 8/60)

დიახ, მტრის წინააღმდეგ ყოველმხრივ ძლიერნი უნდა ვიყოთ, რათა წინააღმდეგობის გაწევისა და გამარჯვების ძალა შეგვწევდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
გვახსოვდეს, ბოროტება და სისასტიკე ვერასოდეს გაიმარჯვებს. მჩაგვრელები  თავიანთ  მიზნებს ვერასეოდეს მიაღწევენ. ღმერთი თავის ნებას აუცილებლად განახორციელებს, თუნდაც ეს ურწმუნოებს არ სურდეთ. ჩვენი მოვალეობაა, თავი დავანებოთ ყველა სახის უთანხმოებას და კონფლიქტს და საფუძვლად ისლამური ძმობა ავიღოთ. ჩვენი ძმობისა და ერთიანობის შენარჩუნება ჩვენი მორწმუნეობრივი ვალდებულებაა. ვიყოთ ძლიერი, როგორც მატერილაურ, ისე სულიერ სფეროში და ვისწრაფოთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ეს მოითხოვს მტკიცედ დგომას იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც დღეს ვხედავთ. ეს ნიშნავს, რომ არ დავრჩეთ გულგრილი ძალადობის მიმართ. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ყოველი ნათქვამი სიტყვა, მჩაგვრელთა წინააღმდეგ გამოვლენილი ყოველი მტკიცე დამოკიდებულება ისლამურ ქვეყნებში და მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ხუტბას დასასრულს კი გთავაზობთ ჰადისს, რომლის მიხედვითაც შუამავალი ბოროტების წინააღმდეგ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს: „ვინც ბოროტებასა და უსამართლობას შეხვდება, ხელით აღკვეთოს. თუ საამისოდ ძალა არ შესწევს, ენით გამოასწოროს. თუ არც საამისოდ შესწევს ძალა, მაშინ გულით დაგმოს. ეს უკანასკნელი კი რწმენის ყველაზე დაბალი მოთხოვნილებაა“. (იხ. მუსლიმი, „იმან“, 78)

Comment here