სათაურებიხუტბა

რა დაკარგეს
მუსლიმებმა
ამ ერთწლიან პერიოდში?

ძვირფასო დებო და ძმებო, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისეთ პროცესში ვართ, სადაც

ორმა მილიარდმა მუსლიმმა თავისი ორი მილიონი ძმა ვერ დაიცვა,

მაგრამ ორმა მილიონმა ღაზაელმა ორ მილიარდ მუსლიმს ბევრი რამ ასწავლა.

ამ ერთწლიანმა პროცესმა მოგვცა საშუალება გაგვეაზრებინა, რომ 58 ისლამური ქვეყანა და თითქმის ორი მილიარდი მუსლიმი ერთ უმმად ვერ ჩამოყალიბებულა.

ამ პროცესმა გამოავლინა, რომ ჩვენ ვერ შევძელით ვიყოთ ერთიანი, როგორც მყარი კედელი.

სამწუხაროდ, მთელი სიცხადით ნათელი გახდა, რომ ჩვენ არ ვართ ის მორწმუნენი, რომლებიც, როგორც ყურანისეული მოწოდებაა, ბოროტებას წინ აღუდგებიან და ქვეყანაზე სამართლიანობის დამკვიდრებისთვის იზრუნებენ.

ჩვენ ვერ შევძელით გათვალისწინება შუამავლის მოწოდებისა, რომლის თანახმადაც მორწმუნენი ურთერთთანადგომასა და ურთიერთსიყვარულში ერთი სხეულის ორგანოების მსგავსნი არიან.  

სამწუხაროდ,  ამ ერთი წლის განმავლობაში მუსლიმები სამად გაიყო.

ერთი ნაწილი ბოროტების მხარესაა.

მეორე ნაწილი სიტუაციას დუმილით ხვდება, მესამე ნაწილი ცდილობს მხოლოდ ლაპარაკით საკითხის დღის წესრიგში დაყენებას.

არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გაწევით კმაყოფილდებიან, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში ხდება.

თუმცა, ამ პროცესში ისლამურ მიწებზე ხალხსა და მმართველებს შორის დიდი უფსკრული გაჩნდა.

მუსლიმი ხალხი მოქმედების დაწყებამდე ყოველთვის ელოდებოდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული. მათ ამის იმედი ჰქონდათ.

აღმოჩნდა, რომ ხალხი ყველაფერს ქვეყნის მმართველებისგან ელოდა.

გამოჩნდნენ ისეთი მმართველები და ქვეყნები, რომლებმაც გააჩუმეს თავიანთი ხალხი.

გამოჩნდნენ სახელმწიფოები, რომლებიც  ჩარევას დომინანტი ძალებისგან ელოდნენ.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მთელ ბრალს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ.

ჩვენ არ შეგვიძლია გავატაროთ დრო ღალატის დაგმობასა და მოღალატეების ლანძღვაში.

გვახსოვდეს, ყოველი მორწმუნე ვალდებულია იცოდეს თავისი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერავის დააკისრებს და პირნათლად შეასრულოს იგი.

Comment here