სათაურებიხუტბა

მუსლიმის ცხოვრების გზამკვლევი:
სუნნეთი — შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.)
ცხოვრების მოდელი

 

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი — წმინდა ყურანი — არის ღვთისგან მოვლენილი სიტყვა, რომელიც გვაცნობს ჩვენს გამჩენს, გვიხსნის არსებობის სიბრძნესა და ცხოვრების მიზანს. ის არის გზამკვლევი, რომელიც განასხვავებს ჭეშმარიტს სიცრუისგან, სწორ გზას — მცდარისგან. ყურანი არის შვება გულებისთვის, წყალობა მორწმუნეთათვის და სიმშვიდე სულისთვის.

სუნნეთი (შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) ცხოვრების მოდელი) კი წარმოადგენს ყურანის ხორცშესხმულ ფორმას — რწმენის პრაქტიკულ გამოვლინებას, ისლამის რეალურ განსახიერებას ცხოვრებაში.

ხუტბის დასაწყისში წავიკითხეთ აიათი, სადაც უზენაესი ღმერთი ბრძანებს: „უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე, რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!“

(სურა ალი იმრანი, 3/31)

ძვირფასო მორწმუნეებო!
შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც ჩემს სუნნეთს აცოცხლებს, მან მე შემიყვარა; ხოლო ვინც მე შემიყვარებს, ის სამოთხეში ჩემთან ერთად იქნება.“ (თირმიზი, „ილიმი“, 16)

სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს ალლაჰის სიყვარულს ყველაფერზე მეტად, მის ბრძანებებზე დაყრდნობას და აკრძალვებისგან თავის შეკავებას. ეს ნიშნავს ყურანის სიტყვების ჩაბეჭდვას გულსა და ცხოვრებაში, ისლამური ზნეობისა და ღირსების კვალდაკვალ ცხოვრებას.

სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს — ოჯახში სიყვარულისა და კეთილგანწყობის დამკვიდრებას; ვაჭრობაში — ჰალალისა და ჰარამის საზღვრების პატივისცემას, სიმართლისა და სანდოობის დაცვას.

სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს — სხვებისთვის ცხოვრების შემსუბუქებას, ჩვენი ენათა და ხელით არავისთვის ზიანის მიყენებას.

სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება ნიშნავს — ერთობის შემეცნებით მოქმედებას, ერთმანეთის სიყვარულს ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის, როგორც შენობის აგურს აგურთან აკავშირებს საძირკველი, ისე მორწმუნეთა შორის სიმედგრეს.

ეს ნიშნავს — სიხარულის და მწუხარების გაზიარებას, და იმას, რომ ჩვენი ყოველი ახალი დღე იყოს უკეთესი გუშინდელზე.

 შუამავალის (ს.ა.ს.) სახელის მნიშვნელობა
ძმებო და დებო, ამ ადამიანის სახელი, რომლის სუნნეთზეც ვსაუბრობთ, თვითონვე არის ღრმა სიბრძნის მატარებელი.

სახელი „მუჰამმედ“ ნიშნავს „მრავალგზის ქებულს, დიდად მოხსენებულს, ქების ღირსს“.

ეს სახელი თვითონ ალლაჰმა მოუვლინა თავის რჩეულ მსახურს როგორც ნიშნად იმისა, რომ იგი იქნება ქებული როგორც ზეცაში, ისე მიწაზე.

შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

> „أنا محمد، وأنا أحمد، وأنا الماحي الذي يمحو الله بي الكفر، وأنا الحاشر الذي يحشر الناس على قدمي، وأنا العاقب.“

„მე ვარ მუჰამმედი, მე ვარ აჰმადი, მე ვარ ის, ვისი მეშვეობითაც ალლაჰი მოაშთობს ურწმუნოებას; მე ვარ ის, ვის წინ შეიკრიბებიან ადამიანები, და მე ვარ უკანასკნელი შუამავალი.“

(ბუხარი, 3532; მუსლიმი, 2354)

სახელი „მუჰამმედი“ სავსეა წყალობითა და ბარაქით — ვისაც ეს სახელი უკავშირდება სიყვარულით, ცოდნითა და მორჩილებით, მის გულში ალლაჰი მოავლენს  სინათლესა და სიმშვიდეს.

ამიტომაც გვამცნო მუჰამმედმა ს.ა.ს.

 „დაარქვით ჩემი სახელი…“

(ბუხარი, 6187)

ეს ნიშნავს, რომ მისი სახელი არ არის მხოლოდ სიტყვა — ეს არის სიყვარულის, ერთგულებისა და მორჩილების ნიშანი, რომელიც მორწმუნის გულში ღრმად არ ამოქარგული.

ძვირფასო მორწმუნეებო!
როგორც წარსულში, ისე დღესაც, კაცობრიობას სჭირდება ალლაჰის შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) გზავნილები. მისი სუნნეთი შეიცავს სიბრძნესა და სიკეთეს, რომელიც ეხება ყოველი ადამიანის გულს და ადგენს ჭეშმარიტ გზაზე ყველა საზოგადოებას.

ამის თაობაზე ყურანში ვკითხულობთ:

„ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისაკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!“

(სურა აჰზაბი, 33/21)

საყვარელო მორწმუნეებო!
ჩვენი ვალია — ალლაჰის ბრძანებებსა და შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) სუნნეთს მივანიჭოთ უმაღლესი მნიშვნელობა და ღირებულება.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს — მის უმშვენიერეს ზნეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა, მისი სიყვარულის ჩაბეჭდვა ჩვენი შვილებისა და ახალგაზრდების გულებში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუნნეთის უგულებელყოფით ყურანის გაგება და ისლამის შესაბამისად ცხოვრება შეუძლებელია. ვინც სუნნეთს გვერდს აუვლის, ვერ მიაღწევს ალლაჰის სიყვარულსა და კმაყოფილებას.

ხუტბას დავასრულებ შუამავალის (ს.ა.ს.) ვედა ხუტბის შემდეგი სიტყვებით:

 „გიტოვებთ ორ რამეს; თუ მათ მტკიცედ ჩაეჭიდებით, არასდროს ასცდებით ჭეშმარიტ გზას: ეს არის ალლაჰის წიგნი და ჩემი სუნნეთი.“

(მუსლიმი, „ჰაჯი“, 147; მუვატტა’ მალიქი, „ყადერი“, 3)

Comment here