სათაურებიხუტბა

ლოცვა, როგორც
მიღ’რაჯის საჩუქარი
და სარწმუნოების დედაბოძი

ძვირფასო მუსლიმებო!

ამ კვირა საღამოს, რეჯების თვის ოცდამეშვიდე ღამეა. ეს არის ისრასა და მიღ’რაჯის ღამე, რომელშიც ვიხსენებთ შყამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) ზეამაღლებას და ვხარობთ იმ სასიხარულო ცნობებით, რომლებიც უზენაესმა ალლაჰმა თავის მონა-მსახურებს მიჰმადლა. მოდით, ამ კვირის ხუტბაში კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მიღ’რაჯის საჩუქარი – ლოცვა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აზრს ანიჭებს და გულებს სიმშვიდეს ჰგვრის.

ძვირფასო მორწმუნენო!

ლოცვა ისლამის ხუთი საყრდენიდან ერთ-ერთია. ეს არის განსაკუთრებული მსახურება, რომელიც იწყება „თექბირით“ და მთავრდება „სალამით“, სადაც ჩვენი გონება, გული, ენა და მთლიანად სხეული ალლაჰის წინაშე სეჯდეს აღასრულებს. ეს არის მსახურება, რომელიც ხსნის განსხვავებებს, ბარიერებს და მორწმუნეებს აერთიანებს ერთ რიგში.

პატივცემულო მუსლიმებო!

ხუთი დროის სავალდებულო ლოცვა არ არის მხოლოდ სიმბოლური რიტუალი. არ შეიძლება ლოცვის სწრაფად, ჩქარად შესრულება. ლოცვა დინჯად უნდა შესრულდეს, რადგან ის არის საყრდენი, რომელზეც მუსლიმობა დგას. მუსლიმი ლოცვას აღასრულებს, ხოლო ლოცვა ადამიანს სრულყოფს. იმ დროს, როდესაც ადამიანი ლოცვას ასრულებს, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი დროა. ლოცვის გარეშე გატარებული ცხოვრება ფუჭია.

ამიტომ მუსლიმს არ შეუძლია გამოტოვოს ლოცვა ან გადადოს მისი შესრულება „მოგვიანებით“. პირიქით, მორწმუნემ უნდა მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება ლოცვის დროის მიხედვით. შუამავალმა მუჰამმედმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ლოცვა არის სარწმუნოების საყრდენი“ (ბეიჰაყი, 3/39).

ძვირფასო მორწმუნენო!

ხუტბის დასაწყისში წაკითხულ აიათში, ალლაჰი ბრძანებს:

წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან და აღასრულე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავეს და უკეთურობას.“ (ანქებუთი, 29/45).

დიახ, ლოცვა ჩვენი ცხოვრების მიზანია, ხოლო მონა-მსახურების მიზანი კარგი მუსლიმობაა. თუ ლოცვა ვერ გვაშორებს ცოდვებს და ცუდ ქცევას, მაშინ საჭიროა ჩვენი ენა ტყუილს, გული შურიანობასა და ხელი სიავისგან ავიღოთ. თუ ლოცვის მიუხედავად მაინც ვართ სიავის ჩადენის ტყვეობაში, მაშინ საჭიროა გული, ქცევები და ცხოვრება ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად მოვაწყოთ.

ერთხელ, შუამავალმა მუჰამმედმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

წამოდექი, ბილალ! მოგვიწოდე ლოცვაზე, რომ სულმა სიმშვიდე პოვოს.“ (ებუ დავუდი, ედები, 78).

მოდით, ლოცვას მივუდგეთ არა როგორც ტვირთს, არამედ როგორც გამჩენისგან მომადლებულ ნეტარებას. დავიცვათ მისი დროები და წესები, მოვინდომოთ მისი გულმოდგინედ შესრულება და ვეცადოთ, რომ ლოცვამ გაგვხადოს სრულყოფილი მორწმუნეები.

ლოცვის აღსრულებას გვერდს თუ უვლის ჩვენი მორწმუნე ძმა, მოვუწოდოთ მათ ლმობიერად და სწორად. ვეცადოთ ხუთი დროის ლოცვის მეჩეთში შესრულებას, თუ ეს შეუძლებელია, ოჯახთან ერთად. ალლაჰი ბრძანებს:

უბრძანე შენს ოჯახს ლოცვის აღსრულება და თავადაც მოთმინებით დაიცავი.“ (ტაჰა, 20/132).

ეს აიათი ჩვენგან მოითხოვს, რომ შვილები და ახალგაზრდები ლმობიერი ტონით ლოცვის აღსრულებას შევაჩვიოთ.

მოდით, არ მოვაკლოთ ჩვენს ოჯახსა და საკუთარ თავს ლოცვის სიკეთე და მადლი. დღეს, ამ ხუტბიდან მინდა მოვუხმო იმ ძმებსა და დებს, ვინც ლოცვას არ ასრულებენ: ამ მადლიანი დღეების დროს დავფიქრდეთ და დავიწყოთ ლოცვის აღსრულება. ნუ დაივიწყებთ შუამავალის (ს.ა.ს.) ამ სიტყვებს:

ვინც ხუთი დროის ლოცვას რუქუღ’სა და სეჯდეების დაცვით, დროის შესაბამისად და აბდესთის წესების დაცვით აღასრულებს და გაცნობიერებული აქვს, რომ ეს ღმერთის ბრძანებაა, სამოთხეში დამკვიდრდება.“ (იბნი ჰანბელი, IV, 266).

ლოცვის გარეშე შემოსავალი უნაყოფოა, ხოლო ლოცვის გარეშე ოჯახი უბედურია.

Comment here