სათაურებიხუტბა

ისლამი მოგვიწოდებს
ჩვენი რწმენის
შესაბამისად
ვიცხოვროთ

 


ძვირფასო მორწმუნენო!

წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

მორწმუნე კაცს და მორწმუნე ქალს გადაწყვეტილების მიღებისას არ აქვთ არჩევანი, თუ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. და ის, ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი!“ (აჰზაბ, 33/36)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ყველაზე ჭეშმარიტი სიტყვა ღვთის წიგნი, ხოლო საუკეთესო მეგზურობა შუამავალ მუჰამმედის მეგზურობაა“. (იხ. ნესაი, „იდეინ“ 22)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების თანახმად, ისლამი არის გზა, რომელიც  ადამიანს ყველაზე ჭეშმარიტ, საუკეთესოსა და ამაღლებულზე მიიყვანს,  ყურანისა და სუნას მიერ ნაჩვენები გზაა. მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა გზა არ არსებობს. ისლამის მიხედვით, სარწმუნოების პატრონი ალლაჰია. სწორედ ის განსაზღვრავს რისი და როგორ გვწამს და გვაჩვენებს გზებს, რომლებიც ბედნიერებამდე მიგვიყვანს. ყურანი და სუნა ისლამის ორი ძირითადი წყაროა; ისინი ერთმანეთს არასოდეს დაშორდებიან. საკითხზე გადაწყვეტილების უფლებამოსილება ეკუთვნის ალლაჰს და ალლაჰის შუამავალს, იმდენად რამდენადაც ის ნებას რთავს. არავის არ შეუძლია მიიჩნიოს საკუთარი შეხედულებები, აზრები და იდეოლოგია, უფრო ღირებულად, ვიდრე ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ დადგენილი ნორმებია. ასევე, ადამიანს არ შეუძლია ამ დებულებების ნაწილის მიღება და სხვების უარყოფა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ალლაჰისადმი ჩვენი მორჩილების ნიშანი ჩვენი რწმენაა. ასევე ნიშანია ჩვენი ლოცვები, რომლებიც ინარჩუნებს ჩვენს რწმენას და სრულყოფილს ხდის და ასევე მნიშვნელოვანია საუკეთესო ზნეობა. მაშინ სწორად აღვასრულოთ ჩვენი ლოცვა, რომელსაც   ჩვენს გულებშ შვება მოაქვს და ჩვენს ცხოვრებას სიუხვით ამდიდრებს. მოდით ზედმიწევნით დავიცვათ ისლამის მიერ დადგენილი ჰალალისა და ჰარამის სტანდარტები. მოდით ვეცადოთ, რომ სწორად ავსახოთ ისლამური მორალური ფასეულობები ჩვენს ყველა სიტყვაში, დამოკიდებულებასა და ქცევაში.

ძვირფასო მორწმუნენო!
თუ ჩვენ დავიცავთ ისლამის მიერ დადგენილ პრინციპებს ცხოვრების ყველა სფეროში, ჩვენი ოჯახური ცხოვრებიდან დაწყებული საქმიან ურთიერთობებამდე, ჭამიდან და სასმელიდან დაწყებული ჩაცმულობამდე, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს საკუთარი თავის, ჩვენი უფლისა და ჩვენი გარემოს მიმართ. ასე რომ, დავიცვათ ჩვენი მეუღლის, შვილების, მშობლების, ნათესავების და მეზობლების უფლებები. დავაკვირდეთ რა არის ჰალალი ჩვენს საქმიანობაში და არ მივმართოთ ჰარამს იმისათვის, რომ მეტი ვიშოვოთ.  ფასების გადაჭარბებული ზრდით ნუ შევაწუხებთ ადამიანებს. თავი ავარიდოთ შავ მარკეტინგს, მევახშეობასა და თაღლითობას, რომლებიც ჯოჯოხეთის ცეცხლის ნაწილია. მოდით, ყოველთვის წინა პლანზე დავაყენოთ ისეთი სათნოებები, როგორიცაა სამართლიანობა, სიკეთე, წყალობა და პატიოსნება.  ჩვენი ერთობა, სოლიდარობა და ძმობა გავაძლიეროთ. შორს დავდგეთ ყველა სახის ბოროტებისგან, როგორიცაა სიცრუე, ტყუილი, ჭორაობა, ცილისწამება; მოვერიდოთ ყველა სახის უზნეობას, როგორიცაა ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, მრუშობა და მექრთამეობა. გავთავისუფლდეთ ცუდი ზნისგან, როგორიცაა ქედმაღლობა, თვალთმაქცობა, ტყუილი და სისასტიკე, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს ანადგურებს; მოვერიდოთ ხალხის და საზოგადოების უფლებების დარღვევას, რაც ასევე დიდი ცოდვაა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, სასარგებლო რჩევები მივცეთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეზობლებსა და მეგობრებს.

ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„და შეაგონე. უეჭველად, შეგონება სარგებელს მოუტანს მორწმუნეთ!“ (ზარიათი, 51/55)

ასეთ შემთხვევაში ოჯახებში ბედნიერება, საზოგადოებაში სიმშვიდე და კეთილდღეობა დაისადგურებს.

Comment here