სათაურებიხუტბა

ვემშვიდობებით
რამადანს

ძვირფასო მუსლიმებო!
სულ ცოტაც და დასრულდება ამწლის რამადანის მადლმოსილი მთვარეც. ბოლო თარავიჰის ლოცვით, რომელსაც ამ საღამოს შევასრულებთ და მარხვით, რომელსაც ხვალ  დავიცვათ ამ სულიერებით აღსავსე პერიოდს გავაცილებთ. უზენაესმა გამჩენმა, ჩვენ იმ ბედნიერ მონა-მსახურთა რიგებში ჩაგვწეროს, ვინც ყურანით ჰპოვა სიცოცხლე, ლოცვით განერიდა სიავენს, მარხვით მიაღწია ღვთისმოსაობას, ზექათით, ფითრითა და მოწყალებით განწმინდა თავისი ქონება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
რამადანი ეს არის სკოლა, რომელიც ყოველწლიურად გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ უზენაესი ალლაჰის კმაყოფილება დავიმსახუროთ. ამ საოცრად მშვენიერ სკოლაში, ერთი თვის განმავლობაში ვეცადეთ გვესწავლა, როგორ უნდა ვყოფილიყავით კეთილი ადამიანი და გულწრფელი მუსლიმი. ვიკითხეთ ცხოვრების გზამკვლევი წიგნი -ყურანი და ვეცადეთ გვეცხოვრა და გაგვეთავისებინა მისი გზავნილები. ეს ძლიერი კავშირები, რომლებიც რამადანის თვეში გავითავისეთ, დავიცვათ და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მადლი ვატაროთ.

რამადანმა შეძლო და თითოეული ჩვენგანი მთელი ერთი თვის განმავლობაში ოჯახებთან ერთად მეჩეთებში შეგვკრიბა. ხუთი დროის ლოცვასთან ერთად მთელი მოკრძალებით თერავიჰის ლოცვის შესასრულებლად ალლაჰის წინაშე მხარი-მხარ დავდექით.  ვედრებებითა და სალავათებით გულებში სულიერმა სიმშვიდემ დაისადგურა. მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მონა-მსახურება მხოლოდ ერთი დღით ან ამ ერთი თვით არ შემოიფარგლება.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები! (ჰიჯრი, 15/99) აღნიშნული მოწოდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში მონა-მსახურების ვალდებულებას გვამცნობს. საკითხთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალი ბრძანებს: „უზენაესი ალლაჰის წინაშე ყველაზე მოწონებული ქმედება ის არის, რომელიც მცირეა, მაგრამ სისტემატიური ხასიათისაა“. ამ სიტყვებით ცხოვრების ყველა ასპექტში ღვთისმსახურების არსებობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. (ებუ დავუდი, თატავვუ’, 27)   მაშ ასე, ღვთისმსახურება, რომელსაც რამადანის თვეში შევეჩვიეთ, მთელი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ. შვილებს ვასწავლოთ მეჩეთის კულტურა და ოჯახთან ერთად მეჩეთებში ჯემაღეთთან კავშირი შევინარჩუნოთ.

ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანის სკოლაში, ჩვენს მიერ დაცული მარხვით ვნებები განვიმტკიცეთ და თმენა ვისწავლეთ. უზენაესი ალლაჰი გვამცნობს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ეძიეთ შველა მოთმინებასა და ლოცვაში, უეჭველად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა“. (ბაყარა, 2/153) აღნიშნული ბრძანება, მოთმინებას, ლოცვითა და მოთმინებით უზენაესი ალლაჰისგან დახმარების თხოვნისკენ მოგვიწოდებს. მაშ ასე, ვეცადოთ რამადანის თვეში შეძენილი მოთმინება ოჯახში, სკოლაში, სამსახურში, ქუჩაში, ვაჭრობასა და მოგზაურობაში გამოვიყენოთ. არათუ სიძულვილითა და გაუტანლობით, ჯანსაღად და გონივრულად ვიმოქმედოთ. ნუ ვატკენთ და ნურავის გავუტეხეთ გულს. 

ძვირფასო მორწმუნეებო! 
მადლობა დიად გამჩენს, სიკეთით აღსავსე რამადანის თვე ალლაჰის შუამავლის მიერ ნაქადაგები პრინციპის შესაბამისად „ყოველი სიკეთე მოწყალებაა“, განვლიეთ. ვეცადეთ ვყოფილიყავით სიკეთის გზის მგზავრები, რომელბმაც დედ-მამის, მეუღლისა და შვილებისადმი სიყვარული გამოავლინეს, ნათესავებისა და მეზობლების უფლებები დაიცვეს, ობლებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოეფერა. ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით ზექათი და მოწყალებები სიღარიბეში მყოფებს გავუზიარეთ. ამასთან ერთად ვეცადეთ მთელი ჩვენი შესაძლებლობით ღაზას სექტორსა თუ მსოფლიოში მყოფი ჩაგრულების იმედი ვყოფილიყავით და მათ სახეზე ღიმილი მოჰფენოდათ. კიდევ ერთხელ ვაგრძნობინეთ, რომ მათ მაჩაგვრელებთან მარტოდ არ მივატოვებთ. მაშ, ვიცხოვროთ ისე, რომ რამადანის თვეში შეძენილი ეს საოცარი თვისებები ცხოვრების ყოველ ეტაპზე თან დაგვყვებოდეს. ვეცადოთ ვიყოთ სიკეთის განსახირება, დედამიწაზე გავავრცელოთ სიკეთე, მტკიცედ დავდგეთ მჩაგვრელის წინააღმდეგ და ჩაგრულის გვერდით.

არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ სიკეთეს გარდამტეხი ძალა აქვს  და რომ სამყარო მხოლოდ კეთილი ადამიანებითა და სიკეთით გარდაიქმნება.

ძვირფასო მუსლიმები!
ხუტბას დასასრულს მნიდა მნიშვნელოვანი რამ შეგახსენოთ. დღეიდან უამრავი თქვენგანი მშობლების, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად, მათთან ერთად რამადან ბაირამის სიხარულის გასაზიარებლად გაემგზავრებით.  იმისათვის, რომ სიხარულის დღეები მწუხარების ჩრდილით არ დაიფაროს, მძღოლებს საჭესთან ყოფნის დროს მოთმინების გამჩენას, ყურადღებას, გამგებიან დამოკიდებულებასა და ერთმანეთის უფლებების მიმართ პატივისცემისკენ მოგიწოდებთ. 

ამრიგად, წინასწარ გილოცავთ რამადანის ბაირამს, რომელიც კვირა დღეს მთელი ისლამური სამყარო აღვნიშნავთ. ვავედრებ დიად გამჩენს, რომ ყველა ჩვენი სულიერი ძმა, განსაკუთრებით ღაზას სექტორში მცხოვრები, რომლებიც იტანჯებიან მჩაგვრელთა მიერ, მიაღწიონ თავისუფლებას.

Comment here