ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს, მთელი ერი შეძრწუნებული ვართ იმ საზარელი მიწისძვრის გამო, რაც თრქეთსა და სირიაში მოხდა. ამ საშნელმა ცეცხლა, არა მხოლოდ კატასტროფის ადგილები, არამედ ჩვენი გულებიც ცეცხლის ალში გაახვია. ჩვენ ვედრებას აღვავლენთ და დანგრეული შენობების პირას იმედით ვდგავართ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძ₾ება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი მორწმუნე ადამიანს შემდეგნაირად განმარტავს: „მორწმუნენი ურთიერთსიყვარულში, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობასა და თანადგომაში ერთი სხეულის მსგავსნი არიან. როდესაც სხეულის რომელიმე ორგანო დაავადდება, სხვა ორგანოები ამ ტკივილს იზიარებენ“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“, 66)
ასე რომ, ჩემო დებო და ძმებო! დღეს ერთიანობის დღეა. დღეს დახმარებისა და სოლიდარობის დღეა. ეს დღე ლოცვა-ვედრებით უზენაეს გამჩენზე მიკედლების დღეა. მისი დიდი წყალობა და შეწევნა შევევედროთ. ასე რომ, როგორც წარსულში, დღესაც ვიმოქმედოთ ერთიანობის, სოლიდარობისა და ძმობის შეგნებით, როგორც ჩვენი რწმენის მოთხოვნაა. ვიყოთ ერთმანეთის იმედი, ერთმანეთის ცხოვრების სიხარული. მიწისძვრით დაზარალებული თითოეული ჩვენი ძმის გულს შევეხოთ და ცრემლები შევუმშრალოთ. გულწრფელად გავიზიაროთ მათი მწუხარება. ვიყოთ ჩვენს და-ძმებთან მთელი ჩვენი მატერიალური და სულიერი საშუალებებით. დაე, ჩვენი გული იყოს მათი თავშესაფარი, სადაც ამ ზამთრის ცივ ღამეებში დაისადგურებენ და გათბებიან. ასეთ დროს, მოდით, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და შევინარჩუნოთ საღი აზრი და სიმშვიდე. მოერიდეთ ყველანაირ სიტყვას და ქცევას, რამაც შეიძლება ჩვენს ერთობას და ძმობას ზიანი მიაყენოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება; უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!“ (ინშირაჰი, 94/5-6)
დიახ, იმ იმედით , რომელიც უზენაესმა ღმერთმა ჩვენს გულებში ჩაგვისახა, გვჯერა, რომ ეს გაჭირვება დასრულდება და ამ გაჭირვების შემდეგ შვება მოვა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საყვარელი ერი, რომელმაც ყოველგვარი სიძნელე გადალახა, წინდახედულობითა და თანადგომით, ჩვენი უფლის წყალობითა და მადლით, ჩვენი სახელმწიფოს ძალითა და ძალისხმევით კვლავ განკურნავს თავის ჭრილობებს.
დღეს ღვთის წყალობას და შვებას ვუსურვებ წარსულიდან დღემდე უბედურებაში დაღუპულ ჩვენს ძმებს და თანაგრძნობას ვუცხადებ მათ ახლობლებს, ხოლო დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დაე, ჩვენმა ყოვლისშემძლე უფალმა აღარასოდეს განგვაცდევინოს ასეთი ტანჯვა. დაე, მან დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ისლამური სამყარო და მთელი კაცობრიობა ყველა სახის კატასტროფებისგან.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოხარული ვართ, რომ მიწისძვრით დაზარალებული ჩვენი ძმებისა და დების ჭრილობების მოსაშუშებლად მრავალი დახმარების კამპანია დაიწყო. როგორც რელიგიის საკითხთა თავმჯდომარე, ამ კამპანიების მხარდასაჭერად, დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ მივმართავთ ჩვენს საყვარელ ერს დახმარებისთვის ყველა ჩვენს მეჩეთში. ჩვენი ერის ეს შემოწირულობები, სავსე სიყვარულითა და თანაგრძნობით, გადაეცემა ჩვენს ძმებსა და დებს. დაე, ყოვლისშემძლე ალლაჰმა მიიღოს ყველა ყველა ის დახმარება, რასაც გავიღებთ.
Comment here