სათაურებიხუტბა

ერთობაშია ბარაქა,
ძმობაში — წყალობა

ძვირფასო მუსლიმებო!
წაკითხულ აიათში უზენაესი გამჩენიასე ბრძანებს: „ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალი, 8/46)

წაკითხულ ჰადისში კი ძვირფასი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას ერთმანეთთან, ნუ შეაქცევთ ერთმანეთს ზურგს, ნუ შეიძულებთ ერთმანეთს და ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის. ო, ღვთის  მონა-მსახურნო! შეიქმენით ძმებად.“ (თირმიზი, ბირრი და სილა, 24)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელსაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) გვასწავლა, არის ძმობა. ეს ძმობა აერთიანებს სხვადასხვა ენისა და ფერის ადამიანებს ერთი რწმენისა და ერთიანი იდეალების ირგვლივ. ამ ძმობის საფუძველში დგას შეგნება იმისა, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ ღვთის მონა-მორჩილნი და მუჰამმედის (ს.ა.ს.) თემის ნაწილი.

ამ ძმობაში დევს ერთიანობის, საერთო მიზნისა და ძალის გამომხატველი სული; არ არის ადგილი „მე–შენობის“ დაპირისპირებისა და ამპარტავნული შეჯიბრის. ამ ძმობაში არის თანადგომა და ერთიანობა — ხოლო არ არის დაყოფა, შუღლი და დაშლა. ამ ძმობაში ცხოვრობს სიყვარული, მოწყალება, გაზიარება და ურთიერთდახმარება — ხოლო არა სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა და მტრობა.

ძვირფასო მუსლიმებო!
სწორედ რწმენითა და ძმობით განმტკიცებულმა ერთობამ შეგვინარჩუნა ჩვენ, როგორც ერი და საზოგადოება, მრავალი განსაცდელისა და ეპოქის განმავლობაში.

ჩვენი წინაპრები, რომლებმაც გულით ირწმუნეს გამჩენის შემდეგი სიტყვა —

თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!“ (ალი იმრანი, 3/139)

ამ რწმენით დგანან საქართველოს მთასა და ბარში სადარაჯოზე, აჭარიდან კახეთამდე, სამცხე–ჯავახეთიდან ქვემო ქართლამდე.

სწორედ ამ ძმობის სულით შეინარჩუნეს სარწმუნოება, ღირსება და სამშობლო, მიუხედავად უამრავი ქარ-ცეცხლისა.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხს განგიმტკიცებს.“ (მუჰამმედი, 47/7)

ამ აიათით შთაგონებულმა ჩვენმა ხალხმა საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა სამართლიანობა, შეინარჩუნა თავმდაბლობა და გულით ემსახურა სამშობლოსა და რწმენას.

ჩვენი წინაპრები მტკიცედ იყვნენ ჩაჭიდებული ალლაჰის სიტყვას:

اِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ اِخْوَةٌმორწმუნენი მხოლოდ ძმები არიან.“ (ჰუჯურათი, 49/10)

და ყველა განსაცდელი — ომიც, დევნაც თუ სიდუხჭირეც — ერთად, ძმური სოლიდარობით გადალახეს.

ისინი იცავდნენ მეჩეთებს, წმინდა ადგილებს, ოჯახებს და ადამიანურ ღირსებას,

არცერთ განსაცდელში არ დაუშვეს, რომ სარწმუნოება ან პატივი შელახულიყო.

ვიდრე ამ ერთობისა და ძმობის სულს შევინარჩუნებთ, ამ ქვეყნის მიწაზე მორწმუნე ყოველთვის იქნება, ჩვენს მეჩეთებში ეზანი არ გაჩერდება, და ჩვენი ალამი მშვიდობისა და სამართლიანობის სიმბოლოდ დარჩება!

ძვირფასო მორწმუნეებო!
განვერიდოთ ყოველ სიტყვასა და ქცევას, რაც ჩვენს შორის მშვიდობასა და თანაგრძნობის სულს შელახავს.

საქართველო — ისეთი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს გვერდიგვერდ.

ჩვენი განსხვავებები არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, არამედ — ღვთიური გამოცდა, რომელიც გვასწავლის ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობასა და თანაცხოვრებას.

ვიყოთ ერთგულნი ჩვენი წარსულისა და ფასეულობებისადმი, აღვზარდოთ თაობა, რომელიც სავსე იქნება ზნეობითა და ცოდნით, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მომავალს.

გავუფრთხილდეთ იმ ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს, რომლებიც გვაქცევს იმად, ვინც ვართ.

Comment here