სათაურებიხუტბა

გამარჯვების
შემდგომი
სულიერება და აზრი

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი წმინდა აიათში ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხთა თქვენსა განამტკიცებს“. (მუჰამმედ, 47/7)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:

ვინც იმ მიზნით იბრძვის, რომ ღვთის სარწმუნოება უმაღლეს საფეხურზე იყოს, ღვტის გზაზე დგას“. (იხ. ბუჰარი, „თევჰიდ“, 28)

ძვირფასო მორწმუნენო!
აგვისტოს თვე ისლამის ისტორიაში გამორჩეული პერიოდის. ამ თვეშ მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნა მიღწეული. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ 1071 წლის 26 აგვისტოს მალაზგირთის ბრწყინვალე გამარჯვებას, რომლის შემდეგაც ანატოლიაში ისლამი გავრცელდა. 30 აგვისტოს ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის ისტორია სავსეა მნიშვნელოვანი გამარჯვებებით. ისლამის დიდებისთვის მებრძოლი წინაპრების მიერ დანატოვარი წარმატება, რომლებიც ისტორიაშ ოქროს ასოებითაა შეტანილი, არ უნდა დავივიწყოთ და იგივე შემართება და ერთგულება გამოვიჩინოთ. ამ გზაზე ღვთისადმი უსაზღვრო რწმენა, კეთლი საქმეები, მოთმინება და საუკეთესო ზნეობა გვჭირდება. ასეთ შემთხვევაში ღვთიური შეწევნა მუდმივად ჩვენთან იქნება.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ისტორია ხალხის მეხსიერებაა. ის არამარტო აწმყოს, არამედ მომავალსაც განსაზღვრავს. როდესაც ისტორიას ვეცნობით, ჩნდება გზა, ჩნდება მიზანი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. წარსულში მოპოვებული გამარჯვებები კი ღირსებით აღსავსე ცხოვრებას გვასწავლის. ის გვასწავლის, რომ სარწმუნოებას ადა სამშობლოს დაცვა სჭირდება. წარსული ასევე გვასწავლის, რომ ერთმანეთს შორის სიყვარული და სიკეთე უნდა ვთესოთ, რათა ძმობა და ერთიანობა შევინარჩუნოთ. ერთად ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ერი ერთიანია, მას გადაულახავი დაბრკოლება არ შეხვდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
წარსულის გამარჯვებების გახსენება და მათზე საუბარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ისტორიის მომავალ თაობებზე გადაცემაც საჭირო და აუცილებელია. თუმცა ამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, გავაცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რასაც ეს ყველაფერი გვასწავლის. ჩვენ ყველამ ჩვენი საკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რათა მთელ მსოფლიოში მშვიდობა და სიკეთე სუფევდეს. ჩვენი ვალია სულიერებასთან ერთად მატერიალური თვალსაზრისითაც წარმატებას მივაღწიოთ. მთელი მონდომებით უნდა შევისწავლოთ მეცნიერება და ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ამ შემართებით უნდა ვცდილობდეთ იმ უდიდესი მისიის შესრულებას, რასაც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთს სახელის განდიდება და მისი კმაყოფილების მოპოვებაა.

ხუტბას ბოლოს კი, ჰზ. ადამიდან მოყოლებული დღემდე, ყველა იმ მებრძოლი გმირის მიმართ მადლიერება მინდა გამოვხატო, რომლებიც ღვთის სახელის განდიდებისთვის იბრძოდნენ.  

Comment here