
ძვირფასო მუსლიმებო!
გასულ კვირას ჩვენმა შვილებმა კიდევ ერთი სასწავლო წელიდაასრულეს და საზაფხულო არდადეგებზე გავიდნენ. ჩვენისაზოგადოებისა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომმომავალმა თაობამ სრულფასოვანი განათლება მიიღოს. თუმცაუნდა გვახსოვდეს, რომ სხეული და სული, წუთისოფელი და საიქიო ერთად, თანაბრად უნდა აშენდეს და აყვავდეს. ვინაიდანადამიანს ჭეშმარიტად ღირებულს ხდის ის, რომ მან ცოდნასთანერთად შეინარჩუნოს რწმენა, ხოლო წარმატებასთან ერთად — ზნეობა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) შემდეგი შეგონებითამახვილებს ჩვენს ყურადღებას ამ საკითხზე: „არცერთ მშობელსშვილისთვის არ დაუტოვებია იმაზე ძვირფასიმემკვიდრეობა, ვიდრე კარგი აღზრდაა.“ (თირმიზი, ბირრი, 33; იბნი ჰანბალი, IV, 77)
ძვირფასო მშობლებო!
თანამედროვე ეპოქის მომხმარებლური კულტურა, ციფრულისივრცის გაუცნობიერებელი გამოყენება და, დროდადრო, იუმორისსაფარქვეშ ჩვენი სიწმინდეების მასხრად აგდება, დღითიდღეაშორებს შვილებს მშობლიურ ფასეულობებს. ბავშვთა სუფთაგონება დგას იმის საფრთხის წინაშე, რომ დაიკარგოსცრურწმენების, გარყვნილი მიმდინარეობების, მავნედამოკიდებულებებისა და თანატოლთა ბულინგის მორევში. თუმცა, ჩვენს ირგვლივ არსებული ამ საფრთხეების წინაშე უმწეონი როდივართ! გამოსავალი არის ის, რომ ჩვენს შვილებს საუკეთესოფორმით მივაწოდოთ ცოდნა და სიბრძნე, რომელიც მათ გონებასადა გულს გაანათებს. ჩვენი უზენაესი გამჩენის ბრძანებისშესაბამისად: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავითთქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავიადამიანები და ქვებია…“ (თაჰრიმი, 66/6), ჩვენს შვილებსადრეული ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ჰალალისა და ჰარამისმიმართ მგრძნობელობა, ხელი შევუწყოთ, რომ მათსიღრმისეულად გაითავისონ ჩვენი ეროვნული და სულიერიღირებულებები.

ძვირფასო მორწმუნენო!
უკვე დაწყებულია საზაფხულო ზოგადი რელიგიური სწავლება, სადაც ჩვენს შვილებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ უზენაესიწიგნი — ყურანი, საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) სამაგალითოცხოვრება, რწმენისა და ღვთისმსახურების საფუძვლები, ჩვენირელიგიურ–ზნეობრივი ფასეულობები, წეს–ჩვეულებები დატრადიციები. ჩვენ გვსურს, რომ ამ საზაფხულო სწავლებისპერიოდში ბავშვებმა გაზიარება, ძმობა, ურთიერთდახმარება დასიყვარული უშუალო გამოცდილებით, ცხოვრებისეულად ისწავლონ; იგრძნონ ერთობლივი ლოცვის სიმშვიდე, ვედრების სილამაზე დაგაითავისონ მეჩეთის ადათების დახვეწილობა; ყურანისსინათლით განათლდნენ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა დაჩვენი ხალხის მშვიდობისთვის და ადრეულ ასაკშივე ეზიარონშუამავლის საუკეთესო ზნეობას. ჩვენმა ახალგაზრდებმა სულიერწინამძღოლთა ხელმძღვანელობით იპოვონ პასუხები თავიანთგონებაში არსებულ კითხვებსა და გულში არსებულ ძიებებზე, დაამყარონ ისეთი მეგობრობა, რომლითაც მთელი ცხოვრებისმანძილზე, მხარდამხარ ივლიან სიკეთის გზაზე.
ძვირფასო მუსლიმებო!
ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვების გულში პატარა ასაკშიჩათესილი გამჩენის სიყვარული არის ყველაზე ძვირფასი რამ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიღებს კეთილნაყოფს. ამასთან დაკავშირებით, ყველა ჩვენს ბავშვსა დაახალგაზრდას სიყვარულით ვეპატიჟებით მეჩეთებში. ამავდროულად, მშობლებისგან ველოდებით მეტ გულისხმიერებასადა ყურადღებას, რათა მყარად დაიცვან თავიანთი შვილებისკავშირი ჩვენს რელიგიასთან, კულტურასთან და მეჩეთებთან.
ხუტბას კი შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი სამახარობლო სიტყვებითდავასრულებ: „ვინც წაიკითხავს ყურანს და მისი მიხედვითიმოქმედებს, განკითხვის დღეს მის მშობლებს დაადგამენგვიგვინს, რომლის ნათებაც იმაზე მშვენიერია, ვიდრე მზისსინათლე…(ებუ დავუდი, ვითრი, 14)





Comment here