სათაურებიხუტბა

მცირე განბანვა სხეულის სიჯანსაღისა და სულიერი სიმშვიდის მომტანია

ძვირფასო მუსლიმებო!
აიათის მიხედვით უზენაესი ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახენი და ხელები იდაყვების ჩათვლით, თავი შეიწმინდეთ[1] და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით. და თუ ხართ უსუფთური[2], განიბანეთ. (მაიდე 5/6)

      ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

„  სამოთხის გასაღები ლოცვის აღსრულებაა, ხოლო ლოცვის აღსრულების გასაღები- მცირე განბანვა“. (იხ. თირმიზი, თაჰარეთ“ 1)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით სისუფთავე არის აუცილებელი ვალდებულება, რომელიც რწმენიდან გამომდინარე თითოეულ ჩვენგანს გვევალება. ჩვენი სარწმუნოება გვავალდებულებს განბანვას, რომელიც ჯანმრთელი სხეულის, სულიერი სიმშვიდისა და განწმენდის საწინდარია. შესაბამისად, განბანვა ადამიანს ფიზიკურად და სულიერად განწმენდს, რის შემდეგაც მორწმუნე ღვთის წინაშე წარსდგება და ლოცვას აღავლენს.

ძვირფასო მუსლიმებო!.
მცირე განბანვა ადამიანს ღვთისმსახურების მადლს სძენს და ამავდროულად მისი საშუალებით ორგანიზმი ჭუჭყისა და მიკრობებისგან თავისუფლდება. მცირე განბანვა ლოცვისთვის მზადებაა, ლოცვა კი სარწმუნოების დედაბოძი და მორწმუნის ამაღლებაა. გარდა ამისა, მორწმუნე მუსლიმი ყურანსაც განბანვის შემდეგ კითხულობს და ქააბას ტავაფსაც განბანილი ასრულებს. მოგეხსენებათ, მცირე განბანვის დროს სხეულის ის ნაწილები განიბანება, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობისას, ყველაზე მეტად ბინძურდება. შუამავალი მცერე განბანვის შესახებ ბრძანებს:

„ვინც მცირე განბანვას წესისამებრ შეასრულებს, მისი ცოდვები სხეულიდან გამოიდევნება და თითებს შორის წყალს გაჰყვება“. (იხ. მუსლიმ, „ტაჰარათი“ 33).

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს კოვიდ 19-ის ეპიდემია მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და თითოეული ჩვენგანი მასთან ბრძოლაში ვართ ჩაბმული. კოვიდთან ბრძოლა კი სისუფთავისა და სოციალური დისტანციის დაცვაზე გადის. სისუფთავის დაცვის თვალსაზრისით მცირე განბანვა საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ, მუსლიმი მორწმუნეები, ბავშვობიდანვე მიჩვეული ვართ განბანვას და ეს ჩვენი ძლიერი ტრადიციაა.

ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ მცირე განბანვა უკიდურესად ეფექტური საშუალებაა. სისუფთავე ზოგადი ჯანმრთელობისა და მიკრობებისაგან თავის დაცვის საკითხში უალტერნატივო მეთოდია. ამრიგად, მცირე განბანვის შედეგად მიღწეული ჰიგიენის პირობებში ჩვენ უკეთ შევძლებთ დავიცვათ, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ხუტბას ისევ ყურანის აიათით დავასრულებ:

„უეჭველად,  ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები!(ბაყარა 2/222)          

[1] თავის ერთ მეოთხედის წყლით დასველება, ე.ი. სველი ხელის მოსმა თავის ერთ მეოთხედ ნაწილზე

[2] მასტურბაცია (ონანიზმი), სპერმატორეა (ეშმაკის ცდუნება ძილის დროს), მეუღლესთან თანაცხოვრება (სექსუალური კავშირი) და ქალთა წესები მენსტრუაცია და მშობიარობის შემდეგ 40 დღე.

Comment here