სათაურებიხუტბა

ბარაქიანი სარჩო
პატიოსანი შრომის ნაყოფი

პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენი რელიგია მოუწოდებს მთელ კაცობრიობას, პატივი სცენ უფლებებსა და კანონებს საქმიან ცხოვრებაში და მიიღონ ჰალალისა და ჰარამის შესახებ ცნობიერება.

ისლამი არის ცხოვრების რელიგია, რომელიც აერთიანებს შრომას და ქველმოქმედებას, ხელობასა და ზნეობას. ჩვენი რელიგია მთელ კაცობრიობას მოუწოდებს, სამუშაოსა და ვაჭრობაში დაიცვან სამართალი და უფლებები, ჰქონდეთ ჰალალისა და ჰარამის ცნობიერება. ისლამი შრომით დაღვრილ ოფლს ღირსებად მიიჩნევს და ჰალალური და კანონიერი გზით სარჩოს მოპოვებას ღვთისმსახურებად — თაყვანისცემად თვლის.

ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ ჰადისში ასე გვამხნევებს შრომისკენ: უმჯობესია, რომელიმე თქვენგანმა ზურგით შეშა ეზიდოს, გაყიდოს და ამით ღმერთმა მისი ღირსება დაიცვას, ვიდრე ადამიანებს სთხოვოს რამერომლებმაც შეიძლება მისცენ, ან შეიძლება უარით გაისტუმრონ. (ბუხარი, ზექათი, 50)

ძვირფასო მორწმუნეებო
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რელიგიური და ჰუმანური ღირებულებები სამუშაო ცხოვრებაში უგულებელყოფილია. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, მუსლიმებიც, ამ მცდარი მიმართულების გავლენას ვგრძნობთ. თუმცა, სამუშაო და სავაჭრო საქმიანობა, ისევე როგორც მიღებული შემოსავალი, მუსლიმისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს. პირიქით, ისინი უნდა იქცეს საშუალებად, რათა მივაღწიოთ ალლაჰის კმაყოფილებას და მოვიპოვოთ ორივე სამყაროს ბედნიერება.

ამიტომაც ჩვენ, მუსლიმები, ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს ვაჭრობაში, ყიდვა-გაყიდვაში, მუშასა და დამსაქმებლის ურთიერთობაში დავეყრდნოთ სიკეთეს, სამართლიანობასა და მოწყალებას. აუცილებელია შევინარჩუნოთ ისეთი მორალური პრინციპები, რომლებიც ოსტატ-შეგირდის სწავლების გზით თაობიდან თაობას გადაეცემა.

ჩემო ძვირფასებო, პატივცემულო დასაქმებულნო და დამსაქმებელნო!
სამუშაო ადგილი მხოლოდ საარსებო წყაროდ კი არ უნდა იქცეს, არამედ ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ „უსაფრთხოების კერად“.

ამასთან, დასაქმებულმა უნდა შეიმეცნოს ჩვენი საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) რჩევა: ალლაჰს უყვარს, როცა რომელიმე თქვენგანი საქმეს საუკეთესოდ ასრულებს. (ბეიჰაყი, შუღ’ეიბულ-იმანი, 4/334)

მან თავისი საქმე მტკიცედ, ხარისხიანად და პასუხისმგებლობით უნდა შეასრულოს. უნდა იცოდეს, რომ მისი სამუშაო და სამუშაო ადგილი მისთვის ამანათია. უნდა იღვწოდეს, რომ ოჯახში შრომით მოპოვებული ჰალალური ლუკმა მიიტანოს.

დამსაქმებელმა კი, ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) ბრძანების შესაბამისად:

როცა ვინმეს დაასაქმებთ, აჭამეთ ის, რასაც თავად მიირთმევთ და ჩააცვით ის, რასაც თავად იცვამთ. ნუ დააკისრებთ მათ ისეთ საქმეებს, რომლებიც მათ შესაძლებლობებს აღემატება.“ (ბუხარი, იმანი, 22)

უნდა ეცადოს, რომ მუშაკს ხელფასი სრულად და დროულად გადაუხადოს და მისი სოციალური უფლებები დაიცვას. ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. არ უნდა დაივიწყოს, რომ ამ მიზნით გადადგმული ყოველი ნაბიჯი მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, მთელი ოჯახის და საზოგადოების მომავლის დაცვას ემსახურება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
დამსაქმებლად ან დასაქმებულად ყოფნა ადამიანური თვალსაზრისით არანაირ უპირატესობას არ გვანიჭებს. ღვთის წიაღ ყველაზე სათნო ადამიანები ისინი არიან, ვინც რწმენით არიან დაჯილდოებულნი, თავიანთ ცხოვრებას თაყვანისცემითა და კარგი ზნეობით ამკობენ და ღვთისმოსაობით არიან შემოსილნი. ადამიანთა შორის ყველაზე ღირსეული ის არის, ვინც სამართლიანობას, პატიოსნებას, ურთიერთდახმარებასა და თანადგომას ყოველგვარ პირად სარგებელზე მაღლა აყენებს.

ხუტბა კი შემდეგი აიათით დავასრულებ: „იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე ისეთივე, როგორიც ალლაჰმა მოგმადლა და არ გაავრცელო უკეთურობა ქვეყნად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი!“ (სურა ყასასი, 28/77)

Comment here